FM97.5 / LIVE

’ამ თემაზე აჟიოტაჟის ატეხვა ზედმეტია’ – საგარეო სამინისტრო ახალქალაქში დადგმულ ძეგლზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა 25.01.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახალქალაქში ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლის დადგმის საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამ თმაზე აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებები უკვე გაიმართა და თემის ირგვლივ აჟიოტაჟის ატეხვა არასწორია.

’ამ თემაზე აჟიოტაჟის ატეხვა ზედმეტია’ – საგარეო სამინისტრო ახალქალაქში დადგმულ ძეგლზე

„გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შედგა კომუნიკაცია და ინფორმაციის გაცვლა როგორც თბილისში, ასევე აზერბაიჯანში ელჩების მეშვეობით. აზერბაიჯანი გახლავთ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენს შორის არ არსებობს თემები, რაზეც არ გვაქვს კომუნიკაცია, ეს არის ურთიერთობის ჩვეულებრივი ფორმა და ამ თემის ირგვლივ აჟიოტაჟის ატეხვა ზედმეტია“, – განუცხადეს "სამხრეთის კარიბჭეს" საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენში ყარაბაღის ომის მონაწილის მიხეილ ავაქიანის ძეგლის დადგმამ საზოგადოების და აზერბაიჯანული მხარის უკმაყოფილება გამოიწვია. ძეგლი ახალქალაქში 20 იანვარს დადგეს, ეს დღე აზერბაიჯანში საყოველთაო გლოვის დღედ არის გამოცხადებული, რომელიც 1990 წელს ყარაბაღში მომხდარ იანვრის სისხლიან ტრაგედიას ეძღვნება. ამ დღეს დაიღუპა 134 და დაიჭრა 700 მშვიდობიანი მოქალაქე.

სამცხე–ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ფაქტი ორი ქვეყნის, აზერბაიჯანის და საქართველოს ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება, NGO–ები მომხდარში პასუხისმგებლობას ადგილობრივ თვითმმართველობას აკისრებენ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიაში კი აცხადებენ, რომ ძეგლის დადგმის შესახებ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

ბუღაშენის ფაქტს აფასებენ იურისტებიც. „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ იურისტი შოთა თუთბერიძე თვითმმართველობის პირველი პირების სამსახურეობივ გულგრილობაზე საუბრობს და ფაქტის შესწავლას ითხოვს. მათი განცხადებით უნდა მოხდეს ძეგლის დემონტაჟი, გარდა ამისა დაჯარიმდეს ის პირი, ვინც სოფელში მიხეილ ავაქიანის ძეგლი დადგა.

[sknews.ge]


28.09.2020 საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყება 12 ოქტომბრამდე გადაიდო

23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.09.2020 სურსათით დატვირთულ მანქანებს საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცეს [ვიდეო]

28.09.2020 ‘არ დავიშლებით, ჰუმანიტარული დახმარების წაღება გვსურს’ – რა ვითარებაა საქართველო–სომხეთის საზღვართან

28.09.2020 საქართველო–სომხეთის საზღვართან აქცია იმართება [ვიდეო]

27.09.2020 ახალციხელმა სპორტსმენმა უკრაინაში საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.09.2020 ორი კრისტინას ამბავი - დუხობორების მომავალი საქართველოში

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ეს ძეგლი საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრულ ურთიერთობას ვერ შეცვლის' – თალაკვაძე
'როგორ გამორჩა სუს–ს ფაქტი, რომელმაც დიპლომატიურ სკანდალამდე მიგვიყვანა'– ხალილოვი
‘სომეხმა სომეხს ძეგლი დაუდგა, ამაში ცუდი რა არის’ – შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან
ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლის აღების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გაიმართა
‘ეს ქვეყნებს შორის ურთიერთობას დაძაბავს’– ახალქალაქში ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლი დადგეს
‘ახალქალაქში ძეგლის დემონტაჟი უნდა მოხდეს, ქმედება უკანონოა', – იურისტი
‘პასუხისმგებლობა თვითმმართველობას ეკისრება’– NGO-ები ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლზე