FM97.5 / LIVE

ტურისტული სეზონის პრობლემები ბაკურიანში

მთავარისიახლე, ეკონომიკა 06.02.2019
დამსვენებლების რიგები საბაგიროებთან, საცობები ქუჩებში და დაკეტილი საპირფარეშოები. ზამთრის სეზონი ისე სრულდება, რომ ბაკურიანში მთავარი პრობლემების მოგვარება ვერ ხერხდება.

ტურისტული სეზონის პრობლემები ბაკურიანში

ბაკურიანში დამსვენებლები ამბობენ, რომ წელს ყველაზე მეტი დისკომფორტი კურორტზე საცობებმა შექმნა. მათი თქმით, არასაკმარისი საპარკინგე ადგილების გამო, მძღოლები მანქანებს ცენტრალურ გზაზე აჩერებენ და საცობები ამიტომ იქმნება.

ბაკურიანში ჩამოსულებისთვის, ასევე, პრობლემაა დაკეტილი საპირფარეშოები და ნაგვით გადავსებული ნაგვის ურნები, რომლებსაც გვერდს ძლივს აუვლით.

ტურისტული სეზონის პრობლემები ბაკურიანში„საახალწლო პერიოდში ძალიან ბევრი დამსვენებელი იყო და ამიტომ დასუფთავების მანქანები ვერ გამომყავდა. იმდენად დიდი მოძრაობა იყო, რომ გრეიდერები გზებს კარგად ვერ წმენდნენ და ორმოები ჩნდებოდა“, – ამბობს წამყვანი სპეციალისტი ბაკურიანის ადმინისტრაციულ ერთეულში ტრისტან მეხრიშვილი და ამატებს, რომ ახლა მსგავსი პრობლემები აღარ აქვთ, რადგან დამსვენებლების ნაკადმა იკლო.

ბაკურიანში ამ ეტაპზე სასრიალო ტრასები დიდველზე, მიტარბზე, ტატრასა და კოხტა–გორაზეა. თუმცა ქარის გამო დიდველის საბაგირო ხშირად ითიშება, რის გამოც დანარჩენ ადგილებზე რიგები დგება.

მთის კუროტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელის სანდრო ონოფრიშვილის თქმით, იმისათვის, რომ კურორტზე ინფრასტრუქტურული პრობლემები მოგვარდეს, ორი წელია საჭირო. დამსვენებლების რაოდენობა ყოველწლიურად სწრაფი ტემპით მატულობს, ინფრასტრუქტურა კი ასე სწრაფად ვერ წესრიგდება. ონოფრიშვილი ამბობს, რომ მომავალი წლიდან რამდენიმე ახალი საბაგიროს გაკეთდება იგეგმება, რაც ახალი სასრიალო ტრასების დამატებას ნიშნავს: „დიდველი ქარიანობის გამო ხშირად იკეტება, ბუნებაა და მსოფლიოს ნებისმიერ კურორტზე ხდება მსგავსი რამ, სხვაობა ის არის, რომ იქ გაცილებით მეტი არის სასრიალო არეალი და ნაკლებად შეიმჩნევა. ახალი საბაგიროების და სასრიალო ტრასების დამატების შემდეგ, ქარის დროს დიდველიც რომ დაიკეტოს, ტურისტები სხვა ტრასებზე გადანაწილდებიან და რიგები აღარ იქნება“.

ტურისტული სეზონის პრობლემები ბაკურიანშიკურორტზე ბოლო პერიოდში ხუთი ახალი საპირფარეშო აშენდა. როგროც ონოფირიშვილი ამბობს, მათ პრობლემები მკაცრი კლიმატრური პირობების გამო შეექმნათ: „ვფიქრობთ საპირფარეშოები შევიძინოთ იმ ევროპელი მწარმობელებისგან, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ მსგავსი სამუშაოების კეთების. რა თქმა უნდა ეს გაცილებით ძვირი ჯდება, მაგრამ ფაქტია, რომ სხვა გზა არ არსებობს. იმიტომ რომ ქართველი შედარებით ნაკლებად გამოცდილი მშენებლების პირობებში ყველა ახალაშენებულ საპირფარეშოს შევატყვეთ, რომ საბოლოო ჯამში პრობლემა შეექმნათ, ზოგან წყალი გაიყინა და ზოგან სხვა მიზეზები იყო“.

ონოფრიშვილი აცხადებს, რომ ბაკურიანში ინფრასტრუქტურის მოწყობაზე და საცობებისგან განტვირთვის გეგმაზე რამდენიმე უწყება ერთდროულად მუშაობს: „გვინდა კურორტზე მუნიციპალურმა ტრანსპორტმა იმოძრაოს, საღამოს კი დისტრიბუციის მანქანებმა იმისთვის იარონ, რომ საკვები ობიექტები და მაღაზიები მოამარაგონ, დამსვენებლებმაც უნდა შეგვიწყონ ხელი და მანქანის ნაცვლად ფეხით იმოძრაონ. მას შემდეგ რაც მუნიციპალური ტრანსპორტი იქნება აქ, ცენტრალურ ქუჩებზე აიკრძალება მანქანების გაჩერება, ასევე უკვე კეთდება შემოვლითი გზა და დიდი პარკინგი“.

ტურისტული სეზონის პრობლემები ბაკურიანში

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბაკურიანში ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზი ქაოტური განაშენიანებაა: „პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, დამტკიცებული გვაქვს განაშენიანების რეგულირების გეგმები როგორც ბაკურიანში, ასევე გუდაურში. ეს დაგვეხმარება, რომ სასტუმროების თუ სხვა კერძო ობიექტების შემდგომი მშენებლობები მხოლოდ გენგეგმის შესაბამისად განხოროციელდება“.

მინისტრის თქმით, მუნიციპალური განვითარების ფონდი აკეთებს ბაკურიანის სატრანსპორტო კვლევას, რაც იმას განსაზღვრავს, თუ რა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი სჭირდება კურორტს: „ბაკურიანთან მიმართებაში კიდევ უფრო აქტიური გეგმები გაქვს, რადგან 2023 წელს აქ იგეგმება ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება. საორგანიზაციო ჯგუფმა, ექსპერტებმა რამდენჯერმე დაათვალიერეს ბაკურიანი. კურორტის განვითარებისთვის სხვადასხვა მიმართულებით უკვე მიმდინარეობს მუშაობა და წელსაც ვიწყებთ რამდენიმე საინტერესო პროექტს, თუმცა როგორც ბაკურიანში, ისე გუდაურში ინფრასტრუქტურის სრულად გამართვას რამდენიმე წელი დასჭირდება“.

ბორჯომის მერიაში აცხადებენ, რომ ბაკურიანში ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 2018 წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. კურორტზე ექვსი ქუჩა და ხუთი ჩიხი მოასფალტდა, რისთვისაც 900 000 ლარი დაიხარჯა. ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით დაიგო ბეტონის რვა კილომეტრიანი გზა ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხიჯვრის მიმართულებით, რისთვისაც 2 300 000 ლარი დაიხარჯა. გაკეთდა ალტერნატიული მისასვლელი ერთ კილომეტრიანი გზა დიდველთან. ასევე, მოეწყო დამატებითი საპარკინგე ადგილები. შეიძინეს ერთი ახალი ნაგავმზიდის მანქანა.

ტურისტული სეზონის პრობლემები ბაკურიანში

„გარდამავალ პროექტებში გვაქვს და წელს გაზაფხულზე დასრულდება ბაკურიანის 3კმ შემოვლითი გზის მშენებლობა. პროექტის განხორციელების შემდეგ ბაკურიანი განიტვირთება არსებული საცობებისგან, ტურისტები და ადგილობრივები კომფორტულად და უსაფრთხოდ შეძლებენ გადაადგილებას. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. ბაკურიანის შესასვლელში მიმდინარეობს ასევე კაპიტალური საპარკინგე ადგილის მოწყობა“, – აცხადებენ ბორჯომის მერიაში.

როგორც თვითმმართელობაში განმარტავენ, გაზაფხულზე დაიწყება მიტარბის სასრიალო ტრასამდე გზის მოწყობა და დიდველზე პარკინგის გაფართოების სამუშაოები, რისთვისაც ხუთ მილიონალმდე ლარი დაიხარჯება. ასევე დაიწყება ბაკურიანის ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომელიც გათლილი იქნება 100 ბავშვზე. მისი ღირებულებაა კი 1, 042 500 ლარი იქნება. გარდა ამისა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ნ. ქუმარიტაშვილის სახელობის ქუჩასაც.

2018 წელს ბაკურიანს მთელი წლის განმავლობაში 125 000 ტურისტი სტუმრობდა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში კი ამბობენ, რომ 28 დეკემბრიდან 17 იანვრის ჩათვლით კურორტს 35 000 ტურისტი ეწვია.

ტურისტული სეზონის პრობლემები ბაკურიანში

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


21.04.2019 კათოლიკე ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო]

19.04.2019 წარჩინებული მოსწავლეები მთავრობის სხდომაზე დასწრებას შეძლებენ - პრემიერი

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

17.04.2019 აზავრეთის სკოლის მოსწავლეებმა სწავლა განაახლეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.04.2019 ფონდმა ‘ერთად შევძლებთ’ პირველი საქველმოქმედო აქცია გამართა

21.04.2019 სომეხთა სამოციქულო ეკლესია აღდგომას ზეიმობს

21.04.2019 ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავებს დაიცვან პანკისში მომუშავე ჟურნალისტების უსაფრთხოება

21.04.2019 მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ბაკურიანს საბაგირო გზები და სასრიალო ტრასები დაემატება
ბაკურიანი სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს
რა მოწესრიგდება  ბაკურიანში ზამთრის სეზონისთვის
ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის იბრძვის
რა ღირს დასვენება ბაკურიანში [photovideo]
'ბაკურიანი ჩვენი 'აქილევსის ქუსლია' – მხარის რწმუნებული კურორტის პრობლემებზე
ბაკურიანში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 6 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება