FM97.5 / LIVE

საავადმყოფოში სხეულზე მრავლობითი დაზიანებით 56 წლის კაცი შეიყვანეს

მთავარისიახლე, სამართალი 07.02.2019
ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, სხეულზე მრავლობითი დაზიანებით 56 წლის კაცი შეიყვანეს. დაშავებული ახალციხის მკვიდრია. მეზობლების თქმით, მან სხეულზე დაზიანებები დანით თავად მიიყენა. ფაქტს შსს იძიებს.

საავადმყოფოში სხეულზე მრავლობითი დაზიანებით 56 წლის კაცი შეიყვანეს

შემთხვევა, ახალციხეში, ექვს თებერვალს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. სახლში, სადაც შუახნის კაცი ცხოვრობს, არავინ დაგვხვდა. მეზობლები კი ყვებიან, რომ მას კონფლიქტი ოჯახში მოუვიდა.

„ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა. რაზე იკამათეს, მაგრამ შვილთან რომ ჰქონდა უთანხმოება ეს გავიგე და თავი დანით ამის გამო დაუჭრია“, – ამბობს ერთ–ერთ მეზობელი.

„დღის მეორე ნახევარი იქნებოდა, სასწრაფო მოვიდა და წაიყვანეს. თქვეს დაჭრილიაო, მერე გავიგე რომ თავი თვითნ დაუჭრია“, – აცხადებს დაშავებული კაცის მოპირდაპირე მხარეს მცხოვრები.

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მომხდარზე არ საუბრობენ.

„მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ახლა ვინც არიან პაციენტები ჩვენთან, თავს ყველა კარგად გრძნობს“, – გვითხრა ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა ხათუნა კეკელაშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაშავებული კაცის შესახებ პოლიციაში ინფორმაცია ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალიდან შევიდა და უკავშირდება თუ არა მომხდარი ოჯახურ კონფლიქტს, ამას გამოძიება დაადგენს.

ფაქტს ახალციხის რაიონული სამმართველო სსკ–ს 118–ე მუხლით იძიებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში 37 წლის კაცი მამის ცემის ბრალდებით დააკავეს
ავარიის შედეგად დაშავებული მოპედის მძღოლი საავადმყოფოში რჩება
ჩხუბში მძიმედ დაშავებული კაცი კლინიკიდან გაწერეს
მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ორი წლის ბიჭი ისევ საავადმყოფოში რჩება
ასპინძაში ავარიისას დაშავებული კაცი თბილისში გადაიყვანეს
აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობაზე მუშა დაშავდა
ფარეხასთან ავარიის შედეგად დაშავებული მკურნალობას თბილისში გააგრძელებს