FM97.5 / LIVE

პაატა იმნაძე:’ ჩვენი სამწუხარო პროგნოზი გამართლდა, წითელამ ისევ მკვეთრად მოიმატა’

მთავარისიახლე, საზოგადოება 24.01.2019
ქვეყანაში წითელათი ინფიცირების 580 შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

პაატა იმნაძე:’ ჩვენი სამწუხარო პროგნოზი გამართლდა, წითელამ ისევ მკვეთრად მოიმატა’

პაატა იმნაძე აცხადებს, რომ სამწუხარო პროგნოზი წითელას ეპიდაფეთქებასთან დაკავშირებით გამართლდა. ქვეყანაში დაფიქსირებული 580 შემთხვევიდან, ყველაზე მეტი შემთხვევები დაფიქსირდა თბილისში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში.

„მოგეხსენებათ, დაიწყო საკმაოდ აქტიურად აცრების კამპანია და არასრული მონაცემებით ბოლო სამ დღეში 12 000 ჩვენი მოქალაქე აიცრა. გრიპისგან განსხვავებით, წითელას ვერაფერი გააჩერებს აცრების გარდა",- ამბობს პაატა იმნაძე.

შეგახსენებთ, რომ , წითელას ვაქცინაცია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში საგანგებო რეჟიმში გრძელდება. მოქალაქეებმა, ვისაც ვაქცინაცია ჩატარებული არ აქვს, ან არ ფლობს დადასტურებულ ინფორმაციას, არის თუ არა იმუნური ინფექციის მიმართ, ვაქცინის გასაკეთებლად პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებას უნდა მიმართონ. ვაქცინაცია სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე კვირის ბოლომდე, 25 იანვრის ჩათვლით, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა ბაღში წითელას აცრის შესახებ ცნობა უნდა წარადგინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში აღარ დაიშვებიან. აცრა სავალდებულოა ბაღში დასაქმებულებისთვისაც.

ნახეთ რომელ მუნიციპალიტეტში სადაა აცრა შესაძლებელი:

ახალციხე – რუსთაველის N105 ა.

ახალციხე – ახალქალაქის გზატკეცილი N3.

ადიგენი - ბალახაშვილის N11.

ახალქალაქი – აღმაშენებლის N31.

ასპინძა – შალვა ახალციხელის N1ა.

ნინოწმინდა – თავისუფლების N48.

[sknews.ge]


20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

13.03.2020 ამერიკელი დიპლომატები ქართველ ბავშვებს წიგნებს ონლაინ წაუკითხავენ

11.03.2020 სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

27.03.2020 ‘მორწმუნე საზოგადოებას დიდი გამოცდის ჩაბარება უწევს’- დეკანოზი ნიკოლოზ აბრამაშვილი

27.03.2020 ‘ამბობდნენ, მოკალით პეტროსიანიო’ – რას ჰყვება ყოფილი დეპუტატი ახალქალაქში მომხდარ სროლაზე

27.03.2020 ბავშვთა ვაქცინაცია უწყვეტად უნდა გაგრძელდეს - დაავადებათა კონტროლის ცენტრი

27.03.2020 დღეს არსად არ არის შეკრების დრო, არც სამეგობროში და არც ეკლესიებში - პაატა იმნაძე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბაღებში თანამშრომლებისა და ბავშვებისთვის წითელაზე აცრა სავალდებულო გახდა
წითელას აცრის გაკეთება შაბათ–კვირასაც შესაძლებელია
ახალციხეში წითელას ვირუსზე 100-მდე ბავშვი აიცრება
სადაა შესაძლებელი წითელაზე აცრა სამცხე–ჯავახეთში
ბორჯომსა და ასპინძაში წითელას შემთხვევები დაფიქსირდა
სად არის შესაძლებელი წითელას ვაქცინაცია
ახალციხის ბაღების გაერთიანება წითელას აცრასთან დაკავშირებით მშობლებს მიმართავს