FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიაში 17 კონკურსანტის შესარჩევად გასაუბრება მიმდინარეობს

მთავარისიახლე, პოლიტიკა 31.01.2019
ახალციხის მერიაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი, გასაუბრება მიმდინარეობს. ხუთკაციან კომისიასთან გასაუბრებას სულ 46 კონკურსანტი გაივლის.

ახალციხის მერიაში 17 კონკურსანტის  შესარჩევად გასაუბრება მიმდინარეობს

მერიაში გასაუბრება ორ დღეს გაგრძელდება. კომისიის წევრებმა კონკურსანტები 17 პოზიციაზე უნდა შეარჩიონ.

„ჩვენი შეკითხვები კონკურსანტების სამართლებრივ მზაობას ეხება, დანარჩენი კი ინდივიდუალურად, აპლიკანტის მზაობას თანამდებობისთვის, რაც ინდივიდუალურია, რადგან ყველა პოზიციას თავის საკვალიფიკაციო მოთხოვნები აქვს,“ – გვითხრა საკონკურსო კომისიის თავმჯდომარემ ილია ზარდიაშვილმა.

გასაუბრება უკვე გაიარა ია კოპაძემ: „კლდის ადმინისტრაციული ერთეულის ასისტენტობაზე მაქვს განაცხადი შემოტანილი, მკითხეს ვიცნობდი თუ არა სოფლის მდგომარეობას, ვიცოდი თუ არა მოსახლეობის შესახებ. ვფიქრობ თავი კარგად გავართვი“.

მერიაში ვაკანტური პოზიციებია:

1. ურაველის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ასისტენტი;

2. კლდის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის ასისტენტი;

3. უფროსი სპეციალისტი წვევამდელთა აღრიცხვის მომზადებისა და გაწვევის საკითხებში;

4. საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი;

5. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი პროექტების მართვის განყოფილებაში;

6. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში;

7. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მშენებლობისა და რეაბილიტაციის მართვის საკითხებში;

8. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, სივრცითი მოწყობისა და კეთილმოწყობის ზედამხედველობის განყოფილებაში;

9. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი იურიდიულ საკითხებში;

10. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური ხელმძღვანელი;

11. მერის წარმომადგენელი ქალაქ ახალციხის ადმინისტრაციულ ერთეულში;

12. საორგანიზაციო განყოფილების ხელმძღვანელი;

13. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი;

14. მეორადი სტრუქტურული ერთეულის მშენებლობისა და რეაბილიტაციის ზედამხედველობის განყოფილების ხელმძღვანელი;

15. ზედამხედველობის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

16. სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი;

17. მეორადი სტრუქტურული ერთეულის კულტურისა და განათლების განყოფილების ხელმძღვანელი;

ახალციხის მერიაში საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსზე ყველაზე მეტი განცხადება საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის პოზიციაზე, ასევე, საორგანიზაციო განყოფილების ხელმძღვანელისა პოზიციაზე შევიდა.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

03.07.2020 რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა – გამოცდების ჩატარების წესები დაზუსტდა

02.07.2020 აბიტურიენტები PCR-ტესტირების ჩატარებას სამცხე–ჯავახეთის 3 კლინიკაში შეძლებენ

02.07.2020 როგორ უნდა აიმაღლოს პრაქტიკოსმა მასწავლებელმა სტატუსი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.07.2020 შაბათ–კვირას სამცხე–ჯავახეთში იწვიმებს

03.07.2020 ეროვნულ გამოცდებზე ბორჯომიდან ახალციხემდე აბიტურიენტები უფასოდ იმგზავრებენ

03.07.2020 ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება

03.07.2020 სამცხე-ჯავახეთის მუზეუმმა 11 დღეში 230 ვიზიტორი მიიღო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიაში 17 პოზიციის დაკავება 80 კონკურსანტს სურს
ახალციხის მერიაში 10 პოზიციაზე 199 განცხადება შევიდა
ახალციხის მერია 13 პოზიციაზე კონკურსს აცხადებს
ახალციხის მერიამ 63 თანამშრომლის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა
ბორჯომის მერიამ 11 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა
ახალციხის თვითმმართველობაში 11 პოზიცია ვაკანტურია
ახალციხის გამგეობა 25 პოზიციაზე კონკურსს აცხადებს