FM97.5 / LIVE

ექიმმა, რომელმაც 80 წლის ქალის გარდაცვალების ცნობა გასცა, სამსახური დატოვა

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 06.02.2019
ახალციხეში, 80 წლის ქალის გარდაცვალების ცნობის გაცემის გამო, რომელიც შვილმა მარტომ დაასაფლავა, ექიმმა სამსახური დატოვა.

ექიმმა, რომელმაც 80 წლის ქალის გარდაცვალების ცნობა გასცა, სამსახური დატოვა

საქმე 28 იანვარს მომხდარ ფაქტს ეხება. ამ დღეს შუახნის კაცმა, დედა, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ლოგინად იყო ჩავარდნილი, მარტომ დაასაფლავა.

მომხდარს ახალციხის რაიონული სამმართველო იძიებს. გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე დღეში კი ექიმმა, რომელმაც გარდაცვალების ცნობა გასცა, სამსახური დატოვა. მას ამ საკითხზე საუბარი არ სურს, თუმცა გვიდასტურებს, რომ სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წამოვიდა: „ვიდრე გამოძიება არ დასრულდება ვერაფერს ვერ გეტყვით, არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი. თან ადვოკატის გარეშე არავისთან ვსაუბრობ“.

გამოძიების დასრულებამდე კომენტარს არც იმ კლინიკაში აკეთებენ, რომელშიც ექიმი მუშაობდა: „გიდასტურებთ, რომ როდესაც ძიება დაიწყო, მან დაწერა განცხადება და წავიდა. რადგან სამართალდამცველი ორგანოები იძიებენ მომხდარს, ამ საქმეზე შიდა მოკვლევა აღარ არის საჭირო, ისინი დადებენ დასკვნას“.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უბნის ექიმი მოწმის სახით გამოიკითხა: „რაც შეეხება მის პროფესიულ საქმიანობას, ეს დამსაქმებლის და დასაქმებულის შრომითი ურთიერთობაა. ექიმის სამსახურიდან გაშვება-არ გაშვების საკითხი ჩვენ არ გვეხება“.

იურისტები ფიქრობენ, რომ ექიმს სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო: „ამ ექიმის ქმედებას ზიანი არ გამოუწვევია. სულ რომ მოკლული იყოს ეს ქალი, ექიმი ერთმნიშვნელოვნად მაინც ვერ დაადგენს გარდაცვალების მიზეზს. გარდაცვალების მოწმობას ადგილზე მისვლით გასცემდა თუ საავადმყოფოდან ეს არაფერს ცვლის, გამოძიება სულ სხვა კუთხით მიმდინარეობს და მიზეზს დაადგენენ. დავუშვათ, ამ ქალის მკვლელობაც რომ დადგინდეს, ექიმის ქმედებაში პასუხისმგებლობის ნიშნები მაინც არ იკვეთება. ზიანის მომტანი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა მისი ცნობა, თუ ეს ქალი ცოცხალი იქნებოდა და ის კი საბუთს გარდაცვალებაზე დაწერდა“.

იურისტები ვარაუდობენ, რომ ექიმი „პირადი საქმის გაფუჭებას და სამსახურში ხელმძღვანელობასთან დაძაბულობას მოერიდა და სამსახური სწორედ ამიტომ დატოვა“.

ქალის გარდაცვალების საქმეზე ორი ვერსია არსებობს, მეზობლების ნაწილი ამბობს, რომ ქალი ასაკში იყო და ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, შვილმა კი ახლობლებს იმიტომ არ შეატყობინა, რომ ბოლო წლების განმავლობაში მოხუცს მარტო უვლიდა და მის სანახავად არავინ მიდიოდა. ნაწილი კი გვიყვება, რომ შვილმა დედა მოკლა და ჩუმად დაკრძალა. მიზეზი კი ისაა, რომ ბინა, რომელშიც ცხოვრობდნენ გაყიდული ჰქონდა, სასწრაფოდ უნდა დაეცალა და მოხუცს ვერაფერს უხერხებდა.

მკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ მუშები, რომლებიც გარდაცვლილის შვილმა, დედის სასაფლაომდე ასაყვანად დაიხმარა.

„ვიცნობდით გარდაცვლილსაც და მის შვილსაც, პარკში სეირნობდნენ ხოლმე. რამდენიმე დღის წინ ჩვენ დაგვირეკა და გვითხრა დედა გარდამეცვალა და დაკრძალვაში მომეხმარეთო, 28 იანვარს, დაახლოებით, 13:30 სათზე მივედით, მიცვალებული ბინიდან ჩამოვასვენეთ და ეკლესიაში წესის ასაგებად მივიყვანეთ. მერე დავკრძალეთ, მესაფლავეებს საფლავი უკვე მომზადებული ჰქონდათ. ჩვენ ფული გადაგვიხადა იმ კაცმა და წამოვედით“, – გვიყვებიან მუშები.

მომხდარზე ძიება სისხლის სამართის კდოექსის 115–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


07.10.2019 პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

07.10.2019 პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 15 ოქტომბრამდეა შესაძლებელი

05.10.2019 არლის სკოლის მასწავლებლები XX საუკუნეში [ფოტო]

05.10.2019 ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე – ახალგაზრდა პედაგოგი ხიზაბავრიდან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.10.2019 ტურისტული ააიპ–ისთვის ახალი თანამშრომლების შესარჩევად კონკურსანტებთან გასაუბრება დასრულდა

09.10.2019 გიორგი კეკელიძე: ახალქალაქის სოფლებში ბიბლიოთეკები და საკვირაო სკოლები გაიხსნება

09.10.2019 9 ოქტომბერს მესხეთის თეატრში სპექტაკლი 'კაცია ადამიანი?!' გაიმართება

09.10.2019 როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

80 წლის ქალს, რომელიც შვილმა მარტომ დაკრძალა, ეგზგუმაცია ჩაუტარეს
ახალციხეში შვილმა დედა მარტომ დაასაფლავა – ფაქტს შსს იძიებს
80 წლის ქალის საქმეზე ძიება შეწყდა
ექსპერტიზის დასკვნა 80 წლის ქალზე, რომელიც შვილმა მარტომ დაასაფლავა
რა გახდა ახალნამშობიარები ქალის გარდაცვალების მიზეზი – ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
მკვლელობა თუ თვითმკვლელობა – 31 წლის ქალის გარდაცვალების საქმე
10 წლის ბავშვის გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს