FM97.5 / LIVE

‘პასუხისმგებლობა თვითმმართველობას ეკისრება’– NGO-ები ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა 24.01.2019
სამცხე–ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ყარაბაღის ომის მონაწილის მიხეილ ავაქიანის ძეგლის სოფელ ბუღაშენში დადგმასთან დაკავშირებით, ახალქალაქის ადგილობრივი თვითმმართველობისგან განმარტებას ითხოვენ.

‘პასუხისმგებლობა თვითმმართველობას ეკისრება’– NGO-ები ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლზე

„საინტერესოა რატომ მიიღეს ახალქალაქის თვითმმართველობაში ეს გადაწყვეტილება და რამდენად იყო შეთანხმებული სხვადასხვა სტრუქტურებთან. ძალიან სენსიტიური თემაა და ძალიან ბევრი განხილვა და ანალიზი უნდა ყოფილიყო ამ საკითხთან დაკავშირებით. იმედია მერიაში არგუმენტებიც ექნებათ“, – ამბობს „ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელი მაკა სუდაძე.

ახალქალაქში მოქმედი ერთ–ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელსაც პრესასთან ღიად საუბარი არ სურს, ფიქრობს, რომ ასეთი ძეგლის დადგმა ახალქალაქის სოფელში დანაშაულია: „პასუხისმგებლობა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას უნდა დაეკისროს. ეს არის კანონის დარღვევა. ადგილობრივები არავის შეუთანხმდნენ და თვითნებურად დადგეს ძეგლი, თვითმმართველობამაც მხარი აუბა. ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით არსებობს კანონი, უნდა აიღო ნებართვა და შემდეგ დადგა. ეს ყველაფერი კი არ გაკეთებულა. ან კანონი არ იცოდნენ, ან ფიქრობდნენ, რომ თუ ყველაფერს გააკეთებდნენ მერე არაფერი შეიცვლებოდა“.

განსხვავებული მოსაზრება აქვს „სამცხე–ჯავახეთის ანალიტიკური მედიაცენტრის“ ხელმძღვანელს ედუარდ აივაზიანს: „უნდა დაედგათ ძეგლი. იმ სოფელში დაიბადა მიხეილ ავაქიანი და ეს სულაც არაა პრობლემა. ახლა აზერბაიჯანული მედია ცდილობს პროვოკაციაზე წამოგვაგოს და ქართველებს და სომხებს ურთიერთობა გაგვიფუჭოს. ასეთი ძეგლები სხვა სოფლებშიცაა, როგორიც ბუღაშენში დგას“, – ამბობს ედუარდ აივაზიანი და ამატებს, რომ ადგილობრივებს ძეგლის დადგმის საკითხი თვითმმართველობასთან უნდა შეეთანხმებინათ: „შეიძლება კიდეც იყვნენ ინფორმირებულები, ზუსტად ეს საკითხი არ ვიცი“.

„ასოციაცია ტოლერანტის“ ხელმძღვანელის ცირა მესხიშვილისთვის საზოგადოების შეშფოთება გაუგებარია, რადგან აღნიშნული ძეგლი პირველად გასული საუკუნის 90–იან წლებში დაიდგა: „ვიღაცას აწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობის არევა. დადგმული ძეგლის მეორედ გახსნა ან ვინეს ინტერესია, ან სულს სხვა რამ. მახსოვს ძეგლის პირველად დაგმის დროსაც იყო უსიამოვნება. უნდა დავფიქრდეთ მსგავს შემთხვევაში, არ უნდა გავაღიზიანოთ მეზობლები“.

შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს სოფელ ბუღაშენში ყარაბაღის ომის მონაწილის მიხეილ ავაქიანის ძეგლი დადგეს. ამ ფაქტმა საზოგადოების და აზერბაიჯანული მხარის უკმაყოფილება გამოიწვია. მომხდარის გამო საქართველოს ელჩი განმარტებებისთვის უკვე დაიბარეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ძეგლის გახსნის საზეიმო ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, პარლამენტის დეპუტატი ენზელ მკოიანი და სომხეთის ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი ესწრებოდა.

ენზელ მკოიანმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირი ირიციანმა „სამხრეთის კარიბჭეს“ ზარებს არ უპასუხეს. ქალაქის მერმა იური უნანიანმა კი განაცხადა, რომ ძეგლის დადგმის შესახებ ინფორმაცია მის გახსნამდე ერთი დღით ადრე გაიგო. გარდა ამისა აღნიშნულ ადგილზე იგივე პიროვნების ბიუსტი 1994 წელს დადგეს.

[sknews.ge]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.07.2020 ‘თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ’– მერი ჭაჭარაქში მოპარულ პირუტყვზე

10.07.2020 აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]

10.07.2020 'მერის დაპირების არ გვჯერა, ჩვენ თვითონ გავრეკავთ მთიდან მწყემსებს' – აქციის მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]

10.07.2020 ორი კანონპროექტი და პროტესტი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘ახალქალაქში ძეგლის დემონტაჟი უნდა მოხდეს, ქმედება უკანონოა', – იურისტი
‘ეს ქვეყნებს შორის ურთიერთობას დაძაბავს’– ახალქალაქში ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლი დადგეს
ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლის აღების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გაიმართა
'ეს ძეგლი საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრულ ურთიერთობას ვერ შეცვლის' – თალაკვაძე
’ამ თემაზე აჟიოტაჟის ატეხვა ზედმეტია’ – საგარეო სამინისტრო ახალქალაქში დადგმულ ძეგლზე
‘სომეხმა სომეხს ძეგლი დაუდგა, ამაში ცუდი რა არის’ – შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან
'როგორ გამორჩა სუს–ს ფაქტი, რომელმაც დიპლომატიურ სკანდალამდე მიგვიყვანა'– ხალილოვი