FM97.5 / LIVE

შსს–მ ახალდაბასა და ბაკურიანში ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

მთავარისიახლე, სამართალი 03.02.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი ახალდაბასა და ბაკურიანში ჩადენილი ავტომობილის და აგარაკის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს.

შსს–მ ახალდაბასა და ბაკურიანში ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შსს–ს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 1994 წელს დაბადებულმა გ.ჩ.-მ ახალდაბაში, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ ავტოფარეხში მდგარი ავტომობილი გაქურდა. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა, გ.ჩ.-ს პირადი ჩხრეკისას, ავტომანქანის მოპარული ნაწილები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ახალდაბაში ჩადენილ ქურდობამდე, ბრალდებულმა დაბა ბაკურიანში ერთ-ერთი მოქალაქის სააგარაკე სახლში უკანონოდ შეაღწია და სხვადასხვა ნივთი მოიპარა. პოლიციამ ნაქურდალ ნივთებს ხაშურში მიაკვლია და ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულებს აღიარებს.

გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით და სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

[sknews.ge]


17.02.2019 ახალციხეში 'ევერესტის' მონაწილეები დააჯილდოეს

16.02.2019 საქართველოს სკოლებში ჩინური ენის შესწავლა შესაძლებელი იქნება

15.02.2019 ახალციხეში, სკოლის მოსწავლეებს შორის შაშსა და ჭადრაკში ტურნირი მიმდინარეობს

15.02.2019 სოფელი, რომელიც სკოლაზე ოცნებობს [Photo/Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.02.2019 ნალექი და ქარი 19 თებერვლამდე შენარჩუნდება

17.02.2019 ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

16.02.2019 საბედო სიზმრიდან – სურბ სარქისის სახალხო და რელიგიური დღესასწაული [Photo/Video]

16.02.2019 რაგბის მატჩი 'ტაოსა' და 'კოლხ რაინდებს' შორის არ შედგა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
შსს–მ წაღვერში აგარაკის გაქურდვაში ბრალდებული დააკავა
შსს–მ ბორჯომში ორი ბინის გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შსს-მ სამცხე–ჯავახეთში ქურდობის ბრალდებით 6 პირი დააკავა
ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბაკურიანში ერთი პირი დააკავეს
შსს–მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა