FM97.5 / LIVE

ევროკავშირის ელჩი: ‘დეცენტრალიზაცია რეგიონებს პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება’

მთავარისიახლე, პოლიტიკა 01.02.2019
დღეს, პირველ თებერვალს, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, ბორჯომში, სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

ევროკავშირის ელჩი: ‘დეცენტრალიზაცია რეგიონებს პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება’

შეხვედრა დახურული იყო და მას 15 არასამთავრობო ორგანიზაციის, ასევე, რეგიონული მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ელჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება ქვეყანაში მიმდინარე დეცენტრალიზაციის რეფორმაზე გაამახვილა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მომეცა ადგილზე გავცნობოდი რეგიონულ პრობლემებსა და გამოწვევებს. პრობლემები ყველგან არის, მაგრამ ზოგი მათგანი განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩვენ ვცდილობთ, ამ პრობლემებს ვუპასუხოთ როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონალურ დონეზე. ევროკავშირი თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან და ვფიქრობ, მეტი ძალისხმევა უნდა მივმართოთ იმისკენ, რომ რეგიონულ დონეზე იყოს შესაძლებელი პრობლემების გადაწყვეტა. მთავრობის მიერ აღებული კურსი დეცენტრალიზაციაზე, ძალიან გამოსადეგი იქნება რეგიონული პრობლემების მოგვარებაში. საქართველო კარგ რეფორმას ახორციელებს ამ მიმართულებით და მნიშვნელოვანია, რომ მეტი ძალისხმევა მივმართოთ რეგიონებისკენ. ყველა რეფორმა, რომელიც ქვეყანას განვითარების საშუალებას მისცემს, უნდა გასცდეს დიდ ქალაქებს და რეგიონულ დონეზეც იმუშაოს“, – ამბობს კარლ ჰარცელი.

[sknews.ge]


21.04.2019 კათოლიკე ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო]

19.04.2019 წარჩინებული მოსწავლეები მთავრობის სხდომაზე დასწრებას შეძლებენ - პრემიერი

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

17.04.2019 აზავრეთის სკოლის მოსწავლეებმა სწავლა განაახლეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.04.2019 ფონდმა ‘ერთად შევძლებთ’ პირველი საქველმოქმედო აქცია გამართა

21.04.2019 სომეხთა სამოციქულო ეკლესია აღდგომას ზეიმობს

21.04.2019 ქარტია მოუწოდებს სამართალდამცავებს დაიცვან პანკისში მომუშავე ჟურნალისტების უსაფრთხოება

21.04.2019 მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ევროკავშირის ელჩი სამცხე–ჯავახეთს ესტუმრება
ახალციხეში რეგიონის პრობლემებზე იმსჯელეს
ბრიტანეთის ელჩი არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობით დაინტერესდა
სტიქიის შედეგების სწრაფ ლიკვიდაციაში რეგიონებს სამინისტრო დაეხმარება
‘მესხეთმა ‘ რეგიონულ ლიგაში თამაში დაიწყო
უვიზო მიმოსვლის შესახებ ახალციხეში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
რეგიონის პრობლემების მოგვარებაში ახალგაზრდები ერთვებიან