FM97.5 / LIVE

საკირეში, 37 წლის ზეზვა თოფურიანი დახმარებას ითხოვს

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.02.2019
ბორჯომში, სოფელ საკირეში მცოხვრებ 37 წლის ზეზვა თოფურიანს, რომელიც მეათე თვეა ლოგინსაა მიჯაჭვული, მკურნალობისთვის 9 360 ლარი სჭირდება. თითქმის ერთი წელია, რაც ლოგინს მიეჯაჭვა ზეზვას მამაც. ოჯახი სოციალურად დაუცველია.

საკირეში, 37 წლის ზეზვა თოფურიანი დახმარებას ითხოვს

ზეზვა თოფურიანს მრავლობითი ჭრილობები სხეულზე ათი თვის წინ მიაყენეს. შემთხვევა თბილისში მოხდა და როგორც ზეზვას დედა ამბობს, ფაქტს პოლიცია იძიებს: „გულმკერდის არეშიც კი დაჭრილი იყო, ლამის სულ დაჩეხეს. მას შემდეგ სიარული არ შეუძლია. ვერც საავადმყოფოში დავტოვეთ სრული მკურნალობის კურსი რომ ჩატარებოდა, რადგან მაგდენი ფული არ გვქონდა“, – გვიყვება ნელი თოფურიანი.

ზეზვა თოფურიანი საავადმყოფოდან სახლში ივლისში გაეწერა, თუმცა მას შემდეგ გადაადგილება არ შეუძლია.

„ხერხემალი აქვს დაზიანებული, საავადმყოფოში დაწყებული მკურნალობის კურსი რომ დაასრულოს და ფეხზე დადგეს სულ 9 360 ლარი გვჭირდება“, – ამბობს ნელი თოფურიანი.

საკირეში, 37 წლის ზეზვა თოფურიანი დახმარებას ითხოვს

ვიდრე ფეხზე გავლას შეძლებს, ზეზვას გარეთ გასასვლელად ეტლი სჭირდება: „სულ ესე ხომ ვერ ვიწვები, ეტლი რომ მქონდეს წამოვდგები, მეუღლე დამეხმარება და ჰაერზე გასვლას შევძლებ. იმედია, გამოჩნდება ვინმე ისეთი, ვინც შეძლებს ჩემს დახმარებას“, – ამბობს ზეზვა.

თოფურიანებმა ზეზვას დასაფინანსებლად ადგილობრივ თვითმმართველობასა და ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიმართეს. სამინისტრომ იგი 1 500 ლარით დააფინანსა, ბორჯომის მერიაში კი, როგორც თავად აცხადებენ, თანხის გამოყოფაზე უარი უთხრეს: „რეაბილიტაციის კურსებს ჩვენ ვერ დავაფინანსებთო გვითხრეს და დავრჩით ისე“.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ თოფურიანებს მათთვის განცხადებით არ მიუმართავთ: „წერილი უნდა შემოიტანოს და მოქმედი სოციალური პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი მზადაა შესაბამისი დახმარება გაუწიოს“.

თოფურიანებს სოციალური დახმარება გასული წლის ნოემბერში დაენიშნათ. ოთხსულიან ოჯახში, თითო წევრი ყოველ თვეში 40 ლარს იღებს. ნელი თოფურიანი ამბობს, რომ მათი შემოსავალი სოციალური დახმარება და მეუღლის პენსიაა, რაც თვეში, ჯამში, 500 ლარს შეადგენს: „ეს ფული წამლებში არ გვყოფნის. სახლში ყველას ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები გვაქვს. ინფარქტი გადავიტანე, სიარული მიჭირს. ჩემმა მეუღლემაც ტვინის ინფარქტი მიიღო ზაფხულში და იმის მერე ლოგინიდან ვეღარ დგება. რძალს ელენთა არ აქვს. წამალი რომ არ ვიყიდოთ ვერ ვიცოცხლებთ ვერცერთი. ამიტომ საჭმლის ფული აღარ გვრჩება. ზამთარში ხარჯებს შეშის ფულიც ემატება და გვიჭირს თავის გატანა“.

ჯანმრთელობის პრობლემების გამო თოფურიანები მიწას ვერ ამუშავებენ, მათ არც საქონელი და ქათმები ჰყავთ, ამბობენ რომ მოვლას ვერ შეძლებენ.

„ჩემი მეორე შვილი გვეხმარება ხოლმე როგროც შეუძლია, ის ჩვენთან ერთად არ ცხოვრობს, თავისი ოჯახი ჰაყვს სარჩენი და რაც შეუძლია ყოველთვის გვაძლევს“, – ამბობს ნელი თოფურიანი.

[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.06.2019 ახალციხეს 'კინობასი' ეწვევა

26.06.2019 მძლეოსნობაში საქართველოს პირველობა ახალციხის მესამე და მეხუთე სკოლების გუნდებმა მოიპოვეს

26.06.2019 ახალქალაქში აბრებზე შეცდომით დაწერილი დასახელებები ივლისიდან შეიცვლება

26.06.2019 რა პერსპექტივა აქვს მესხურ პროდუქციას ევროპულ ბაზარზე [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

მერია საკირეში მცხოვრებ ზეზვა თოფურიანს მკურნალობას დაუფინანსებს
საკირეში 37 წლის ზეზვა თოფურიანმა სარეაბილიტაციო კურსი დაიწყო
32  წლის რუსლან ჩუტკერაშვილის დახმარება სჭირდება

ლეიკემიით დაავადებული ახალგაზრდის ოჯახი დახმარებას ითხოვს
რამაზ მოდებაძე: ‘ინსულტის მერე პენსია მომიხსნეს და არც დახმარებას მაძლევენ’
‘არაფერი მაქვს, რომ საჭმელი გავიკეთო’ – მარტოხელა მამაკაცი დახმარებას ითხოვს