FM97.5 / LIVE

'ხომ გაიმეტეს'

მთავარისიახლე, ბლოგები 26.01.2019
მატასისი ბლოგი

'ხომ გაიმეტეს'

ჩვენ წმინდანების გვჯერა. ალბათ წმინდა ნინოს მივანდეთ ოთხი წლის ნინოს ბედი და ახლა გვწამს, რომ წმინდა ნინო იქ ზეცაში მფარველობს თანამოსახელეს.

გოგონა, რომელიც გარდაცვალების შემდეგ ქვეყანამ გაიცნო და რომლის დიდი, სევდიანთვალებიანი ფოტო ყოველ წამს გვხვდება სოციალურ ქსელში 22 იანვარს, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

სიტყვა ზრუნვა მისთვის უცხო იყო. მისთვისაც და მისი მშობლებისთვისაც, სახელმწიფოსთვისაც.

მზრუნველობამოკლებული ბავშვი - გვაქვს ჩვენ ასეთი სიტყვათაწყობა. ანუ, ბავშვი, რომელიც ვერ იღებს განათლებას, ვერ იკვებება, არ აქვს უზრუნველყოფილი ჯანმრთელობისა და პირადი ჰიგიენისთვის საჭირო პირობები.

ამ სიტყვათაწყობას უკვე დაემატა ძალადობით გარდაცვლილი ბავშვი. ანუ, ამ შემთხვევაში ბავშვი რომელიც ცემით მოკლეს.
ჩემი რვა წლის ძმისშვილი დღეს მეკითხება: კოსმოსში პირველად ვინ გაფრინდა? - მეც ვუპასუხე, რომ თავიდან ძაღლები. რატომ ძაღლები? გაუკვირდა. კოსმოსურ ხომალდს ცდიდნენ და ჯერ ადამიანი არ გაუშვეს, ძაღლებზე გამოსცადეს. უფფ, ეგ რამ მოაფიქრებინათ, გაბრაზდა ბავშვი. მშვიდობით დაბრუნდნენ ძაღლები, ვცადე გამენეიტრალებინა ნათქვამი. რა მნიშვნელობა აქვს, ხომ გაიმეტეს, მითხრა მარიამმა და მეორე ოთახში გავიდა.

,,ხომ გაიმეტეს“, - ეს სიტყვა შუადღის შემდეგ თავში კოდალასავით მიკაკუნებს.

ოთხი წლის გოგონაც ხომ გავიმეტეთ სიკვდილისთვის.

[მატასი]


23.04.2019 რა შეცვალა ქართული ენის სწავლებამ ჯავახეთში [ვიდეო]

21.04.2019 კათოლიკე ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო]

19.04.2019 წარჩინებული მოსწავლეები მთავრობის სხდომაზე დასწრებას შეძლებენ - პრემიერი

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2019 სამცხე-ჯავახეთში ბავშვების 32%–ს სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს - კვლევა

23.04.2019 'ჭიაკოკონაზე' ნუ დაწვავთ საბურავებს' – გარემოსდაცვითი დეპარტამენტი

22.04.2019 წინასაარჩევნო განწყობები აბასთუმანში

21.04.2019 ფონდმა ‘ერთად შევძლებთ’ პირველი საქველმოქმედო აქცია გამართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ახალციხეში 10 წლის ბავშვი გარდაიცვალა
ახალქალაქში 8 თვის ბავშვი და მისი ბებია მოკლეს
საქართველოში წმინდა ნინოს ხსენების დღე აღინიშნება
ვალეში ავარიის შედეგად ოთხი წლის ბავშვი გარდაიცვალა
27 იანვარი წმინდა ნინოს ხსენების დღეა
ადიგენში ხანძრის შედეგად 2 წლის ბავშვი დაიწვა
1 ივნისს წმინდა ნინოს ხსენების დღეა