FM97.5 / LIVE

‘სამი ღამეა მანქანაში გვძინავს’ – რეგიონში ტექდათვალიერების ცენტრის დამატებას ითხოვენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 24.01.2019
ახალციხეში, საბარგო სადგურზე მდებარე ტექდათვალიერების ცენტრი, დიდი ნაკადის გამო, რიგში მდგომი ყველა მანქანის შემოწმებას ვერ ასწრებს. სამცხე–ჯავახეთში მძღოლები ტექდათვალიერების ცენტრის დამატების აუცილებლობაზე საუბრობენ.

‘სამი ღამეა მანქანაში გვძინავს’ – რეგიონში ტექდათვალიერების ცენტრის დამატებას ითხოვენ

ახალციხეში ავტომობილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრთან სამი ღამეა მანქანაში სძინავს ნინოწმინდიდან ჩამოსულ სარვარ ოგანესიანს. ამბობს, რომ თუ იანვრის ბოლომდე მანქანის შემოწმებას ვერ შეძლებს, დაჯარიმდება, ამიტომ იძულებულია –12 გრადუს ყინვაში რიგში იდგეს.

„ხუთი მანქანით ჩამოვედით, არ ვიცი დღეს მოგვიწევს თუ არა ტექდათვალიერების გავლა. ყველაზე მეტი ჯავახეთიდან ვართ, ახალციხის გარდა მსგავსი ცენტრი არსად არ არის, ასე როგორ შეიძლება!“ – ამბობს სარვარ ოგანესიანი.

ორი დღეა რიგში დგას ასპინძელი მარადი აბაშიძეც: „სქელი ადიალო მაქვს წამოღებული და იმას ვიფარებ, რომ არ გავიყინო.
ღამით ახლობლებთან ვრჩები, დღე რიგში ვდგავარ. მანქანა მწყობრშია და იმედი მაქვს, რომ ტექდათვალიერებას წარმატებით გავივლი, მაგრამ ცენტრამე ვერ მივაღწიე იმხელა რიგებია“.

„ხომ იცოდა მთავრობამ, რომ ტექდათვალიერება ყველა მანქანას შეეხებოდა, რატომ არ იზრუნეს ამ საკითხზე და რატომ არ დაამატეს მსგავსი ცენტრები სხვა მუნიციპალიტეტებშიც?! ეს რიგები უფრო გაიზრდება, ახლა მოიყვანენ იმ მანქანებს ვისად ტექდათვალიერების ვადა თებერვლამდე და მარტამდე აქვს“, – ამობობს ახალციხელი აკაკი ზაზაძე.

ავტომობილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ხარისხის მენეჯერის საშა ზედგინიძის განცხადებით, აღნიშნული ცენტრი მხოლოდ ახალციხის მუნიციპალიტეტზეა გათვლილი, პრობლემაც ამიტომ შეიქმნა: „ახალქალაქიდან და ნინოწმინდიდან არიან ჩამოსულები, უარს ვერავის ვეტყვით, ჩვენ ყველას ვემსახურებით, მაგრამ დიდი ნაკადის გამო სამწუხაროდ მძღოლებს რიგში დგომა მაინც უწევთ. ჩვენი ცენტრი გათვლილია ახალციხეზე, რომელსაც სრულად დავაკმაყოფილებდით, რომ არა ფორსმაჟორული მდგომარეობა. ახალქალაქში ჯერ კიდევ ოქტომბერში უნდა გახსნილიყო ცენტრი, რომელიც ორი ხაზით იქნებოდა. ჩვენ როგორც ვიცით ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ვერ მოახერხა დროულად მშენებლობის დასრულება და შეჩერებულია, ამიტომ ვართ ასეთ მდგომარეობაში“, –განმარტავს საშა ზედგინიძე და ამატებს რომ იგივე მიზეზის გამოა შეჩერებული ცენტრის მშენებლობა ბორჯომშიც.

ახალციხეში ავტომობილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრი კერძო კომპანიაა და ის რამდნეიმე ათეული წელია ფუნქციონიერებს.

ეკონომიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მსგავსი რიგებია ტექდათვალიერების თითქმის ყველა ცენტრთან.

იგეგმება თუ არა ახალი ცენტრების მშენებლობა რეგიონში ამ კითხვაზე პასუხს სამინისტროდან ამ დრომდე ველოდებით.

‘სამი ღამეა მანქანაში გვძინავს’ – რეგიონში ტექდათვალიერების ცენტრის დამატებას ითხოვენ

‘სამი ღამეა მანქანაში გვძინავს’ – რეგიონში ტექდათვალიერების ცენტრის დამატებას ითხოვენ



[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


20.05.2019 ‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში

14.05.2019 ახალციხის სამუსიკო სკოლის მოსწავლემ გრან-პრი მოიპოვა

13.05.2019 მიხეილ ბატიაშვილი: სექტემბრიდან მასწავლებლების ნაწილს ხელფასი გაეზრდება

13.05.2019 პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.05.2019 მძლეოსნობაში ‘სასკოლო ოლიმპიადის’ ფინალში ახალციხის ორი გუნდი გადავიდა

20.05.2019 სამშენებლო მტვერში გახვეული აბასთუმანი–როგორ ხვდება სეზონს კურორტი

20.05.2019 NDI: არაქართულენოვან არხებს ინფორმაციის მისაღებად ყველაზე ხშირად უმცირესობები იყენებენ

20.05.2019 NDI: სომხურ დასახლებებში, უმრავლესობა ‘საბჭოთა კავშირის’ დაშლას უარყოფითად აფასებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ტექდათვალიერების ცენტრთან ავტომობილების რიგებია
ახალქალაქსა და ბორჯომში ტექდათვალიერების ცენტრები გაიხსნება
რამდენი ლარით დაჯარიმდებით  თუ ტექდათვალიერებას არ გაივლით
მოძრავი ტექდათვალიერების ცენტრი ახალქალაქიდან ახალციხეში ჩამოიტანეს
სამცხე–ჯავახეთში ტექდათვალიერებას დღეში, საშუალოდ, 10 მანქანა გადის
მძღოლები ტექინსპექტირებისთვის ახალქალაქიდან ახალციხეში ჩამოდიან
დღეიდან მანქანების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მეორე ეტაპი დაიწყო