FM97.5 / LIVE

მასწავლებელმა ნინო ბლუაშვილმა N5 სკოლა დატოვა

მთავარისიახლე, განათლება 07.02.2019
ახალციხეში, მეხუთე სკოლის ფსიქოლოგი და კულტურის მასწავლებელი ნინო ბლუაშვილი სამსახურიდან წამოვიდა. საქმე, მეცხრე კლასში, საკონტროლო წერის დროს მომხდარ ინცინდენტს ეხება. ფაქტზე უკვე იმსჯელა სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა.

მასწავლებელმა ნინო ბლუაშვილმა N5 სკოლა დატოვა

შემთხვევა კულტურის გაკვეთილზე, სემესტრის ბოლო საკონტროლო წერის დროს მოხდა. უკანა რიგში, ერთ–ერთმა მოსწავლემ დავალება მის გვერდით მჯდომზე სწრაფად დაწერა. მან, რომელსაც საკონტროლო ჯერ დაწერილი არ ჰქონდა, მეგობრისგან გადაწერა ისურვა. ნაწერის მიწოდების დროს საკონტროლო წერის ფურცელი შუაზე გადაიხა. გაკვეთილის გამოსვლამდე იმდენი დრო აღარ რჩებოდა, რომ მოსწავლეს, რომლის საკონტროლო ნაწერიც დაიხა, თავიდან დაეწერა. მან სხვა ფურცელზე წერა დაიწყო, მაგრამ ზარის დარეკვამდე ვეღარ მოასწრო და ამიტომ მასწავლებელს, ნინო ბლუაშვილს, დახეული საკონტროლო ფურცელი და ნახევრად სხვა ფურცელზე დაწერილი დავალება ერთად მიუტანა.

„მასწავლებელი გაუბრაზდა, არ გეკადრებოდა ასეთი ფურცლის მოტანა, ამაში რა უნდა დაგიწეროო უთხრა. ამას მოჰყვა მერე აჟიოტაჟი, ბლუაშვილს მოსწავლეებთან დაძაბული ურთიერთობა აქვსო და ეს ამბავი დისციპლინურ კომიტეტამდე მივიდა“, – გვიყვებიან მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეები.

მეცხრეკლასელი, რომელსაც საკონტროლო ნაწერი დაეხა „სამხრეთის კარიბჭესთან“ არ საუბრობს. მომხდარის დეტალებზე საუბარი არ სურს ნინო ბლუაშვილსაც: „განცხადება მე თვითონ დავწერე და წამოვედი. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ არ მინდოდა ბავშვები გამოეყენებინათ ჩემს წინააღმდეგ და რაღაც ისტორია შეექმნათ. ბევრი გაუგებრობა იყო რაღაც საკითხებთან დაკავშირებით“.

შეკითხვებზე, ვისთან იყო გაუგებრობა, ან ბავშვების მის წინააღმდეგ გამოყენება ვის სურდა, ბლუაშვილი გვპასუხობს: „სკოლა ცოცხალი ორგანიზმია და ხდება ხოლმე თანამშრომლებთან ურთიერთობის დაძაბვა“.

ვინ მიმართა დისციპლინურ კომიტეტს საკონტროლო წერის დროს მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით, ან ადმინისტრაციაში ვისთან დაეძაბა ურთიერთობა ბლუაშვილს, ამაზე არც დისციპლინური კომიტეტის წევრები და არც სკოლის დირექტორი საუბრობენ.

„მე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, განცხადება დაწერა და წავიდა“, – გვითხრა მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორმა ინგრა ვარდიძემ.

სკოლიდან წერილობით გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, რომ დისციპლინურმა კომიტეტმა ნინო ბლუაშვილის საქმეზე 11 დეკემბერს იმსჯელა და დაადგინა, რომ მასწავლებლის მხრიდან დისციპლინური გადაცდომა არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, ბლუაშვილმა დირექტორს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებით, ამ გადაწყვეტილებიდან ორი კვირის შემდეგ, 27 დეკემბერს მიმართა. ვარდიძემ ბლუაშვილის განცხადება 28 დეკემბერს დააკამყოფილა.

ნინო ბლუაშვილი ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში 2002 წლიდან მუშაობდა.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


15.02.2019 სოფელი, რომელიც სკოლაზე ოცნებობს [Photo/Video]

14.02.2019 განათლების სამინისტრო ძირეული რეფორმისთვის ემზადება – გასვლითი სხდომა ბორჯომში

14.02.2019 სამცხე–ჯავახეთში მანდატურების ცენტრი აშენდება

13.02.2019 სოფელ ბენარაში 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.02.2019 მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს

15.02.2019 სოფელი, რომელიც სკოლაზე ოცნებობს [Photo/Video]

14.02.2019 ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მანქანა და მაღალი ძაბვის ბოძი დაზიანდა

14.02.2019 რამდენი ბავშვი დაიბადა 2018 წელს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ბორჯომის სკოლაში მოსწავლის შეურაცხყოფისთვის მასწავლებელმა სასტიკი საყვედური მიიღო
მოსწავლეზე შესაძლო ძალადობის გამო, N5 სკოლიდან მასწავლებელი გაათავისუფლეს
მეხუთე სკოლის მასწავლებელმა, რომელსაც მოსწავლეების ცემაში ადანაშაულებენ, სკოლის დატოვება გადაწყვიტა
N1 სკოლის პედაგოგმა მედლების საქმეზე გაფრთხილება მიიღო
მეხუთე სკოლის მასწავლებელს, რომელსაც მოსწავლეების ცემაში ადანაშაულებენ, სკოლაში დაბრუნება  სთხოვეს
დირექტორის გათავისუფლებული  პედაგოგი სამეურვეო საბჭომ სკოლაში დატოვა
ახალციხის მეხუთე საბავშვო ბაღის მენეჯერმა სამსახური დატოვა