FM97.5 / LIVE

თბილისში, სავარაუდოდ, გაზის ნამწვით გარდაცვლილ 7 კაცს შორის, ერთ–ერთი ასპინძიდანაა

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 31.01.2019
დღეს, 31 იანვარს თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე, გაზის ინტოქსიკაციის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის ერთ–ერთი ასპინძის მკვიდრია. იგი თბილისში მშენებლობაზე მუშაობდა.

თბილისში, სავარაუდოდ,  გაზის ნამწვით გარდაცვლილ 7 კაცს შორის, ერთ–ერთი ასპინძიდანაა

გარდაცვლილი დაბა ასპინძის მკვიდრია. იგი ბოლო პერიოდში თბილისში, ერთ–ერთი ობიექტის მშენებლობაზე იყო დასაქმებული. მას მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

"გარდაცვლილებს შორის ასპინძელი ბიჭის ნათესავებიც არიან, თუმცა, ისინი ასპინძაში არ ცხოვრობდნენ", – ამბობენ ასპინძაში მცხოვრებლები.

ყაზტრანსგაზ თბილისის ინფორმაციით, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მდებარე სახლის მობინადრეები, სადაც, გაზით ინტოქსიკაციის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, 2018 წლის მარტში გააფრთხილეს. კომპანიაში განმარტავენ, რომ მაშინ ამ დანადგარის ჩახსნა მოხდა, შემდეგ კი მობინადრეებმა თვითნებურად მიაერთეს ის.

გაზის მიმწოდებელი კომპანიის ცნობით, შემოწმება მხოლოდ გეგმურად ხდება. ამასთან, მოქალაქეები კომპანიის წარმომადგენლებს ხშირად კარს არ უღებენ. “ჩვენ მივეცით რეკომენდაცია, თუმცა მათ ეს არ გაითვალისწინეს”.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით იძიებს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


21.04.2019 კათოლიკე ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო]

19.04.2019 წარჩინებული მოსწავლეები მთავრობის სხდომაზე დასწრებას შეძლებენ - პრემიერი

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

17.04.2019 აზავრეთის სკოლის მოსწავლეებმა სწავლა განაახლეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.04.2019 მართლმადიდებელი ეკლესია ბზობას აღნიშნავს

21.04.2019 26 აპრილამდე საქართველოში უმეტესად ნალექიანი ამინდი იქნება

20.04.2019 საქმე, რომლის ფასიც ‘ღმერთმა იცის’ [ფოტო/ვიდეო]

20.04.2019 ასპინძაში 'ასპინძის ბრძოლის' დღე აღნიშნეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ახალციხეში გაზით  დედა–შვილი მოიწამლა
ბინის მესაკუთრე, სადაც 7 ადამიანი გარდაიცვალა, შსს-ში ცუდად გახდა
ახალქალაქში გაზით ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი მოწამლულია
‘აბასთუმანში გარდაცვლილი 14 წლის ბიჭი ‘უაზზე’ საჭესთან იჯდა’ – შსს
ერთი გარდაცვლილი , 10 დაშავებული – ახალციხე–რუსთავის ავტობუსი ტრაილერს შეეჯახა
ნინოწმინდაში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედაგად, სამი ადამიანი დაშავდა
ვალეში ავარიის შედეგად ოთხი წლის ბავშვი გარდაიცვალა