FM97.5 / LIVE

20 ოპოზიციური პარტია პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 01.02.2019
პოლიტიკური პარტიები ითხოვენ, რომ არჩევნები 2020 წელსვე არა შერეული, არამედ პროპორციული სისტემით ჩატარდეს.

20 ოპოზიციური პარტია პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს

20-მა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ პარლამენტის თავმჯდომარეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შესაგროვებლად ბლანკების გადაცემა სთხოვა.

"ახალი მემარჯვენეების" ლიდერი მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ თუ რაღაც არის კარგი 2020 წლის შემდეგ, ის კარგი შეიძლება გადმოვიტანოთ 2020 წელს, რაც იმას ნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებას” და მომდევნო ხელისუფლებებს არ ექნებათ მანდატების მოპარვის საშუალება.

"დასრულდა საპრეზიდენტო არჩევნები და ჰორიზონტზე გამოჩნდა საპარლამენტო არჩევნები 2020, გამოჩნდა მახინჯი საარჩევნო კანონმდებლობით და მახინჯი საარჩევნო სისტემით. ამიტომ დღეს პარლამენტში საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომელიც 24 მოქალაქეს ითვლის, მაგრამ მათ უკან 20 ორგანიზაციაა, შევიტანთ პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას, რაც გულისხმობს 2020 წლისთვის საპარლამენტო არჩევნების დროს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და არჩევნების ჩატარებას პროპორციული წესით, ისე, როგორც უნდა ჩატარდეს 2020 წლის შემდეგ. თუ რაღაც არის კარგი 2020 წლის შემდეგ, ის კარგი შეიძლება გადმოვიტანოთ 2020 წელს, რაც იმას ნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებას” და მომდევნო ხელისუფლებებს არ ექნებათ მანდატების მოპარვის საშუალება", – ამბობს კაციტაძე.

მისი თქმით, "დღევანდელი სისტემა ხელისუფლებას აპარინებს მანდატებს, დაახლოებით, 25-30 პროცენტის ოდენობით. ყველა პრობლემის სათავე იწყება უკონტროლო ხელისუფლებებიდან ეს იქნება სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ა.შ. ამიტომ ეს არის საკითხთა საკითხი. რადგან „ქართულმა ოცნებამ“ არ შეისმინა პირველ ჯერზე 200 ათასი ამომრჩევლის ხმა, არ შეისმინა პოლიტიკური სპექტრის ხმა, ახლა უკვე ამჯერად ჩვენი კამპანია ასეთ სახელწოდებას იძენს – მილიონი ხელმოწერა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად და 73-ვე მუნიციპალიტეტიდან გავაგონებთ ხმას ჩვენი ამომრჩევლებისას „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს პარლამენტს. გვაინტერესებს, როგორი იქნება მათი პასუხი".


[sknews.ge]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.05.2020 3 000 ლარიანი ჯარიმების ჩამოწერა დამღუპველი იქნება - მდინარაძე

27.05.2020 29 მაისიდან მუნიციპალური, 8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი აღდგება

27.05.2020 8 ივნისიდან სასტუმროები მუშაობას განაახლებენ

27.05.2020 პირველი ივნისიდან მაღაზიები და რესტორნები იხსნება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხს განიხილავენ
პროპორციული სისტემის 2020 წლიდან ამოქმედებას მოსახლეობის 45% ემხრობა – TI
ახალციხეში საარჩევნო სისტემის ცვლილების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს
ბიძინა ივანიშვილი - 2020 წელს არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება
NDI: ხვალ რომ არჩევნები იყოს – გამოკითხულთა 20% ხმას ‘ოცნებას’ მისცემდა
ISFED: პარლამენტის წევრებმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი უნდა დაუჭირონ
ოპოზიციამ პარლამენტში საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე ახალი კანონპროექტი დაარეგისტრირა