FM97.5 / LIVE

სტუდენტებს შესაძლოა ფაკულტეტის შეცვლა აეკრძალოთ – შეფასებები უნივერსიტეტიდან

მთავარისიახლე, განათლება 08.02.2019
განათლების სისტემაში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, შესაძლოა, სტუდენტებს ჰუმანიტარულიდან ტექნიკურ და ტექნიკურიდან ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე გადასვლა აეკრძალოთ. სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სტუდენტებისა და პროფესორების ნაწილი ცვლილებას დადებითად, ნაწილი კი უარყოფითად აფასებს.

სტუდენტებს შესაძლოა ფაკულტეტის შეცვლა აეკრძალოთ – შეფასებები უნივერსიტეტიდან

ცვლილების მიზეზად მისაღებ გამოცდებზე ჩაბარებული საგნები სახელდება – თუ ჰუმანიტარული ფაკულტეტიდან სტუდენტს საბუთები ტექნიკურზე გადააქვს მას მათემატიკა ჩაბარებული არ აქვს და პირიქით, თუ დავუშვათ ტექნიკურიდან გადააქვს საბუთები ჰუმანიტარულზე, სტუდენტს ჩაბარებული არ აქვს ისტორიის გამოცდა.

„ამ ცვლილების მიზანი ისაა, რომ გავზარდოთ უნივერსიტეტების ავტონომიურობა მათი არჩევანის მიხედვით და მაქსიმალურად შევცვალოთ დღევანდელი ცუდი პრაქტიკა, როდესაც შესაძლებელია ტექნიკურ სფეროებში მოხვედრა ჰუმანიტარული საგნებით. ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიაც, გეოგრაფიაც, მაგრამ, მაგალითად, რომ გახდე პროგრამისტი, ამისთვის გჭირდება სხვა უნარები“, – ამბობს განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ ჭიკაიძემ იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა, მაგრამ ახლა ისტორიის მეოთხე კურსის სტუდენტია. იგი შესაძლო აკრძალვას ფაკულტეტების შეცვლასთან დაკავშირებით უარყოფითად აფასებს. მას საბუთები ტექნიკურიდან ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე არ გადაუტანია, თუმცა ფიქრობს, რომ პროფესიის შეცვლის უფლება ახალგაზრდებს სასწავლებლებში აუციებლად უნდა ეძლეოდეთ: „სკოლის მოსწავლეებს სრულად უნდა მიაწოდონ ფაკულტეტის შესახებ ინფორმაცია, მათ თავიდან არ იციან, თუ რატომ აბარებენ ამა თუ იმ სპეციალობაზე და შემდეგ იმიტომ უჩნდებათ სურვილი შეცვლის. თუ ამისი საშუალება აღარ ექნებათ ახალგაზრდებს, ეს ძალიან ცუდი იქნება“.

დაანონსებულ ცვლილებას არ იზიარებს სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის პროფესორი, გერმანული ენის სპეციალისტი ლალი ბერიძე: „სკოლის მოსწავლე შესაძლოა ტექნიკური მიმართულებით იყოს ძლიერი, მაგრამ უნივერსიტეტში მისი შეხედულებები შეიცვალოს. ჩემი დის შვილის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ სკოლაში მათემატიკაში ძლიერი იყო და უმაღლესშიც ამ მიმართულებით სწავლობდა, მაგრამ მეორე კურსზე მოისურვა სწავლა ხელოვნების შესავალ კურსზე გაეგრძელებინა. ეს ახალგაზრდების არჩევანია და პატივი უნდა ვცეთ“.

ცვლილებას დადებითად აფასებს ამავე უნივერსიტეტის პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი როინ თათეშვილი: „როდესაც სტუდენტი ჰუმანიტარულიდან ბიზნესის ადმინისტრირებაზე გადადის ან პირიქით, მას არ აქვს საწყისი ცოდნა და მაღალი კურსის გამოწვევებს ვერ პასუხობს, შესაბამისად უჭირს სწავლა, ამიტომ ამ ცვლილებას დადებითად ვაფასებ“.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი გულიკო ბექაური ფიქრობს, რომ შესაძლო აკრძალვას აქვს როგორც დადებით, ასევე უარყოფი მხარეები: „უარყოფითი ისაა, რომ სკოლიდან მოსულმა შესაძლოა არასწორი არჩევანი გააკეთოს და ამას წლების შემდეგ მიხვდეს, ამ შემთხვევაში უნდა ჰქონდეს შეცდომის გამოსწორების უფლება. დადებითი კი ისაა, რომ როდესაც სტუდენტი ორი წლის განმავლობაში, მაგალითად ისტორიას სწავლობს და ორი წლით მათემატიკას, საბოლოო ჯამში მისგან არაკვალიფიცირებულ სპეციალისტს ვიღებთ. მე თუ მკითხავთ ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი ვიდრე ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ“.

განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განათლების სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ, გუშინ, შვიდ თებერვალს საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


15.02.2019 სოფელი, რომელიც სკოლაზე ოცნებობს [Photo/Video]

14.02.2019 განათლების სამინისტრო ძირეული რეფორმისთვის ემზადება – გასვლითი სხდომა ბორჯომში

14.02.2019 სამცხე–ჯავახეთში მანდატურების ცენტრი აშენდება

13.02.2019 სოფელ ბენარაში 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.02.2019 მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს

15.02.2019 სოფელი, რომელიც სკოლაზე ოცნებობს [Photo/Video]

14.02.2019 ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მანქანა და მაღალი ძაბვის ბოძი დაზიანდა

14.02.2019 რამდენი ბავშვი დაიბადა 2018 წელს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

‘უფასო ფაკულტეტებმა სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა შეამცირა’ – შეფასებები ახალციხიდან
უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტს აირჩევენ
ჩაჭრილი სტუდენტების ბედი
გარიცხულ და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს შესაძლოა სასამართლოში უჩივლონ
რას მოუტანს სტუდენტებს სამცხე-ჯავახეთის უმაღლესი სასწავლებლის შეცვლილი სტატუსი
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ელექტრონული გამოცდების შედეგები წაიშალა
შეცვლილი საგამოცდო სისტემა