FM97.5 / LIVE

ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლის აღების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გაიმართა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 09.02.2019
“მიხეილ ავაქიანის ბიუსტი დივერსიაა”, “საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობა ურყევია”, "არა სეპარატიზმს და სეპარატისტებს”, — ეთნიკურად აზერბაიჯანელმა მოქალაქეებმა, ბუღაშენში მიხეილ ავაქიანის ძეგლის აღმართვის წინააღმდეგ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.

ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლის აღების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გაიმართა
"ნეტგაზეთის" ფოტო
საპროტესტო აქცია პარლამენტთან სოციალური ქსელით მეშვეობით რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა.

“ახალქალაქში სეპარატისტის ძეგლის დადგმას ვაპროტესტებთ. ავაქიანისა და ტატუნაშვილი-ოთხოზორიას მკვლელები ერთი და იგივე ხალხია. ჩვენ გვაჩვევენ სეპარატიზმს. ამას ვაპროტესტებთ მშვიდობიანად. გავაგრძელებთ პერმანენტულ პროსტესტს მანამ, სანამ ამ ძეგლს არ აიღებენ”, – განაცხადა ერთ–ერთმა ორგანიზატორმა ბენო კაზიმოვმა.

პარლამენტის წევრის "ნაციონალური მოძრაობიდან" აზერ სულეიმანოვის თქმით, ის რაც 20 იანვარს ახალქალაქის სოფელ ბუღაშენში მოხდა, იყო პროვოკაცია საქართველოს წინააღმდეგ.

თბილისის პარალელურად, ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდების საპროტესტო აქცია გაიმართა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენში, მიხეილ ავაქიანის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ახალგაზრდული კავშირის "ზორი ზოროიანის" წარმომადგენლის არტურ ოგაჯანიანის განცხადებით, ისინი ძეგლის აღების წინააღმდეგები არიან და ამ ფაქტს არ დაუშვებენ.

"ეს არის პარლამენტის შენობის წინ გამართული აქციის საპასუხო აქცია. ჩვენ ადგილობრივების გვერდით ვიქნებით და ძეგლის დემონტაჟის უფლებას არავის მივცემთ", – ამბობს არტურ ოგაჯანიანი.

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში სოფელ ბუღაშენში ყარაბაღის ომის მონაწილის მიხეილ ავაქიანის ძეგლი 20 იანვარს დადგეს, ეს დღე აზერბაიჯანში საყოველთაო გლოვის დღედ არის გამოცხადებული, რომელიც 1990 წელს ყარაბაღში მომხდარ იანვრის სისხლიან ტრაგედიას ეძღვნება. აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

მიხეილ ავაქიანის ძეგლის დადგმის ფაქტმა საზოგადოების და აზერბაიჯანული მხარის უკმაყოფილება გამოიწვია. მომხდარის გამო საქართველოს ელჩი განმარტებებისთვის დაიბარეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში. იურისტი შოთა თუთბერიძე ახალქალაქში, სოფელ ბუღაშენში, ყარაბაღის ომის გმირის ძეგლის დადგმის საკითხთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას თვითმმართველობას აკისრებს, ამბობს, რომ ქმედება უკანონოა და ძეგლის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს.

მომხდარში პასუხისმგებლობას ადგილობრივ თვითმმართველობას აკისრებს სამცხე–ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი იური უნანიანი კი აცხადებს, რომ სოფელში მიხეილ ავაქიანის ძეგლი მისი გარდაცვალებიდან მალევე 1994 წელს დადგეს, 20 იანვარს კი დაზიანებული ბიუსტი გარდაცვლილის ნათესავმა აღადგინა.

20 იანვარს ძეგლის გახსნის ცერემონიალს ადგილობრივებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრები — ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი, სომხეთის ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, ახალქალაქის მერი იურიკ უნანიანი ესწრებოდნენ.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში განგვიმარტეს, რომ ახალი ძეგლის დადგმის შესახებ მათ გახსნის წინა დღეს 19 იანვარს გაიგეს, მანამდე კი ინფორმაცია არ ჰქონდათ. სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომხები ფიქრობენ, რომ ახალქალაქში, სოფელ ბუღაშენში ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლის დადგმის ამბავს გარკვეული ძალები ხელოვნურად ამძაფრებენ.

ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლის აღების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გაიმართა
jnews.ge-ის ფოტო

[sknews.ge]


20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

19.05.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლის საფასურის გადახდის ვადა გახანგრძლივდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.05.2020 'თუ არჩევნებზე ადამიანის გულის მოგება გინდა, ტყე კი არა ისეთი რამ უნდა აჩუქო, საიდანაც სარგებელს მიიღებს' – მიტროპოლიტი ნიკოლოზი

24.05.2020 საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი

24.05.2020 მუსლიმები რამადან ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ

23.05.2020 სოფელ ორლოვკაში გაყიდული საძოვრების დაბრუნებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘ახალქალაქში ძეგლის დემონტაჟი უნდა მოხდეს, ქმედება უკანონოა', – იურისტი
'ეს ძეგლი საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრულ ურთიერთობას ვერ შეცვლის' – თალაკვაძე
’ამ თემაზე აჟიოტაჟის ატეხვა ზედმეტია’ – საგარეო სამინისტრო ახალქალაქში დადგმულ ძეგლზე
‘პასუხისმგებლობა თვითმმართველობას ეკისრება’– NGO-ები ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლზე
‘ეს ქვეყნებს შორის ურთიერთობას დაძაბავს’– ახალქალაქში ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლი დადგეს
‘სომეხმა სომეხს ძეგლი დაუდგა, ამაში ცუდი რა არის’ – შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან
'როგორ გამორჩა სუს–ს ფაქტი, რომელმაც დიპლომატიურ სკანდალამდე მიგვიყვანა'– ხალილოვი