FM97.5 / LIVE

რა ღირს დასვენება ბაკურიანში [photo\video]

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 07.02.2019
ბაკურიანს წელს განსაკუთრებით ბევრი ტურისტი სტუმრობს, სად და რა ფასადაა შესაძლებელი გართობა კურორტზე.

რა ღირს დასვენება ბაკურიანში [photovideo]

ბაკურიანის საინფორმაციო ცენტრს, რომელიც ერთადერთია კურორტზე, ყოველდღიურად 200 ტურისტზე მეტი აკითხავს. ცენტრის თანმშრომლი მარიამ შტენინგერი ამბობს, რომ დამსვენებლებს სასრიალო ტრასების და ისტორიული ძეგლების მდებარეობა აინტერესებთ.

„ჩვენ ასევე ვთავაზობთ საბაგიროების რუკებს, ავტობუსებისა და მატარებლების განრიგს, მგზავრობის ფასს და ა.შ. უცხოელ ტურისტებს ძირითადად ბუნება და ტყეში გასეირნება მოსწონთ“, – ამბობს მარიამ შტენინგერი.

რა ღირს დასვენება ბაკურიანში [photovideo]

ბაკურიანში ამბობენ, რომ აქ ჩამოსული უცხოელი ტურისტების უმეტესობა საუდის არაბეთიდანაა. ტურისტები არიან რუსეთიდან და ჩეხეთიდანაც.

„ინტერნეტში მოვიძიე ბაკურიანის შესახებ ინფორმაცია. მარტო ჩამოვედი. ძალიან კარგი სათხილამურო კურორტია. საინფორმაციო სამსახურში დეტალურად განმიმარტეს, სად რისი ნახვა შეიძლება. ვფიქრობ, რომ კარგად დავისვენებ“, – ამბობს ჩეხი ტურისტი იან რამბოუსიკი.

ბაკურიანში ოთხი სასრიალო ტრასაა დიდველი, მიტარბი, ტატრა და კოხტა–გორა. საბაგიროთი ტრასაზე ასვლა ერთი ლარი ჯდება. მწვრთნელის ქირაობა კი რომელიც სრიალს ასწავლის, ერთი საათით 30 ლარი ჯდება.

რა ღირს დასვენება ბაკურიანში [photovideo]

ტრასების მიდებარე ტერიტორიაზე მრავლად შეხვდებით თხილამურების გამქირავებლებს.

„ერთი საათით თხილამურის გაქირავება, თავისი ქუდითა და სათვალით ხუთი ლარია, მთელი დღის განმავლობაში კი 25 ლარი ჯადება, თუმცა გვაქვს ფასდაკლებაც“, – ამბობს დარინა ბერიძე, რომელიც ბაკურიანში თხილამურებს წლებია აქირავებს.

რა ღირს დასვენება ბაკურიანში [photovideo]

სათხილამური ტრასებთან სახელდახელოდ მოწყობილ დახლებზე ადგილობრივებს გასაყიდად გამოტანილი აქვთ გირჩის მურაბა, კომპოტი, ტყლაპები და სხვა ტკბილეული. მურაბის ფასი ხუთი ლარიდან იწყება, კომპოტის ოთხი ლარიდან, ტყლაპები კი ზომების მხიედვით იყიდება და საშუალოდ მათ ფასი 10 ლარია.

რა ღირს დასვენება ბაკურიანში [photovideo]

კურორტზე ფართო არჩევანია მათთვის ვისაც ბურანით, კვადროციკლით, მარხილით და ცხენით სეირნობა უყვართ.

ცხენის გასაქირავებლად, ყოველდღიურად, სოფელ ანდეზიტიდან დადის 65 წლის ტიგრან კაჩიანი: „თებერვლის ბოლომდე აქ ვიქნები. უფრო მეტად ბავშვებს მოსწონთ ცხენით გასერინება, ერთი წრე ხუთი ლარი ღირს, ზოგჯერ სამ ლარადაც ვასეირნებ“.

რა ღირს დასვენება ბაკურიანში [photovideo]

ბავშვებისთვის ერთ–ერთი საინტერესო გასართობი პატარა ხის მარხილში შებმული ჰასკის ჯიშის ძაღლებიცა: ორი მაია, ორი ლაქია, სემი, შოკი და მაქსი პატარებს ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ასეირნებს. „ყინვას კარგად უძლებენ, მინუს 60 გრადუსში ძილიც კი შეუძლიათ. ბაკურიანში მარხილში შებმული ძაღლები მარტო ჩვენ გვყავს“, – ამბობს ძაღლების მეპატრონე.

ბურანისა და კვადროციკლის ერთი საათით ქირაობა 100 ლარია, ტექნიკის მეპატრონე ამბობს, რომ ბურანს ხშირად უცხოელი ტურისტები ქირაობენ: „ტაბაწყურში გადაგვყავს, ჩანჩქერს და მჟავე წყლებს ვათვალიერებინებთ. არაბებსა და რუსებს ძალიან მოსწონთ დათოვლილი ბუნება. იმის გამო, რომ გზა არ აერიოთ, ჩვენ სხვა მანქანით მივყვებით“, – გვიყვება ბორჯომელი გიორგი გელაშვილი და ამატებს, რომ ბაკურიანში თვის ბოლომდე, ანუ სეზონი დასრულებამდე დარჩება და იმუშავებს.

რა ღირს დასვენება ბაკურიანში [photovideo]

მსურველებს ბაკურიანის დათოვლილი ბუნების დათვალიერება დელტა პლანითაც შეუძლიათ. ერთი საათით ფრენა 300 ლარი ღირს.

კურორტზე ყველაზე მოთხოვნადი ყავა და ცხელი შოკოლადია, რომელიც ყველგან იყიდება. ყავის ფასი 1.50 ლარია, ცხელი შოკოლადის 2 ლარი.
სასტუმროების ფასი ერთი ღამით 20–დან 300 ლარამდე მერყეობს.

დამსვენებლები ამბობენ, რომ ერთი კვირით კურორტზე დასვენება, საცხოვრებლითა და კვებით 800–დან 1 000–ლარამდე უჯდებათ.
2018 წელს ბაკურიანს მთელი წლის განმავლობაში 125 000 ტურისტი სტუმრობდა. 28 დეკემბრიდან 17 იანვრის ჩათვლით კურორტს 35 000 ტურისტი ეწვია.



შეგახსენებთ, რომ ზამთრის სეზონს ბაკურიანი არაერთი პრობლემით შეხვდა, არასაკმარისი საპარკინგე ადგილების გამო, ქუჩებში მანქანების კილომეტრიანი რიგები იყო. რიგები იდგა საბაგიროებთანაც.

რა ღირს დასვენება ბაკურიანში [photovideo]

[თინათინ ზაზაძე, ნანა ინასარიძე, ბორჯომი]


15.02.2019 სოფელი, რომელიც სკოლაზე ოცნებობს [Photo/Video]

14.02.2019 განათლების სამინისტრო ძირეული რეფორმისთვის ემზადება – გასვლითი სხდომა ბორჯომში

14.02.2019 სამცხე–ჯავახეთში მანდატურების ცენტრი აშენდება

13.02.2019 სოფელ ბენარაში 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.02.2019 მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს

15.02.2019 სოფელი, რომელიც სკოლაზე ოცნებობს [Photo/Video]

14.02.2019 ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მანქანა და მაღალი ძაბვის ბოძი დაზიანდა

14.02.2019 რამდენი ბავშვი დაიბადა 2018 წელს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ტურისტული სეზონის პრობლემები ბაკურიანში
რა ღირს დასვენება აბასთუმანში
ბაკურიანს საბაგირო გზები და სასრიალო ტრასები დაემატება
რა მოწესრიგდება  ბაკურიანში ზამთრის სეზონისთვის
ბორჯომში წელს ტურისტების დიდ რაოდენობას ელიან
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი: ‘ბაკურიანში  დამსვენებლებს კომფორტი უნდა შევუქმნათ“
რა ჯდება კვება ბაკურიანში [video]