FM97.5 / LIVE

ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად სამცხე–ჯავახეთიდან 10 სკოლა იბრძვის

მთავარისიახლე, განათლება 05.02.2019
ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში ადიგენის ხუთი, ახალციხის ორი და ბორჯომის სამი საჯარო სკოლა მონაწილეობს, ათივე მათგანმა პირველი ტური წარმატებით გადალახა.

ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად სამცხე–ჯავახეთიდან 10 სკოლა იბრძვის

ნახევარფინალურ ტურში ის სკოლები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებმაც 2 000 და მეტი ქულა დააგროვეს.

კონკურსის სლოგანია „აღმოაჩინე საქართველო“ – რაც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის ტყეების რეკრეაციული ღირებულების გამოყენებას და არსებული ეკოტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციას. კონკურსში მონაწილეობა სკოლებს ახალი ტურისტული მარშრუტების აღმოჩენისა და სათემო სერვისების განვითარებაში აქტიურად ჩართვის საშუალებასაც მისცემს.

წლევანდელ კონკურსზე მთელი საქართველოდან, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთიდან, დარეგისტრირდა 500-ზე მეტი, როგორც საჯარო, ასევე კერძო, სკოლა. მოსწავლეები ფინალის საგზურების მოსაპოვებლად იბრძვიან.

კონკურსის ფინალი ტრადიციულად 21 მარტს, ტყის საერთაშორისო დღეს გაიმართება.

სამცხე–ჯავახეთის სკოლების ჩამონათვალი, რომლებიც კონკურსში მონაწილეობენ:


ადიგენი

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არლის საჯარო სკოლა–,,მწვანე გზა''/ The Green Way'' –27.200 ქულა;

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელოვანის საჯაროსკოლა – „თრიალა“– 19. 350 ქულა;

დაბა ადიგენის საჯარო სკოლა – 12.000 ქულა;

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდის N2 საჯაროსკოლა – „მწვანე სიცოცხლე“ – 11.950 ქულა;

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯაროსკოლა – „greenviwers Society“ – 2.450 ქულა;

ახალციხე

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლანის საჯაროსკოლა – "ფლორა"– 7.800 ქულა;

ქალაქ ახალციხის 1 საჯარო სკოლა – „ოაზისი“ – 2.100 ქულა;

ბორჯომი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის საჯაროსკოლა – „ოჩოპინტრე“ – 6.650 ქულა;

ბორჯომის მუნიციპალიტეტი სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლა – „ბუნების ქომაგები“ – 5.900 ქულა;

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევის საჯარო სკოლა – „ბერმუხა“ – 2.800 –ქულა;

შეგახსენებთ, რომ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2015 წლიდან ტარდება ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.

[sknews.ge]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ლელოვნის სკოლა  – ლიდერი ნიკო კეცხოველის პრემიის გზაზე
ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად, სამცხე–ჯავახეთიდან ფინალურ ტურში, ორი სკოლა გადავიდა
ნიკო კეცხოველის კონკურსის ფინალურ ტურში ადიგენის ორი სკოლა გადავიდა
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2018 დაიწყო
აბასთუმნის საჯარო სკოლის გუნდი ნიკო კეცხოველის პრემიისთვის იბრძვის
ვინ გაიმარჯვა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსში
მედალოსანი მოსწავლეები სამცხე–ჯავახეთიდან