FM97.5 / LIVE

სისტემაში გვაქვს ჩრდილოვანი განათლება, რომელიც კორუფციულ ელემენტებსაც შეიცავს — ბატიაშვილი

მთავარისიახლე, განათლება 07.02.2019
"დღევანდელი ვითარება რაც გვაქვს, ამას ჰქვია აბსოლუტური კორუფცია, რადგან ჩრდილოვან განათლებაში მიედინება ასობით მილიონი ლარი", - ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სისტემაში გვაქვს ჩრდილოვანი განათლება, რომელიც კორუფციულ ელემენტებსაც შეიცავს — ბატიაშვილი

"რაც შეეხება საგამოცდო სისტემას, ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც უნდა განხორციელდეს. ერთ-ერთი მძიმე დარტყმა, რაც ადგება სკოლას, არის ბოლო კლასებში მაქსიმალური ორიენტაციის აღება გამოცდებზე. ფაქტობრივად, ჩვენი და საერთაშორისო კვლევებით და შეფასებით, ბოლო კლასებში დარღვეულია სასწავლო პროცესი, რაც მნიშვნელოვანი ხარვეზია სწავლების. სკოლა უნდა ასრულებდეს სკოლის როლს და ამ კომპონენტში ჩვენი მთავარი ხედვა არის სკოლის როლის გაძლიერება. ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს ამ მიმართულებით, რადგან სკოლაში ბოლო დღემდე ბავშვი უნდა ეუფლებოდეს სასკოლო ცოდნას და არ უნდა იყოს ორიენტირებული გამოცდებზე“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მინისტრის თქმით, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო კვლევებით, სკოლაში სწავლის მიმართულებით პირველიდან მეექვსე კლასამდე მძიმე, თუმცა შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე შემდგომ კლასებში, როცა გამოცდებისთვის იწყებენ მზადებას.

„ის ცვლილებები, რომელიც ამ მიმართულებით არის დაგეგმილი, ორიენტირებულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად დავუბრუნოთ სკოლას თავისი როლი, თუმცა აქ არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტორები, რომელიც არსებობს, რაც შეიძლება ამან გამოიწვიოს და ეს შეეხება იგივე კორუფციას. ჩვენ უნდა გვქონდეს მექანიზმები, რომ სკოლა დავიცვათ. თუმცა არ არსებობს ისეთი შემთხვევა, რომ მხოლოდ კორუფციისგან დაცვით ხელი შევუწყოთ სწავლების ხარისხის ამაღლებას. სკოლას უნდა დავუბრუნოთ სკოლის ფუნქცია, თუმცა ყველა მექანიზმი უნდა გვქონდეს იმისა, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ბავშვები და მშობლები, რომ სკოლაში არ მოხდეს ეს. დღევანდელი ვითარება რაც გვაქვს, ამას ჰქვია აბსოლუტური კორუფცია, რადგან ჩრდილოვან განათლებაში მიედინება ასობით მილიონი ლარი", - ამბობს მინისტრი.

[sknews.ge]


21.04.2019 კათოლიკე ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო]

19.04.2019 წარჩინებული მოსწავლეები მთავრობის სხდომაზე დასწრებას შეძლებენ - პრემიერი

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

17.04.2019 აზავრეთის სკოლის მოსწავლეებმა სწავლა განაახლეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.04.2019 ფონდმა ‘ერთად შევძლებთ’ პირველი საქველმოქმედო აქცია გამართა

21.04.2019 სომეხთა სამოციქულო ეკლესია აღდგომას ზეიმობს

21.04.2019 ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავებს დაიცვან პანკისში მომუშავე ჟურნალისტების უსაფრთხოება

21.04.2019 მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

მეექვსე საჯარო სკოლაში შესაძლოა სასწავლო პროცესი შეჩერდეს
ახალქალაქის მე-5 სკოლას მოსწავლეები არემონტებენ
”არ შეიძლება ყველა სკოლას ერთი და იგივე პროგრამა მოარგო”
ზარზმაში სკოლას რეაბილიტაცია უტარდება
წყალთბილის საჯარო სკოლას სარქის გოგორიანის სახელი მიენიჭება
მეექვსე საჯარო სკოლაში ისევ ცივა
ახალციხის პირველი სკოლა წელს ისევ შეშით თბება