FM97.5 / LIVE

ბაკურიანში სრიალის დროს 22 წლის მოთხილამურე დაშავდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.02.2019
ბაკურიანში, კოხტაგორაზე საქართველოს სათხილამურო ფედერაციის წევრი 22 წლის სოსო ბაკაევი დაშავდა. იგი ზამთრის 29–ე საერთაშორისო უნივერსიადაში მონაწილეობის მისაღებად ვარჯიშობდა. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ბაკურიანში სრიალის დროს 22 წლის მოთხილამურე დაშავდა

შემთხვევა ექვს თებერვალს დილით მოხდა, როგორც დაშავებულის მამა ალე ბაკაევი გვიყვება, მისი შვილი სავარაუდოდ ყინულზე მოცურდა, რის გამოც სხეულის დაზიანებები მიიღო: „გადავრჩით, ექიმებმა გვითხრეს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ხუთი წლის იყო პირველად თხილამურებზე რომ დადგა. საქართველოს ნაკრებშია, ბევრი ჯილდო და პირველი ადგილი აქვს მიღებული“.

დაშავებული სოსო ბაკაევი გორის სამედიცინო დაწესებულება „გორიმედში“ მკურნალობს. მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

„პაციენტს აღენიშნებოდა კომბინირებული პოლიტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა ფილტვის დაჟეჟილობით, ასევე, წვივის ძვლის მრავლობითი მოტეხილობა. მას ჩაუტარდა მარჯვენა ფილტვის დრენირება და წვივის ძვლების ოსტეოსინთეზი. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა interpressnews.ge–სთან „გორმედის“ ქსელის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ყაზაიშვილმა.

სოსო ბაკაევი ბაკურიანში ცხოვრობს, იგი „ევროპის უნივერსიტეტის“ მეოთხე კურსის სტუდენტია.

ზამთრის 29-ე საერთაშორისო უნივერსიადა კრასნოიარსკში 2–12 მარტს ჩატარდება, სწორედ აქ გეგმავდა მონაწილეობის მიღებას ბაკურიანელი მოთხილამურე.

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


23.04.2019 რა შეცვალა ქართული ენის სწავლებამ ჯავახეთში [ვიდეო]

21.04.2019 კათოლიკე ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო]

19.04.2019 წარჩინებული მოსწავლეები მთავრობის სხდომაზე დასწრებას შეძლებენ - პრემიერი

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2019 სამცხე-ჯავახეთში ბავშვების 32%–ს სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს - კვლევა

23.04.2019 'ჭიაკოკონაზე' ნუ დაწვავთ საბურავებს' – გარემოსდაცვითი დეპარტამენტი

22.04.2019 წინასაარჩევნო განწყობები აბასთუმანში

21.04.2019 ფონდმა ‘ერთად შევძლებთ’ პირველი საქველმოქმედო აქცია გამართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ბაკურიანში ქვეითად მოსიარულე ორ ქალს მანქანა დაეჯახა
ბაკურიანში ავარიით დაშავებული კაცის მდგომარეობა მძიმეა
საბარგო სადგურზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულს ოპერაცია უკეთდება
ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული - ავარია ახალციხე-აბასთუმნის გზაზე
ბორჯომი–თბილისის მატარებლის და მანქანის შეჯახების შედეგად 60 წლამდე კაცი დაშავდა
სოფელ ხეოთთან ავარიისას დაშავებულ კაცს ოპერაცია გაუკეთეს
ახალციხეში ავარიისას დაშავებული 20 წლის ბიჭის მდგომარეობა მძიმეა