FM97.5 / LIVE

ახალციხეში გაზეთ ‘ლიტერატურული მესხეთის’ საიუბილეო საღამო გაიმართა

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.01.2019
ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, დღეს, 30 იანვარს, ლიტერატურული გაზეთის 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოეწყო. ასევე, მესხურ თემატიკაზე შექმნილი პოეზიის კრებულის, „მესხეთი ქართულ პოეზიაში“ პრეზენტაცია გაიმართა.

ახალციხეში გაზეთ ‘ლიტერატურული მესხეთის’ საიუბილეო საღამო გაიმართა

„ლიტერატურული მესხეთის“ პირველი ნომერი 1999 წლის იანვარში გამოვიდა. მაშინ გაზეთი 2 500–იანი ტირაჟით დაიბეჭდა. როგორც დამფუძნებელი ავთანდილ ბერიძე ამბობს, მკითხველის გაზეთით დაინტერესება გაუჭირდათ და 2 500 ეგზემპლარიდან, მხოლოდ შვიდი ნომრის გაყიდვა შეძლეს: „წლების განმავლობაში გაზეთი დაიხვეწა და მკითხველისთვის მისაღები გახდა, დღეს ისევ 2 500 ეგზემპლარს ვავრცელებთ, ხელმომწერები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გვყავს“.

ბერიძის თქმით, მხატვრული ლიტერატურის გარდა გაზეთში თითქმის ყველა რელიგიის შესახებ სამეცნიერო სახის მასალებიც იწერება: „თითქმის ყველა ლიტერატურული ჟანრის ნაწარმოებს ვბეჭდავთ, განსაკუთრებული ადგილი კი ფოლკლორს და ისტორიულ თემატიკას უკავია. არის საპოლემიკო საკითხებიც. გაზეთი საზოგადოებრივ–პოლიტიკურია, თუმცა ჩვენ აპოლიტიკურები ვართ“.

გაზეთის დამფუძნებელი ამბობს, რომ ამ 20 წლის მანძილზე რეგიონში ბევრი ახალი პოეტი გამოჩნდა, მათ ლექსებს კი საზოგადოება პირველად ყოველთვის „ლიტერატურული მესხეთის“ ფურცლებიდან ეცნობა. მათ შორის ერთ–ერთია კობა მოდებაძე: „ამ გაზეთში ავიდგი ფეხი, შემოქმედებითად განვვითარდი და ახლა ის ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ლექსებს ტკბილ–მწარის ელდა მაწერინებს, დიდი სიხარული, ან ტკვილი, ყველაფერი განცდიდან და ბრძოლიდან მოდის“, – ამბობს 42 წლის პოეტი.

ახალციხეში გაზეთ ‘ლიტერატურული მესხეთის’ საიუბილეო საღამო გაიმართა

რაც შეეხება ლექსების კრებულს, რომლის პრეზენტაციაც გაზეთის იუბილესთან ერთად გაიმართა, ის ყველა იმ პოეტის შემოქმედებას აერთიანებს, ვისაც მესხეთზე დაუწერია. კრებული ლიტერატურული მესხეთის დამაარსებელმა ავთანდილ ბერიძემ შექმნა: „ბესიკიდან დაწყებული დღემდე, მესხეთის თემატიკაზე რაც კი რამ პოეტური შექმნილა, ყველაფერი შევიტანეთ ამ წიგნში. სულ 500 ეგზემპლარი გამოვეცით და უკვე სრულად გავავრცელეთ“.

საიუბილეო საღამოზე წიგნში შესული ლექსები კერძო სკოლა „მზექას“ მოსწავლეებმა წაიკითხეს. საღამოს ახალციხის მერიის, სკოლების და უნივერსიტეტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

ახალციხეში გაზეთ ‘ლიტერატურული მესხეთის’ საიუბილეო საღამო გაიმართა

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.01.2020 ბაკურიანში 10 ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

უნივერსიტეტის ჯილდო გაზეთ ‘მესხეთის უნივერსიტეტის’ რედაქტორს
'მესხური ფოლკლორის' პრეზენტაცია ბიბლიოთეკაში
მერაბ ბერიძეს ქართული კულტურის რაინდის წოდება მიანიჭეს
ელენე დიდიმამიშვილის საიუბილეო საღამო ახალციხეში ®
უნივერსიტეტში ჟურნალის „არავი“ პრეზენტაცია გაიმართა
‘განახლებული მესხეთი’– სამცხე–ჯავახეთის პირველი გაზეთი
ახალციხეში ახალგაზრდებმა ლიტერატურული სალონი გახსნეს