FM97.5 / LIVE

ახალციხეში დროებითი მოთავსების იზოლატორს სამედიცინო პუნქტი დაემატა

მთავარისიახლე, ეკონომიკა 08.02.2019
ახალქალაქში დროებითი მოთავსების იზოლატორი გარემონტდა, ახალციხეში იზოლატორს სამედიცინო პუნქტი დაემატა, ბაკურიანში კი ახალი გაიხსნა.

ახალციხეში დროებითი მოთავსების იზოლატორს სამედიცინო პუნქტი დაემატა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროებითი მოთავსების იზოლატორების 2018 წლის ანგარიში წარადგინა.

უწყების ინფრომაციით, 2018 წელს დროებითი მოთავსების იზოლატორებში განახლდა ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა, გაუმჯობესდა სამედიცინო მომსახურება და დაკავებულთა პირობები, ამაღლდა თანამშრომელთა კვალიფიკაცია.

საპოლიციო ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში, პირველად საქართველოში, რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, არასრულწლოვნებზე მორგებული ინფრასტრუქტურა - საგამოძიებო და დაკავების ოთახები მოეწყო. ასევე, 2018 წელს სრულად გარემონტდა და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა დროებითი მოთავსების იზოლატორები ახალქალაქში, წალკასა და ჩხოროწყუში. გაფართოვდა მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი, მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დასრულდება ქობულეთის, ფოთის და სამტრედიის იზოლატორების რეაბილიტაცია. აგვისტოში გაიხსნება ახალი იზოლატორი ბაკურიანში.

2018 წელს, საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესაბამისად, დროებითი მოთავსების რვა იზოლატორში დაემატა სამედიცინო პუნქტი (მცხეთა, საგარეჯო ყვარელი, ფოთი, ზესტაფონი, ხაშური, ჩხოროწყუ და ახალციხე); ახალმა და მოქმედმა ექიმებმა კი სპეციალურად მათთვის ორგანიზებული ტრენინგები გაიარეს.

გარდა ამისა, გასულ წელს გადამზადდა დროებითი მოთავსების იზოლატორების ყველა თანამშრომელი, ექვს იზოლატორში სრულად განახლდა და გაიმართა ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა. 2019 წლის ბოლომდე ვიდეოკამერები შეიცვლება დარჩენილ 23 იზოლატორშიც. დღევანდელი მდგომარეობით, ვიდეოჩაწერა ყველა იზოლატორში ხორციელდება და ჩანაწერის შენახვის მინიმალური ვადა 24 საათიდან 120 საათამდე გაიზარდა. ასევე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განისაზღვრა დროებითი მოთავსების იზოლატორების თითოეულ საკანში მოსათავსებელ პირთა მაქსიმალური რაოდენობა.

რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, თბილისში უკვე დაწყებულია დროებითი მოთავსების იზოლატორის მშენებლობა. ხაზგასასმელია, რომ ინფრასტრუქტურა სრულად იქნება მორგებული არასრულწლოვნებსა და შშმ პირებზე, ადგილზე იფუნქციონირებს ორი სამედიცინო პუნქტი, მშენებლობისას სრულად იქნა გათვალისწინებული საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები და საერთაშორისოდ დადგენილი სტანდარტები. დროებითი მოთავსების იზოლატორის მშენებლობა ავჭალაში 2019 წლის ბოლოს დასრულდება.

[sknews.ge]


20.05.2019 ‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში

14.05.2019 ახალციხის სამუსიკო სკოლის მოსწავლემ გრან-პრი მოიპოვა

13.05.2019 მიხეილ ბატიაშვილი: სექტემბრიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება

13.05.2019 პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.05.2019 მძლეოსნობაში ‘სასკოლო ოლიმპიადის’ ფინალში ახალციხის ორი გუნდი გადავიდა

20.05.2019 სამშენებლო მტვერში გახვეული აბასთუმანი–როგორ ხვდება სეზონს კურორტი

20.05.2019 NDI: არაქართულენოვან არხებს ინფორმაციის მისაღებად ყველაზე ხშირად უმცირესობები იყენებენ

20.05.2019 NDI: სომხურ დასახლებებში, უმრავლესობა ‘საბჭოთა კავშირის’ დაშლას უარყოფითად აფასებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის დროებითი მოთავსების იზოლატორს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
დროებითი მოთავსების იზოლატორებში დამატებითი სერვისები დაინერგება
შსს სამცხე–ჯავახეთში დროებითი მოთავსების იზოლატორებს განაახლებს
რა მდგომარეობაშია სამცხე–ჯავახეთში დროებითი მოთავსების იზოლატორები
შს მინისტრმა სამცხე–ჯავახეთში საპოლიციო ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
ბორჯომში 24 წლის განმავლობაში ძებნილი პირი დააკავეს
ახალი ამბები – 8 თებერვალი [Audio]