FM97.5 / LIVE

შავაძეების სახლში ‘აღმოჩენილი’ აბანო ძეგლის სტატუსის მქონე ყოფილა

მთავარისიახლე, საზოგადოება 31.01.2019
რაბათში, შავაძეების სახლში არსებული მე–18 საუკუნის აბანო ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონე აღმოჩნდა. ამის შესახებ ძეგლთა დაცვის სააგენტომ მაშინ გაარკვია, როცა სპეციალისტები შავაძეებთან აღმოჩენის შესასწავლად მივიდნენ.

შავაძეების სახლში ‘აღმოჩენილი’ აბანო ძეგლის სტატუსის მქონე ყოფილა

დღეს, 30 იანვარს, დილით ახალციხეში, შავაძეების სახლში, სადაც მესაკუთრემ აბანოები აღმოაჩინა, ძეგლთა დაცვის სააგენტოდან მკვლევართა ჯგუფი ჩამოვიდა. მას შემდეგ რაც ისინი, დიასახლისს, ციალა შავაძეს ესაუბრნენ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საერთო ბაზაში აღნიშნული აბანოების ძებნა დაიწყეს და აღმოაჩინეს, რომ მას ძეგლის სტატუსი მინიჭებული 2011 წელს ჰქონია.

შეკითხვაზე, როგორ მოხდა ისე, რომ ძეგლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი ჰქონდა, ზემოდან კი სახლი იყო აშენებული, შავაძე გვპასუხობს: „80 წელია ეს სახლი აქ არის და 40 წელია რაც მე ვცხოვრობ შიგ. ჩემი სარდაფის ნაწილში ნანგრევები სულ ჩანდა და ყოველთვის ვიცოდი, რომ რაღაცა იყო სახლის ქვევით, მაგრამ რა იყო არ ვიცოდი. სახლში რემონტის დროს იატაკი, რომ ავყარე, შიგნით დიდი სივრცე მერე გამოჩნდა“.

შავაძის თქმით, მაშინ როცა ახალციხის ციხის რეაბილიტაცია იგეგმებოდა, მან სახლის სარდაფში ნანგრევების ნაწილი ნიკოლოზ ვაჩეიშვილს აჩვენა. ვაჩეიშვილს მაშინ ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიცია ეკავა: „ახალციხის მერებსაც, გარდა ვოვა ზედგინიძისა, ყოველთვის ვეუბნებოდი ამის შესახებ, მაგრამ არავინ ყურადღებას არ მაქცევდა. ახლა აღმოჩნდა, რომ თურმე მაშინ, როცა ვაჩეიშვილს იმ ნანგრევების ნაწილი ვაჩვენე, ამისთვის ძეგლის სტატუსი მიუნიჭებიათ“.

შავაძეების სახლში ‘აღმოჩენილი’ აბანო ძეგლის სტატუსის მქონე ყოფილა

მკვლევარების ჯგუფი, იმაში რომ აბანოს შესაძლოა ძეგლის სტატუსი ჰქონოდა, სწორედ ნიკოლოზ ვაჩეიშვილის სახელის ხსენებამ დააეჭვა. მათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საერთო ბაზაში აღნიშნული აბანოების მოძიება ხელახლა დაიწყეს. არადა, მანამდეც, ექვსი დღის წინ, 24 იანვარს, ძეგლთა დაცვის მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლები შავაძეებთან იმყოფებოდნენ.

„არეულობა იმან გამოიწვია, რომ როცა ზედამხედველობის ჯგუფის თანამშრომლები იყვნენ მოსულები, მესაკუთრეს ხმა არ ამოუღია იმაზე, რაც დღეს თქვა. მაშინ მათ ჩათვალეს, რომ ეს იყო ახლადაღმოჩენილი არქეოლოგიური ობიექტი და შესასწავლად უნდა წამოსულიყო კვლევის სამსახური. დღეს გასაუბრების შემდეგ გაირკვა, რომ 2011 წელს ჩვენი სამსახურიდან აქ ყოფილან ჩამოსულები, ამან დაგვაეჭვა და ვნახეთ, რომ აბანოებს ძეგლის სტატუსი ჰქონიათ“, – გვითხრა ძეგლთა დაცვის სააგენტოს სპეციალისტმა ქეთი დიღმელაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში რეგისტრირებული 22 ათასი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ბაზა 2012 წელს განახლდა: „პირველად ამ ბაზაში ეს ძეგლი არ ამოგვიგდო, თუმცა 2011 წელს, მაშინ როცა ამ აბანოებს სტატუსი მიენიჭა, თვითმმართველობას აუცილებლად ეცნობებოდა და ყურადღება მისთვის მერიასაც უნდა მიექცია".

ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი გვითხრეს, რომ აღნიშნული აბანოების შესახებ მათ უწყებაში არანაირი ინფორმაცია არ შესულა: „არც სახლის მესაკუთრე შეხვედრია ამ საკითხზე სასაუბროდ მერს“.

ძეგლთა დაცვის სააგენტოს სპეციალისტები ამბობენ, რომ ახლა მეპატრონესთან ძეგლის მოვლა –პატრონობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება.

„ეს ძეგლი მე–17 მე–18 საუკუნით დათარიღებული თურქული აბანოა და ექვსი დარბაზისგან, ასევე გამათბობელი განყოფილებისგან შედგება. აბანო საკმაოდ მასშტაბურია და ის გათვლილი უნდა ყოფილიყო ქალაქის გარნიზონისთვის. დროთა განმავლობაში ძეგლი დაზიანდა და ახლა აღარაა ისეთი სახით, როგორიც უნდა იყოს“, – ამბობს დიღმელაშვილი.

შავაძეების სახლში ‘აღმოჩენილი’ აბანო ძეგლის სტატუსის მქონე ყოფილა

აბანოების ნაწილს შავაძეები ამჟამად სარდაფად იყენებენ.



ახალციხეში, ციხისძირის ქუჩაზე მცხოვრებმა შავაძეებმა რემონტის დროს, ერთ–ერთ ოთახში იატაკის აყრის შემდეგ, სახლის ქვეშ ისტორიული აბანოები, დაახლოებით ორი კვირის წინ აღმოაჩინეს, თუმცა ამის შესახებ შესაბამის უწყებებს არ შეატყობინეს. მომხდარის შესახებ „სამხრეთის კარიბჭედან“ შეიტყო ძეგლთა დაცის სააგენტომ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ. მათ ამის შემდეგ შავაძეებთან სპეციალისტები გაგზავნეს. სწორედ ამის შემდეგ დაიგეგმა რაბათში მკვლევარების ჯგუფის ჩამოსვლა.

შავაძეების სახლში ‘აღმოჩენილი’ აბანო ძეგლის სტატუსის მქონე ყოფილა

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

01.07.2020 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება

01.07.2020 შშმ პირებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

30.06.2020 სარო – დევების სამფლობელო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

შავაძეები და ძეგლთა დაცვა ისტორიული აბანოების ერთობლივ მოვლა–პატრონობაზე შეთანხმდებიან
‘ისტორიულ აბანოებთან დაკავშირებით მესაკუთრესთან ხელშეკრულება გაფორმდება’ – ძეგლთა დაცვა
'იატაკი ავყარე და ნანგრევები დავინახე’– რაბათში სახლის ქვეშ ისტორიული აბანოები აღმოჩნდა
ქართულ სუფრას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
‘რაბათში აღმოჩენილი აბანოები არ დაუზიანებიათ’ – მერიის ძეგლთა დაცვის სამსახური
'ხაჭაპურის ტრადიციას' არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა
მესხურ ყველ 'ტენილს' არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა