FM97.5 / LIVE

ახალქალაქის ბაზრის დირექტორი სასამართლო დარბაზში ხმაურის ფონზე დააკავეს [Video]

მთავარისიახლე, სამართალი 04.02.2019
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ახალქალაქის ბაზრის დირექტორი და ამავე ბაზრის კონტროლიორი დამნაშავედ სცნო და ოთხ–ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. დარბაზში გადაწყვეტილების გამოცხადებას ხმაური მოჰყვა.

ახალქალაქის ბაზრის დირექტორი სასამართლო დარბაზში ხმაურის ფონზე დააკავეს [Video]

ახალქალაქის ბაზრის საქმეზე განაჩენი მოსამართლე გიორგი ლონდარიძემ დღეს, ოთხ თებერვალს გამოაცხადა. მან ახალქლაქის ბაზრის დირექტორს არარატ საჰარიანსა და კონტროლიორს მერუჟან ოგანესიანს ჯგუფურად კომერციული მოსყიდვისთვის გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.

ბაზრის დირექტორი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. მანამდე იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 10 000 ლარიანი გირაოთი გათავისუფლებული იყო. რაც შეეხება კონტროლიორს, ის პატიმრობაში იმყოფებოდა.

მას შემდეგ რაც მხარეებისთვის გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, მერუჟან ოგანესიანმა სკამზე ხელების ბრახუნი დაიწყო, ამას დარბაზში ხმაური მოჰყვა. არარატ საჰარიანის ძმამ პატიმრებთან მიახლოებას ცდილობდა და ყვიროდა. პატიმრები ბადრაგმა, დამსწრეები კი მანდატურის თანამშრომლებმა დარბაზიდან გაიყვანეს.



შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შპს „ახალქალაქის აგრარული ბაზრის“ დირექტორი 21 მაისს დააკავა. საქმის მასალების მიხედვით, საჰარიანი უფროს კონტროლიორთან ერთად მოქმედებდა. პროკურატურის მტკიცებით ბაზრის დირექტორმა მოიჯარე პირს 1000 ლარი გამოართვა, ამავე ბრალდებით ოგანესიანიც დააკავეს. ორივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 221–ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით ედებოდათ, რაც ჯგუფურად კომერციულ მოსყიდვას გულისხმობს.

ახალქალაქის ბაზრის დირექტორი სასამართლო დარბაზში ხმაურის ფონზე დააკავეს [Video]

ახალქალაქის ბაზრის დირექტორი სასამართლო დარბაზში ხმაურის ფონზე დააკავეს [Video]

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის ბაზრის დირექტორი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
ახალქალაქის ბაზრის დირექტორი და კონტროლიორი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
ახალქალაქის ბაზრის უფროსი დააკავეს
ახალქალაქის ბაზრის უფროსს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ახალქალაქის ბაზრის კონტროლიორი დააკავეს
პროკურორი: ‘ახალქალაქის ბაზრის კონტროლიორი დირექტორთან ერთად მოქმედებდა’
ახალქალაქში ბაზრის დირექტორისა და კონტროლიორის გათავისუფლებას ითხოვენ [Video]