FM97.5 / LIVE

ჯანდაცვის სამსახურმა ახალციხეში სალონების შემოწმება დაიწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.02.2019
ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ახალციხეში სალონების ნაწილი შეამოწმა. უწყებაში ამბობენ, რომ ამ დრომდე არცერთ მათგანში სამართალდარღვევათა ოქმი არ შეუდგენიათ.

ჯანდაცვის სამსახურმა ახალციხეში სალონების შემოწმება დაიწყო

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ფატი ხაბულიანი ამბობს, რომ საკრებულოს მიერ დამტკიცებული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის მიხედვით, მათ სალონების შემოწმება იანვრიდან დაიწყეს.

„ჯერ ნაწილი შევამოწმეთ და რაიმე ისეთი დარღვევა, რომ ოქმი შეგვედგინა არ გამოკვეთილა. ჩვენ სალონების თანამშრომლები დავატრენინგეთ და მათ კარგად იციან ახალი რეგულაციების შესახებ. იმედია რომ დარღვევები არც სხვა სალონებში გამოიკვეთება“,– ამბობს ფატი ხაბულიანი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა, 2018 წლის შვიდ სექტემბერს დაამტკიცა.

სილამაზის სალონებისთვის ახალი ტექნიკური რეგლამენტი 2016 წლის ინავარში ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც სალონებში ინვენტარი უნდა განახლებულიყო და ჰიგიენური წესებიც დაეცვათ. ამავე წლის ოქტომბრიდან ახალი რეგულაციების გათვალისწინება ყველა სალონისთვის სავალდებულო გახდა.

რეგულაციების მიხედვით სალონებს მუშაობის წესის, ინსტრუმენტების, ავეჯის, ნარჩენების გატანის, სტერილიზაციის და სხვა პროცედურების შეცვლა მოუხდათ. თუმცა, მანამდე ისინი „საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებად“ უნდა დარეგისტრირებულიყვნენ. როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ სალონებში განუცხადეს სტატუსიც შეიცვალეს და დანადგარებსაც იძენდნენ.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2019 დერცელი–კიკიბოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა განახლდება

17.10.2019 ასპინძაში 55 500 ლარად სკვერს მოაწყობენ

17.10.2019 რატომ ფერხდება ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა - პროექტის ავტორი

17.10.2019 ახალციხეში ვეტერანების დღეს აღნიშნავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

ასპინძაში სალონების კონტროლი იწყება
ახალციხეში სილამაზის სალონებს შეამოწმებენ
ჯანდაცვის სამსახურს ახალციხეში სალონების შემოწმება ჯერ არ დაუწყია
იცავენ თუ არა ახალციხის სალონებში ჰიგიენურ ნორმებს არავინ აკონტროლებს
საკრებულომ ჯანდაცვის სამსახურს სალონების კონტროლის გაძლიერება დაავალა
2016 წლიდან სილამაზის სალონების შემოწება იწყება
საკრებულომ ინფექციების კონტროლისთვის მეთოდური რეკომენდაცია დაამტკიცა