FM97.5 / LIVE

მირზოევი და გაჯიევი ენზელ მკოიანს ძეგლის გახსნაზე განმარტებას სთხოვენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 28.01.2019
მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი რუსლან გაჯიევი და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი სავალან მირზოევი ახალქალაქი–ნინოწმინდის დეპუტატს ენზელ მკოიანს, ბუღაშენში ძეგლის დადგმის საკითხზე განმარტების მოსასმენად, სავარაუდოდ, დღეს, 28 იანვარს შეხვდებიან.

მირზოევი და გაჯიევი ენზელ მკოიანს ძეგლის გახსნაზე განმარტებას სთხოვენ

ამის შესახებ დეპუტატებმა "მარნეულის რადიოსთან" საუბარში განაცხადეს.

რუსლან გაჯიევის თქმით, ძეგლის გახსნა ახალქალაქის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლების მხრიდან ძალიან ცუდი ფაქტია, რადგან მიხეილ ავაქიანი, რომლის ბიუსტიც სოფელ ბუღაშენში დადგეს, სეპარატისტების მხარეს იბრძოდა.

„ვთვლი, რომ ეს ძალიან ცუდი ფაქტია, რადგან ვფიქრობ, რომ ქართული მხარე იჭერს ძალიან კარგ,სტრატეგიულ ურთიერთობებს აზერბაიჯანთან და ეს ქვეყანა ძალიან ახლო და მეგობარი ქვეყანაა ჩვენთვის. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას ასეთი ნაბიჯები არ უნდა გადაედგა", - ამბობს რუსლან გაჯიევი

მიუხედავად იმისა, რომ ბიუსტის გახსნას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად პარლაენტარები ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანიც ესწრებოდნენ, გაჯიევი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და მმართველი პარტიის პოზიცია მათგან განსხვავებულია.

„შესაძლოა ეს დეპუტატების პირადი მოსაზრებაა, არ ვიცი, არ შემიძლია ვთქვა, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ იქ ძეგლის დადგმას პირადად არასწორად ვთვლი. ეს ზიანს აყენებს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობას.“ - გვითხრა რუსლან გაჯიევმა

გაჯიევის მსგავსად ახალქალაქში ყარაბახის ომში დაღუპული პირის ბიუსტის დადგმას გმობს სავალან მირზოევიც და ამბობს, რომ ამ ფაქტის სახელმწიფო პოზიციად აღქმა არ შეიძლება.

„არ შეიძლება, რომ ეს აღვიქვათ, როგორც ჩვენი მთავრობის პოზიცია, სახელისუფლებო გუნდის პოზიცია, იმიტომ, რომ საქარველოს მთავრობა ყოველთვის მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას.“ - ამბობს სავალან მირზოევი

დეპუტატები თავიანთ კოლეგებთანაც აპირებენ შეხვედრას და მათგან განმარტებების მიღებას. მირზოევი ამბობს, რომ ენზელ მკოიანთან და სამველ მანუკიანთან შეხვედრას დღეს, 28 იანარს, ან ხვალ, 29 იანვარს გამართავენ.

[sknews.ge]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

'ეს ძეგლი საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრულ ურთიერთობას ვერ შეცვლის' – თალაკვაძე
‘ახალქალაქში ძეგლის დემონტაჟი უნდა მოხდეს, ქმედება უკანონოა', – იურისტი
‘პასუხისმგებლობა თვითმმართველობას ეკისრება’– NGO-ები ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლზე
ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლის აღების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გაიმართა
‘ეს ქვეყნებს შორის ურთიერთობას დაძაბავს’– ახალქალაქში ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლი დადგეს
'ენზელ მკოიანი თავს დაგვესხა და გვცემა' – ენმ–ს შტაბის უფროსი ახალქალაქში
‘სომეხმა სომეხს ძეგლი დაუდგა, ამაში ცუდი რა არის’ – შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან