FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში ტურისტული ააიპ–ი იქმნება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 28.01.2019
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ს ინიციატივით, სამცხე–ჯავახეთში რეგიონული ააიპ–ი იქმნება. ორგანიზაციამ ტურიზმის მიმართულებით უნდა იმუშაოს და მისი ფუნქციონირებისთვის თანხა ექვსივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

სამცხე–ჯავახეთში ტურისტული ააიპ–ი იქმნება

„ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია” (DMO), რომლის დაფუძნების ცერემონიაც ახალციხის ციხეზე 16 ნოემბერს გაიმართა, რეგიონული ააიპ–ი იქნება. მისი ოფისი სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში მოეწყობა და პირველ ეტაპზე აქ ორი კაცი დასაქმდება. ოფისის ტექნიკურ აღჭურვილობას USAID უზრუნველყოფს.

მისი შექმნის მოთხოვნით, სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებს ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ მიმართა. შესაბამისად, ახალციხისა და ბორჯომის საკრებულობემა ახალი ააიპ–ის შექმნას კენჭი უკვე უყარეს, დანარჩენ მუნიციპალიტეტებში კი ეს საკითხი ჯერ არ განუხილავთ.

„დავიწყებთ ტურისტული პროექტების შექმნას. ასევე, შეიქმნება ახალი ტურისტული მარშრუტები, რომლებიც აქამდე არ ყოფილა განვითარებული. აიპი–ს შექმნისთვის საწყისი თანხა ექვსივე მუნიციპალიტეტიდან 70 000 ლარამდე მაინც უნდა იყოს. ეს, რა თქმა უნდა, ხელფასის და სხვა ხარჯების გასაწერად“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ეკა ორჯონიკიძე.

მისივე თქმით, ახალი ორგანიზაცია ხელს შეუწყობს კერძო და მცირე ბიზნესის განვითარებასა და ხალხის დასაქმებას: „არის ისეთი ტურისტული ადგილები, სადაც არაა სასტუმრო და ელემენტარულად გაკეთებული არაფერია. ეს ორგანიზაცია ხელს შეუწყობს იმ ადგილზე მცხოვრებლებს, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობაში, მცირე სასტუმროების გაკეთებაში და ა.შ“.

ასევე, შეიქმნება საინფორმაციო ველი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი თითოეულ მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ტურისტული მიმართულების შესახებ ინფორმაცია .

ახალი ააიპ–ის თანამშრომლებს კონკურსის წესით აიყვანენ.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

ტურისტული ააიპ–ისთვის ორ პოზიციაზე ვაკანსია მეორედ გამოცხადდა
სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის ახალი ორგანიზაცია იქმნება
ტურისტული ააიპ–ისთვის ახალი თანამშრომლების შესარჩევად კონკურსანტებთან გასაუბრება დასრულდა
ტურისტული ააიპ–ისთვის თანამშრომლების შესარჩევად კონკურსანტებთან  გასაუბრება მიმდინარეობს
ტურისტული ააიპ-ის დირექტორის ვაკანსიაზე შესული შეთავაზებები კომისიას არ აკმაყოფილებს
ტურისტული ააიპ-ის თანამშრომლების შესარჩევად გასაუბრება მიმდინარეობს
ახალციხის ციხეზე DMO–ს დაფუძნების ცერემონია გაიმართა