FM97.5 / LIVE

'თუ ჩამოინგრა, ბავშვი მოყვება შიგ’ – N5 სკოლის ეზოს კედლის ნაწილი ჩამონგრეულია

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება, განათლება 25.01.2019
ახალციხეში, მეხუთე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების კორპუსთან ეზოს კედლის ნაწილი ჩამონგრეულია. მშობლები ბავშვების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას სასწავლებლის ადმინისტრაციას აკისრებენ, სკოლის დირექციაში კი არსებულ ვითარებაზე კომენტარს არ აკეთებენ.

'თუ ჩამოინგრა, ბავშვი მოყვება შიგ’ – N5 სკოლის ეზოს კედლის ნაწილი ჩამონგრეულია

დაწყებითი კლასების კორპუსის მოპირდაპირე მხარეს, ეზოს კედლიდან ჩამოცვენილი ნანგრევები აქვე ყრია. დაახლოებით, სამი მეტრის სიმაღლის კედელი დაზიანებული შუა ნაწილშია, ზედა ნაწილს ჩამონგრევისგან კი ხის ერთი ბოძი იცავს. დაზიანებულ კედელს, მხოლოდ ეს ერთი საყრდენი აკავებს. როგორც მეხუთე საჯარო სკოლის მასწავლებლები ამბობენ, კედელი წელიწადზე მეტია რაც დაზიანდა, თუმცა ამ დრომდე არავის შეუკეთბია.

'თუ ჩამოინგრა, ბავშვი მოყვება შიგ’ – N5 სკოლის ეზოს კედლის ნაწილი ჩამონგრეულია

„ბავშვი გაფრთხილებული მყავს, რომ კედელთან არ მივიდეს და შორს გაიაროს, ან შესვენებების დროს ამ კედელთან ახლოს არ ითამაშოს“, – ამბობს მეხუთე სკოლის მოსწავლის მშობელი ნინო ქუქჩიშვილი.

ბავშვების უსაფრთხოებაზე საუბრობს, მშობელი გია მაისურაძეც: „კედელს ამოლესვა და გამაგრება უნდა. ბიჯები, რომ აქვს შეწყობილი ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა აღმოფხვრილია. წესიერად უნდა გაამაგრონ და შელესონ. მეშინია ზევით დარჩენილი ნაწილი არ ჩამოიშალოს და ქვეშ ვიღაცა არ მოიყოლოს. ეგ თუ ჩამოინგრა, შეიძლება ბავშვი მოყვეს შიგ“.

„სამხრეთის კაირბჭეს“ შეკითხვებზე, რატომ არ შეკეთდა ამ დრომე ჩამონგრეული კედელი და ვინაა პასუხისმგებელი ბავშვების უსაფრთხოებაზე, მეხუთე საჯარო სკოლაში არც დირექტორმა ინგა ვარდიძემ და არც მისმა მოადგილემ ზოია ბალიაშვილმა არ გვიპასუხეს. „თუ რამე გაინტერესებთ მოგვწერეთ“, – გვითხრეს მათ.

'თუ ჩამოინგრა, ბავშვი მოყვება შიგ’ – N5 სკოლის ეზოს კედლის ნაწილი ჩამონგრეულია

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

16.09.2019 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში 29-ე აკადემიური წელი დაიწყო

16.09.2019 ქალაქ ახალციხის სკოლებში 387 პირველკლასელი მივიდა [ფოტო]

16.09.2019 დღეს საჯარო სკოლებში სწავლა იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.09.2019 კოთელიაში მარტოხელა დედა ავარიულ სახლში ცხოვრობს [ფოტო]

17.09.2019 სამი გოჭი და კეთილი მგელი – თოჯინების თეატრში ახალი სეზონი იწყება

17.09.2019 საპენსიო ფონდის მიმართ ნდობა დაბალია - NDI

17.09.2019 მოსახლეობის 65% გენდერული კვოტის შემოღებას ემხრობა – NDI

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მეხუთე სკოლის ჩამონგრეულ გალავანზე პასუხისმგებლობას მერია იღებს
რა ასაკში უნდა მივიდეს ბავშვი სკოლაში [Video]
მოქალაქეს, რომელიც მერიას ჩივილით ემუქრებოდა, კედელს უშენებენ
სკოლის კედლიდან ‘ქურდული’ სიმბოლიკა წაშალეს
ადგილობრივები: "სამშენებლო სამუშოების გამო სახლის კედელი ჩამოინგრა"
მეხუთე სკოლაში მშობლების ნაწილი ბილეთების გაყიდვის საკითხს ეხმაურება
შატილში კოშკის კედელი ჩამოინგრა