FM97.5 / LIVE

73% ფიქრობს, რომ ეროვნულების ჩასაბარებლად რეპეტიტორებია საჭირო — NDI

მთავარისიახლე, განათლება 28.01.2019
"ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევისას გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა – 73% მიიჩნევს, რომ რეპეტიტორი ეროვნული გამოცდის ჩასაბარებლად აუცილებელია.

73% ფიქრობს, რომ ეროვნულების ჩასაბარებლად რეპეტიტორებია საჭირო — NDI

21% ფიქრობს, რომ რეპეტიტორი საჭირო არაა, 5%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს. რეპეტიტორის აუცილებლობაზე, საატესტატო გამოცდების შემთხვევაში, მოქალაქეთა 55% საუბრობს, 40% კი ამ აზრდს ეწინააღმდეგება. სკოლაში კარგად სწავლისათვის კერძო მასწავლებლის საჭიროებას 47% ხედავს, 48% კი საპირისპიროდ ფიქრობს.

კვლევის თანახმად, მოსახლეობის ნახევარი მიიჩნევს, რომ მთავრობა მოქალაქეებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებას "კარგად" ართმევს თავს. ამ კუთხით ყველაზე მეტ კმაყოფილებას, გამოკითხულთა 58% სოფლის ტიპის დასახლებებში გამოხატავს.

თუმცა, თბილისის მოსახლეობის 57% ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის კუთხით მთავრობას "ცუდად" აფასებს. მასწავლებლების ცოდნასა და პროფესიონალიზმს უმრავლესობა, 43 % "საშუალოდ" აფასებს, 42% კი კარგად.

უმაღლესი განათლების კუთხით, სახელმწიფო უნივერსიტეტები კერძო სასწავლებლებზე ოდნავ უკეთესად ფასდება. კარგი სამსახურის საშოვნელად განათლება მთავარ კრიტერიუმად არ განიხილება. მოსახლეობის 37 პროცენტი ფიქრობს, რომ სამსახურის ძიებისას ნაცნობობა ყველაზე მნიშვნელოვანია.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.

[sknews.ge]


11.09.2019 ახალქალაქის ერთ სკოლაში 16 სექტემბერს სწავლა არ დაიწყება

10.09.2019 ახალციხეში წარჩინებულ სტუდენტებს წიგნები გადასცეს [ფოტო]

10.09.2019 ახალ სასწავლო წელს ანდის სკოლას მოსწავლეები არ ეყოლება

10.09.2019 ახალციხის მეორე სკოლაში სარემონტო სამუშაოები სწავლის დაწყებამდე ვერ დასრულდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.09.2019 ახალციხის ციხეზე, მუზეუმთან შენობის ჭერი დაზიანებულია

12.09.2019 თისელის სამონასტრო კომპლექსს რესტავრაციისთვის ამზადებენ

11.09.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს მოუწოდებს ბავშვები წითელაზე აცრან

11.09.2019 მორწმუნეები თავკვეთულას ტაძარში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

41% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, 12% - ძალიან ცუდად – NDI
NDI:  60% ფიქრობს, რომ ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ
NDI: გამოკითხულთა 63%-ის აზრით, კრიმინალის დონე გაიზარდა
NDI: მოსახლეობის 39% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება
NDI : მოსახლეობა არჩევნების პროცესს  უმეტესად  დადებითად აფასებს
NDI: 40%–ის აზრით ნარკოტიკის მოხმარებისთვის ციხის სასჯელი აუცილებელია
NDI: მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 56% ცუდად, 36% კი დადებითად აფასებს