FM97.5 / LIVE

ძაღლების თავშესაფრის პროექტს ავტორი უკან აღარ გაითხოვს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 04.02.2019
ძაღლების თავშესაფრის პროექტის ავტორი ლაშა გეგეჭკორი დღეს, ოთხ თებერვალს, სამხარეო ადმინისტრაციში, სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულსა და ახალციხის მერს შეხვდა. შეხვედრა მხარეების შეთანხმებით დასრულდა.

ძაღლების თავშესაფრის პროექტს ავტორი უკან აღარ გაითხოვს

სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულს ბესიკ ამირანაშვილს, ახალციხის მერს ზაზა მელიქიძესა და ძაღლების თავშესაფრის პროექტის ერთ–ერთ ავტორს ლაშა გეგეჭკორს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„მცირე ტექნიკური უზუსტობა იყო, რაზეც მკაფიო პასუხი მივიღე სახელმწიფო რწმუნებულისგან, ასევე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერისგან და კმაყოფილი მივდივარ. დღევანდელმა შეხვედრამ სასიკეთო შედეგი გამოიღო. საავტორო უფლებები მთლიანად ხელუხლებელია. თავშესაფრის კონცეფცია, რომელიც თავიდან წარმოვადგინეთ არ ირღვევა. ინარჩუნებს მთლიანობას და თავის შინაარს, ამიტომ პროექტს უკან აღარ გავითხოვ“, – გვითხრა შეხვედრის დასრულების შემდეგ გეგეჭკორმა.

მისი თქმით, პროექტი ისე განხორციელდება, როგორც მუნიციპალური განვითარების ფონიდ მიერ გამოცხადებულ ტენდერშია გათვალიწინებული.

სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულის მოადგილის შალვა ბერძენიშვილის განმარტებით, პროექტის ავტორთან შეთანხმდნენ, რომ თანხის დაზოგვის მიზნით, თავშესაფრის ასაშენებლად იმ შენობებს გამოიყენებენ, რომელიც უკვე არსებობს: „როცა სამუშაოები დაიწყება, კონცეფციის ავტორი ლაშა გეგეჭკორი გაუწევს მას გარკვეულ ზედამხედველობას. იდეა სრულად იქნება დაცული“.

შეგახსენებთ, რომ მიუსაფარ ცხოველთა თავშესფარი ახალციხეში, სოფელ ფარეხაში უნდა აშენდეს. „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელმა ლაშა გეგეჭკორმა რეგიონს თავშესაფრის პროექტი უფასოდ გადასცა, თუმცა ტენდერის გამოცხადების შემდეგ, მასში შეტანილმა ცვლილებებმა გეგეჭკორის უკმაყოფილება გამოიწვია. იგი აცხადებდა, რომ თავშესაფარში ვოლიერების გაზრდა თვითმმართველობას შესაძლოა ცხოველების მუდმივად გამოკეტვისთვის გამოიყენებინა. აიტომ მან მხარსი რწმუნებულს ღია წერილით მიმართა და პროექტის უკან გაწვევა სთხოვა. დღევანდელი შეხვედრა, სწორედ ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ დაიგეგმა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

09.12.2019 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინის ჩემპიონია

09.12.2019 ახალქალაქის 22 სოფელს ბუნებრივი აირი არ აქვს

09.12.2019 ახალციხის 29 ქუჩას ორი დღე სასმელი წყალი არ ექნება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი ძაღლების თავშესაფრის პროექტის ავტორს შეხვდება
ძაღლების თავშესაფრის პროექტის საკითხი პირველ თებერვალს გადაწყდება
ახალციხის მერიამ ცხოველთა თავშესაფრის პროექტი ავტორის გარეშე შეცვალა
ღია წერილი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს – თავშესაფრის ნაჩუქარ პროექტს ავტორი უკან იწვევს
‘ცხოველების მუდმივად გამოკეტვა დაუშვებელია’ – რატომ გახდა სადავო თავშესაფრის პროექტი
სამცხე–ჯავახეთს ცხოველთა თავშესაფრის პროექტი საჩუქრად გადასცეს
რატომ ფერხდება ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა - პროექტის ავტორი