FM97.5 / LIVE

შესყიდვის რა ფორმას ირჩევენ მუნიციპალიტეტები ‘სოფლის პროგრამების’ განსახორციელებლად

მთავარისიახლე, ეკონომიკა 30.01.2019
სამცხე–ჯავახეთის 50–ზე მეტ სოფელში „სოფლის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები უკვე შეირჩა. ახლა თვითმმართველობებმა უნდა გადაწყვიტონ, მათ შესასრულებლად ტენდერებს გამოაცხადებენ, თუ პირდაპირი შესყიდვის წესით გასცემენ თანხას.

შესყიდვის რა ფორმას ირჩევენ მუნიციპალიტეტები ‘სოფლის პროგრამების’ განსახორციელებლად

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტში 32 დასხლებული პუნქტისთვის 428 000 ლარი გამოიყო. ამ თანხის 100%–ს, სოფლებში განსახორციელებელი პროექტების ღირებულებას, თვითმმართველობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაამატებს. მერიაში აცხადებენ, რომ პროექტების ნაწილის შესასრულებლად ტენდერებს გამოაცხადებენ, ნაწილზე კი კერძო პირებთან ხელშეკრულებებს გააფორმებენ.

ასპინძის სოფლებისთვის გამოყოფილ 152 000 ლარს, თვითმმართველობა 150 000–ს უმატებს. აქ ჯერ სოფლის საერთო კრებები არ გამართულა. მერიაში ამბობენ, რომ პროექტების შესყიდვის ფორმას, მას შემდეგ განსაზღვრავენ, რაც დასახლებებში პრიორიტეტებს შეარჩევენ: „გააჩნია რა მოსაზრებები ექნებათ სოფლებში ადგილობრივებს, თანხებიდან გამომდინარე შეიძლება იყოს თანხმობა და მზაობა იმაზე, რომ დავდოთ ტენდერზე და ეს უფრო გამჭვირვალე და კარგი იქნება, მაგრამ ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ პატარა, მაგალითად, 5000 ლარიანი პროექტების ტენდერზე დადება დიდ სარგებელს ვერ მოიტანს“, – ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 606 000 ლარი დაიხარჯება. ამ თანხის ნახევარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. როგორც ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე ამბობს, ის თუ რა ფორმით შეისყიდიან პროექტებს, ეს დამოკიდებული მათ საერთო მოცულობაზე იქნება.

ანალოგიურია რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების პირველი პირების პოზიციაც.

ექსპერტი თვითმმართველობების საკითხებში ირაკლი მელაშვილი თვითმმართველობების წარმომადგენლებს ურჩევს, რომ მცირე პროექტების განხორციელებაში ადგილობრივები ჩართონ: „თუ დიდ პროექტებს გააერთიანებენ, ბუნებრივია, ტენდერი უნდა გამოაცხადონ, მაგრამ მცირე პროექტებზე სოფლებში, უმჯობესია, ადგილობრივი მოსახლეობა დაასაქმონ და თანხა პირდაპირი შესყიდვით მისცენ. სოფლებში არიან ადამიანები, რომლებმაც იციან ის მცირე რაღაცები როგორ გააკეთონ და ეს პროგრამა მათი დროებითი დასაქმების საშუალება იქნება“.

პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა დასახლებებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით განაწილდება: 200 კაცამდე - 5 000 ლარი, 400 კაცამდე - 6 000 ლარი, 1 000 კაცამდე - 8 000 ლარი, 1 000 კაცზე მეტი - 10 000 ლარი.

რეგიონული განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის, დაახლოებით 20 მილიონი ლარის დამატება იგეგმება. როგორც სამინისტროსში აცხადებენ, ამ დროისთვის მიმდინარეობს დადგენილების პროექტზე მუშაობა და ის მთავრობას დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში წარედგინება.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

'სოფლის მხარდაჭერის პროგრამა' განახლდა
ახალციხის მუნიციპალიტეტში 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' მეორე ეტაპი იწყება [R]
ადიგენში ‘სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’ მეორე ეტაპი იწყება[R]
სამცხე–ჯავახეთში ‘სოფლის მხადრაჭერის პროგრამის’ ფარგლებში 3 მლნ. ლარი დაიხარჯება
'სოფლის პროგრამის' ბიუჯეტი, სავარაუდოდ, 20 მილიონით გაიზრდება
ადიგენს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში  562 524 ლარი ერგო
ასპინძაში 'სოფლის პროგრამით' გათვალისწინებული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს