FM97.5 / LIVE

ჭელაში მომხდარს დღეს კანცელარიასთან გააპროტესტებენ

მთავარისაზოგადოება 27.08.2013
26 აგვისტოს სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟისას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, დღეს, 19:00 საათზე, თბილისში, სახელმწიფო კანცელარიასთან აქცია იგეგმება.

ჭელაში მომხდარს დღეს კანცელარიასთან გააპროტესტებენ
"26 აგვისტოს სოფელ ჭელაში მეჩეთთან არსბეული მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა, რასაც ეწინააღმდეგებოდა ადგილობრივი მოსახლეობა. პოლიციამ სცემა და დააკავა სოფელ ჭელის მაცხოვრებლები, რომლებიც ცდილობდნენ წინააღმდეგობა გაეწიათ მინარეთის დემონტაჟისათვის. საქართველოს მოქალაქეები აღშფოთებას გამოვთქვამთ მომხდარი ფაქტის გამო და მოვითხოვთ დაიწყოს გამოძიება შსს სპეცნაზის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებაზე. ასევე მივმართავთ ცენტრალურ ხელისუფლებას მოთხოვნით, გამოარკვიოს მინარეთის დაშლის ბრძანების მართებულობა. აქამდე გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ მინარეთის მშენებლობა საბაჟო წესების დარღვევით შემოტანილი სამშენებლო მასალით მიმდინარეობდა არის აბსურდული",-ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გავრცელდა ფეისბუქის გვერდზე "სოლიდარობა ჭელაში მცხოვრებ მუსლიმებს".

ფეისბუქის აღნიშნული გვერდი გუშინ, 26 აგვისტოს, სოფელ ჭელაში მომხდარი მოვლენების შემდეგ შეიქმნა.

შეგახსენებთ, გუშინ, სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟი განხორციელდა, რასაც სოფელში დაძაბულობა მოჰყვა. დააკავეს 21 ადამიანი, მათგან 9 ჯერ ისევ პატიმრობაში რჩება.

ჭელაში მომხდარს დღეს კანცელარიასთან გააპროტესტებენ

[sknews.ge]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ‘ეს არის სპორტსმენის არდაფასება’ - ბექა ბერძენიშვილი ახალციხის მერიაზე

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

მსგავს თემაზე

ჭელაში მინარეთის დემონტაჟი მიმდინარეობს
ჭელაში მინარეთის დაბრუნებას ელოდებიან
ჭელაში მინარეთს ამონტაჟებენ
ჭელის მცხოვრებლების თქმით, პოლიციამ 11 ადამიანი დააკავა
სამხარეო სამმართველოს შენობას დაკავებულები ეტაპობრივად ტოვებენ
ჭელის მინარეთის საკითხზე პარლამენტში იმსჯელებენ
ჭელის ინციდენტისას დაზარალებულები [Photo]