FM97.5 / LIVE

‘სომეხმა სომეხს ძეგლი დაუდგა, ამაში ცუდი რა არის’ – შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან

მთავარისიახლე, პოლიტიკა 25.01.2019
სამცხე–ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომხები ფიქრობენ, რომ ახალქალაქში, სოფელ ბუღაშენში ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლის დადგმის ამბავს გარკვეული ძალები ხელოვნურად ამძაფრებენ.

‘სომეხმა სომეხს ძეგლი დაუდგა, ამაში ცუდი რა არის’ – შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან
ფოტო: jnews.ge


რეგიონში მცხოვრებ ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის უმეტესობას სოფელ ბუღაშენში ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით საუბარი არ სურს, ნაწილი ამბობს რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, ნაწილი კი აცხადებს, რომ ძეგლის დადგმაში პობლემას ვერ ხედავს.

‘სომეხმა სომეხს ძეგლი დაუდგა, ამაში ცუდი რა არის’ – შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან
ალექსანდრე გაბრელიანი


„ეს საქართველოს არ გაუკეთებია, სომეხმა სომეხს დაუდგა ძეგლი. ვერ ვხედავ პრობლემას ამ ძეგლის დადგმაში. მესმის რომ საქართველოა, მაგრამ ზოგს პუტინი მოსწონს და ზოგს ამერიკის პრეზიდენტი, აქ რა შუაშია აზერბაიჯანი. სოფლის მოსახლეობამ თავის შვილს დაუდგა ძეგლი. თუ კანონი უკრძალავდათ ვერ დადგამდნენ ამ ძეგლს. რომ არ გაეხსნათ ეს ძეგლი აქაურ სომხებს ხომ ეწყინებოდათ?!“ – კითხულობს ახალციხცის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი პამაჯის მცხოვრები ალექსანდრე გაბრელიანი.

‘სომეხმა სომეხს ძეგლი დაუდგა, ამაში ცუდი რა არის’ – შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან
აშოტ არუთუნიანი


თანასოფლელს ეთანხმება აშოტ არუთუნიანიც: „მე საერთოდ არ ვიცნობ მიხეილ ავაკიანს, არც ის ვიცი რა ძეგლი დადგეს, მაგრამ თუ დადგეს ამის უფლება აქვს იქაურ მოსახლეობას. ავაკიანი ბუღაშენიდან არის, იქ კი სომხები ცხოვრობენ“.

‘სომეხმა სომეხს ძეგლი დაუდგა, ამაში ცუდი რა არის’ – შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან
ამბარცუმ ბაბოიანი


„ძეგლი დადგმის საკითხში მე პრობლემას ვერ ვხედავ. ეს ვიღაცეების პროვოკაციაა, ზიან კომპიუტერთან და ავრცელებენ ინფრომაციებს. მსგავსი რამ ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება გააკეთონ. სოფლის მცხოვრები იყო, წესიერი ადამიანი იყო, ამავე დროს მებრძოლი, ამიტომ დადგეს ძეგლი. ასეთი ძეგლი შეიძლებმა მარნეულშიც დადგან, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ“, – ამბობს ახალციხის საკრებულოს დეპუტატი ამბარცუმ ბაბოიანი.

‘სომეხმა სომეხს ძეგლი დაუდგა, ამაში ცუდი რა არის’ – შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან
ანა არუთუნიანი


ახალციხელი ანა არუთუნიანი ფიქრობს, რომ ძეგლის დადგმის საკითხი ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის მიზეზი არ უნდა გახდეს: „ამავე სოფლიდან იყო მიხეილ ავაქიანი და ალბათ ამის გამო გადაწყვიტეს ძეგლის დადგმა, სხვას ვერაფერს ვიტყვი. ეს არ უნდა გახდეს დაპირისპირების და უკმაყოფილების მიზეზი“.

ძეგლთან დაკავშირებით დაწყებული აჟიოტაჟი უკვირს ბუღაშენში მცხოვრებ ავეტის აპოსიანს. "ჩვენ გვინდა, რომ მიხეილ ავაქიანს მშობლიურ სოფელში, მისი ხსოვნის საპატივსაცემოდ ძეგლი ჰქონდეს. ეს სოფლის გადაწყვეტილება იყო", - ამბობს აპოსიანი jnews.ge-თან საუბარში.

ახალქალაქში სოფელ ბუღაშენში ყარაბაღის ომის მონაწილის მიხეილ ავაქიანის ძეგლი 20 იანვარს დადგეს, ეს დღე აზერბაიჯანში საყოველთაო გლოვის დღედ არის გამოცხადებული, რომელიც 1990 წელს ყარაბაღში მომხდარ იანვრის სისხლიან ტრაგედიას ეძღვნება. ამ დღეს დაიღუპა 134 და დაიჭრა 700 მშვიდობიანი მოქალაქე. ამ ფაქტმა საზოგადოების და აზერბაიჯანული მხარის უკმაყოფილება გამოიწვია. მომხდარის გამო საქართველოს ელჩი განმარტებებისთვის დაიბარეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სამცხე–ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ფაქტი ორი ქვეყნის, აზერბაიჯანის და საქართველოს ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება, NGO–ები მომხდარში პასუხისმგებლობას ადგილობრივ თვითმმართველობას აკისრებენ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში კი აცხადებენ, რომ ძეგლის დადგმის შესახებ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

იურისტი შოთა თუთბერიძე თვითმმართველობის პირველი პირების სამსახურეობივ გულგრილობაზე საუბრობს და ფაქტის შესწავლას ითხოვს. მათი განცხადებით უნდა მოხდეს ძეგლის დემონტაჟი, გარდა ამისა დაჯარიმდეს ის პირი, ვინც სოფელში მიხეილ ავაქიანის ძეგლი დადგა.

სოფელ ბუღაშენის მკვიდრი მიხეილ ავაკიანი მთიანი ყარაბაღის ომში 1994 წელს დაიღუპა, მისი ბიუსტი კი სოფლის ძველი სკოლის ეზოსთან, მალევე დადგეს.როგორც ადგილობრივები აცხადებენ ძეგლი დაზიანდა და ამიტომ ის ახლით ჩაანაცვლეს.

[sknews.ge]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

'ეს ძეგლი საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრულ ურთიერთობას ვერ შეცვლის' – თალაკვაძე
'როგორ გამორჩა სუს–ს ფაქტი, რომელმაც დიპლომატიურ სკანდალამდე მიგვიყვანა'– ხალილოვი
’ამ თემაზე აჟიოტაჟის ატეხვა ზედმეტია’ – საგარეო სამინისტრო ახალქალაქში დადგმულ ძეგლზე
‘ეს ქვეყნებს შორის ურთიერთობას დაძაბავს’– ახალქალაქში ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლი დადგეს
ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლის აღების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გაიმართა
‘პასუხისმგებლობა თვითმმართველობას ეკისრება’– NGO-ები ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლზე
‘ახალქალაქში ძეგლის დემონტაჟი უნდა მოხდეს, ქმედება უკანონოა', – იურისტი