FM97.5 / LIVE

‘ხშირად ჩვენი ხარჯით გვიწევს ბენეფიციართან მისვლა’ – სოციალური მუშაკი ახალციხიდან

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 08.02.2019
„არ გვაქვს ბენეფიციარებისთვის განკუთვნილი ოთახი, სადაც მათ გამოვკითხავთ. გვიჭირს გადაადგილება მაღალმთიან სოფლებში, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის, თუ მიდის უკან აღარ ბრუნდება და ამიტომ არის შემთხვევები, როცა ნახევარი ხელფასი მუშაკს გადაადგილებაში ეხარჯება“ – ამბობს უფროსი სოციალური მუშაკი სამცხე–ჯავახეთში ნინო საანიშვილი.

‘ხშირად ჩვენი ხარჯით გვიწევს ბენეფიციართან მისვლა’ – სოციალური მუშაკი ახალციხიდან

სამცხე–ჯავახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკები ამბობენ, რომ სამუშაოდ არასათანადო პირობები აქვთ, რამდენიმე მათგანს ერთ ოთახში უწევს მუშაობა და შესაბამისი სივრცის არ არსებობის გამო, აქვე უხდებათ ბენეფიციარების გამოკითხვაც.

„არ გვყავს თანამშრომლების საკმარისი რაოდენობა იმისთვის, რომ მოსახლეობას სრულყოფილი სერვისი შევთავაზოთ“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი სოციალური მუშაკი ნინო საანიშვილი.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში სოციალური სამსახურისადმი მიმართვიანობა გაიზარდა, ამიტომ სამუშაო საქმეების რაოდენობას ვეღარ უმკლავდებიან: „ძალიან მწირი იყო ძალადობის თემაზე მომართვიანობა, მაგრამ ახლა, რეფერირების პროცედურების ფარგლებში, ბევრი საკითხი შემოდის. სოციალურ აგენტებს დაემატა სამუშაო, რადგან ისინი ხშირად დადიან გამოკითხვაზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ფარგლებში“.

საანიშვილი აქცენტს სერვისების სიმწირეზეც აკეთებს: „ბენეფიციარებთან ცარიელი ხელებით მუშაობა ძალიან გვიმძიმს. რეგიონში არ არის მაგალითად, ხანდაზმულთა თავშესაფარი. ასეთი მიმართულებებით მუშაობა უნდა გაძლიერდეს, რომ სოციალურმა მუშაკმა ბენეფიციარს შესაბამისი სერვისი შესთავაზოს. ოჯახი როცა კრიზისშია, ვერ ვახერხებთ, რომ დასახმარებლად რაღაცა შევთავაზოთ, რადგან მაგალითად, ერთადერთი დღის ცენტრში ბორჯომშია და ახალციხიდან იქ ის ვერ წავა“.

სამცხე–ჯავახეთის ექვს მუნიციპალიტეტში რვა სოციალური მუშაკი და ერთი უფროსი სოციალური მუშაკია. მათ შორის ახალციხესა და ასპინძაში – ორ–ორი, ბორჯომში, ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და ადიგენში კი ერთ–ერთი სოციალური მუშაკია. რეგიონის მასშტაბით მხოლოდ ერთი ფსიქოლოგი მუშაობს.

ქვეყნის მასშტაბით, სოციალური მუშაკები ადამიანური რესურსების დამატებას, სახელფასო ანაზღაურების გაზრდასა და სხვა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათ შესაბამისი წერილი ჯანდაცვის სამინისტროში დღეს, რვა თებერვალს შეიტანეს. წერილს ხელს საქართველოს მასშტაბით, სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული ყველა სოციალური მუშაკი და იურისტი აწერს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 საფეხური: ეთნიკურ უმცირესობებთან მძიმე მდგომარეობაა – მანანა რატიანი მასწავლებელთა სერთიფიცირებაზე

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 წინუბნის ტყეში მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ სანიტარული ჭრები დაიწყება

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

07.07.2020 ახალციხის მერია შშმ პირს საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის დამონტაჟებას 4 წელია პირდება

07.07.2020 კაცს, რომელმაც სოფელ კლდეში დამწვრობა მიიღო, ოპერაციას გაუკეთებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სოციალური მუშაკები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ
‘სამცხე–ჯავახეთში სამი სოციალური მუშაკი გაფიცვას არ შეუერთდა’– დავით გოგალაძე
25 მარტიდან სოციალური მუშაკები იფიცებიან
სამცხე–ჯავახეთში სოციალური მუშაკების რაოდენობა იზრდება
სოციალური მუშაკები ახალციხში, ხვალიდან, 25 მარტიდან სამსახურში არ გამოცხადდებიან
'სოციალურ მუშაკებს ხელფასები გაეზრდებათ' – თამარ ბარკალაია
‘რაღაც გაურკვევლობა მოხდა’– სამცხე–ჯავახეთში მომუშავე სოცმუშაკები სამსახურში დაბრუნდნენ