FM97.5 / LIVE

ქვეყანაში კრიმინალის დონე გაიზარდა - შსს სტატისტიკას აქვეყნებს

მთავარისიახლე, სამართალი 05.02.2019
2017 წელთან შედარებით, 2018 წელს ქვეყანაში 58 ათასით მეტი დანაშაულია რეგისტრირებული. გაორმაგებულია ქურდობის შემთხვევები, გაზრდილია ყაჩაღობის, ძარცვის, მკვლელობის, გაუპატიურებაის, თაღლითობის ფაქტები.

ქვეყანაში კრიმინალის დონე  გაიზარდა - შსს სტატისტიკას აქვეყნებს

2018 წლის სტატისტიკა ასეთია: 11%-ით არის გაზრდილი განზრახ მკვლელობის ფაქტები. 21%-ით კი იგივე დანაშაული ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში. 127 % მკვლელობის მცდელობაზე მოდის. 150% კი თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტია რეგისტრირებული.

გაზრდილია ოჯახური ძალადობის ფაქტები, რომლის პროცენტულმა მაჩვენებელმა 122.1% შეადგინა. 62%-ით არის მომატებული გაუპატიურების შემთხვევები. 2018 წელს რეგისტრირებულმა თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტებმა 59.72% შეადგინა.

86.54%-ით მოიმატა ქურდობის შემთხვევებმაც.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი დანაშაულის გაზრდილ მაჩვენებელს აღრიცხვიანობის გაუმჯობესებას უკავშირებს: "ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ასეთი მაღალი ციფრები მივიღოთ თუ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ ციფრებზე. რეგისტრაცია არის 2018-ში 2017–თან შედარებით გაუმჯობესებული. 44% ზრდა მოდის ქურდობაზე დანაშაულის საერთო მაჩვენებლიდან, ქურდობასთან მიმართებით ისევე როგორც მუქარასთან მიმართებით, იძულებასთან მიმართებით, ისევე როგორც ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებასთან მიმართებით ზრდა განპირობებულია აღრიცხვიანობის გაუმჯობესებით. თუმცა არის გარკვეული კატეგორია დანაშაულების, რომელიც არის მაგალითად ხულიგნობა, ცივი იარაღის ტარება, გამოძალვა, ქურდული სამყაროს წევრობა, სადაც ციფრებში ზრდა შეინიშნება და ეს არის რეალურად დღეს არა მხოლოდ შსს-ს გამოწვევა, არამედ მთლიანად მართლმსაჯულების გამოწვევა",- ამბობს ნათია მეზვრიშვილი.

[sknews.ge]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.01.2020 მგფ: აბასთუმანში 18-დან 17 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია დასრულდა

22.01.2020 წულუკიანის მიერ ციხის კადრების გასაჯაროების გამო, ომბუდსმენმა სახელმწიფო ინსპექტორს მიმართა

22.01.2020 ბორჯომში მცხოვრებ დევნილ ოჯახს სახლს გადასცემენ

22.01.2020 ‘ქოჩარი’ - უძველესი ცეკვა ყველასთვის [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ვარკეთილში განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის ბრალდებული ახალციხეში დააკავეს
შსს–მ სამცხე–ჯავახთში ოჯახში ძალადობის ბრალდებით  სამი პირი დააკავა
შსს: 2013 წელს სამცხე-ჯავახეთში დანაშაულმა 24,6%-ით მოიმატა
შსს: სამცხე-ჯავახეთში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა მოიმატა
ოჯახში ძალადობის 139 ფაქტი  - 2018 წლის სამცხე–ჯავახეთის სტატისტიკა
შსს: 2018 წელს ქალთა მკვლელობების მაჩვენებელი 58%-ით შემცირდა
ბაკურიანში 29 წლის კაცი მოკლეს – მკვლელობის ბრალდებით მისი ძმა დააკავეს