FM97.5 / LIVE

როგორ რეაგირებენ ბავშვის მიმართ ძალადობაზე ახალციხეში [Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი, SK TV 25.01.2019
თბილისში, 22 იანვარს, ოთხი წლის გოგონა ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის შემდეგ პოლიციამ ბავშვის დედა დააკავა. ფსიქოლოგები და უფლებადამცველები ბავშვებზე ძალადობის მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის არაეფექტურობაზე საუბრობენ.

როგორ რეაგირებენ ბავშვის მიმართ ძალადობაზე ახალციხეში [Video]

ბავშვის ოჯახის წევრების ვერსიით, გოგონა 22 იანვრის დილას, საკუთარ საწოლში, დედის გვერდით გარდაიცვალა. მეზობლები მედიასთან საუბარში ამბობენ, რომ ამ ოჯახში ოთხი წლის გოგონასა და კიდევ ერთ, ექვსი წლის ბიჭზე ოჯახის წევრები მუდმივად ძალადობდნენ. მეზობლებმა ექვს იანვარს ოჯახში ბავშვებზე ძალადობის გამო საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, გოგონა სამართალდამცველებმა საავადმყოფოში, იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, დედას კი პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოუწერა. ბავშვის გარდაცვალების შემდეგ, დედა სამართალდამცველებმა სწორედ შემაკავებელი ორდერის დარღვევისთვის დააკავეს.

გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელი ქეთევან მელიქიძე ამბობს, რომ ბავშვი ძალადობისგან სახელმწიფოს უნდა ეხსნა, რადგან შესაბამის უწყებებს ძალადობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ: „ამ საქმეში როგორც ჩანს, მეზობლებმა ამ ბავშვის საქმეზე მიმართეს შესაბამის უწყებებს, სოციალური მომსახურების სააგენტომ იცოდა შემაკავაებელი ორდენის შესახებ, სისტემამ დაინახა ბავშვი, რომელიც იყო ძალადობის მსხვერპლი და განმეორებადი ძალადობის რისკის ქვეშ, მაგრამ შედეგად მაინც მივიღეთ ტრაგედია. აქ უდაოდ არის საკითხი, რომ სისტემამ ვერ შეასრულა თავისი როლი და ფუნქცია – არ ეყო ცოდნა, არ ეყო კოორდინაცია და მგრძნობელობა“.

მელიქაძე პრობლემას ხედავს ბავშვებზე ძალადობის ფაქტებზე საზოგადოების გულგრილობაშიც: „ბავშვის მიმართ ძალის გამოყენება საქართველოში მიღებული კულტურული და სოციალური ნორმაა, რასაც არაერთი კვლევა აჩვენებს. ძალიან სუსტია რეპორტირების სისტემაც, მოქალაქეებს არ სურთ, რომ ჩაერიონ ოჯახურ საქმეებში, ასევე სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც ბავშვებთან მუშაობენ, ხშირად არ მოქმედებენ, რადგან ისინიც იგივე ღირებულებების მატარებლები არიან,“ – ამბობს მელიქაძე.

მომხდართან დაკავშირებით სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განცხადება გაავრცელა: „პრობლემურია შემთხვევების დროული გამოვლენა და დაცვის ღონისძიებების გადაუდებელი განხორციელება. დღემდე კრიტიკულად მცირეა სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების რაოდენობა; შესაბამისად, არასაკმარისია მათი ჩართულობა, კვალიფიციური მხარდაჭერა და ეფექტიანი დაცვის ღონისძიებები, მათ შორის თანამშრომლობა შესაბამის უწყებებს შორის".

რას ფიქრობენ ბავშვის აღზრდისას მის ფიზიკურ დასჯაზე, ამ შეკითხვით ახალციხის ქუჩებში მოქალაქეებს მივმართეთ. მათი უმრავლესობა, ცემას დაუშვებლად მიიჩნევს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ „თუ დააშავა, უნდა მოარტყა კიდეც“.



ახალციხელებს ვკითხეთ ისიც, თუ როგორ რეაგირებენ ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტებზე. ადგილობრივი ნუნუ მერაბიშვილი გვიყვება, რომ ახლობლებსა და მეზობლებში ბავშვებზე ძალადობის შემთხვევების შესახებ ხშირად სმენია: „ბევრჯერ გამიგია, რომ ბავშვები მიუტყეპიათ, შინაურულად ვცდილობ დაველაპარაკო და მოვაგვარო, მაგრამ პოლიციაში არასდროს დამირეკავს, რა ჩემი საქმეა“.

ახალგაზრდა დედა ნანა ლეკიშვილი ამბობს, რომ ბავშვების ცემის შესახებ ხშირად სმენია და მოძალადე მშობლებისთვის ამასთან დაკავშირებით რჩევაც არაერთხელ მიუცია: „ვეუბნები უფროსებს, რომ ასე არ შეიძლება, მაგრამ მათი ფსიქიკა სხვანაირია და ვერ იგებენ. ისევ ასე აგრძელებენ“.

მარიამ ხითარიშვილი 39 წელია სკოლაში მასწავლებლად მუშაობს. ამბობს, რომ ბავშვზე ძალადობის ფაქტს არასდროს შესწრებია და თუ შეესწრო ეცდება პრობლემის მოგვარებაში თავად ჩაერთოს: „39 წელია პედაგოგად ვმუშაობ და არასდროს არათუ ფიზიკური, არამედ სიტყვიერი შეურაცხყოფაც არ მიმიყენებია მოსწავლისთვის. შვილიც არასდროს მიცემია... მაგრამ ხანდახან გვიქნია, ბავშვი მიგვიტყეპია, თუმცა ცემა სისულელეა, ნამდვილ ძალადობას არასდროს შევსწრებივარ. რომ შევესწრო ვერ მოვითმენ და პირდაპირ მივალ ოჯახში, თუ ვერ ვუშველი შემდეგ შესაბამის უწყებებსაც მივმართავ“.

ბავშვთა ფსიქოთერაპევტი და ფსიქოლოგი მაია ცირამუა ბავშვთა მიმართ ძალადობას ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირებს და ამბობს, რომ სიღარიბე პირდაპირ კავშირშია ძალადობასთან. იგი გამოსავალს ოჯახის გაძლიერების პროგრამებში ხედავს: „კოპლექსურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, ამ ტიპის ოჯახებთან მთელი მულტიდისციპლინური გუნდი უნდა მუშაობდეს, ოჯახის გაძლიერება მხოლოდ სამსახურით უზრუნველყოფას არ ნიშნავს, ეს ნიშნავს ამ ადამიანების სოციალური ფუნქციონირების ხელშეწყობას და მათ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას“.

საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ კვლევა ბოლოს UNICEF–ის მიერ, 2013 წელს ჩატარდა. კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოში საზოგადოების 45% ბავშვთა მიმართ ფიზიკური ძალადობის გამოყენებას დასაშვებად მიიჩნევს და თვლის, რომ ფიზიკური დასჯის გარეშე ბავშვი „გაფუჭდება“. გამოკითხულთა 30% კი აღნიშნავს, რომ ბავშვობაში მათი მშობლები რეგულარულად იყენებდნენ მათ მიმართ ფიზიკურ ძალას. ამასთანავე, საზოგადოების თითქმის 60% ფიქრობს, რომ აღზრდის მკაცრი მეთოდები არაძალადობრივზე უფრო ეფექტურია.

ბავშვის გარდაცვალების საქმეს შსს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით იძიებს, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევები ხშირია
4 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე 4 სოცმუშაკი გაათავისუფლეს
პასიური საზოგადოება და დაუცველი ბავშვები
ომბუდსმენი: საქართველოში მწვავედ დგას ბავშვთა სიღარიბისა და სიკვდილიანობის პრობლემა
არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში 110 მშობელი ამხილეს
ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის სკოლების ადმინისტრაციები გადაამზადეს
ბავშვის ფიზიკური დასჯა, სასტიკი ან დამამცირებელი მოპყრობა კანონით აიკრძალება