FM97.5 / LIVE

თვითმმართველობებში დაგეგმილი ცვლილებები – რა წერია დეცენტრალიზაციის პროექტში

მთავარისიახლე, პოლიტიკა 23.01.2019
რა უნდა გაკეთდეს თვითმმართველობების რეალური დეცენტრალიზაციისთვის და რა საფრთხეებს ხედავენ დეცენტრალიზაციის პროექტის მომზადების პროცესში ექსპერტები.

თვითმმართველობებში დაგეგმილი ცვლილებები – რა წერია დეცენტრალიზაციის პროექტში

ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების და პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ როსებაშვილმა დღეს, 23 იანვარს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების მიზნით დეცენტრალიზაციის რეფორმაში უნდა იქნეს გათვალისწინებული.

სტრატეგიის დოკუმენტი სამ ძირითად პრინციპს ეყრდნობა. პირველი – ადგილობრივი თვითმმართველობების როლის გაზრდა საჯარო საქმეების მნიშვნელოვანი ნაწილის მოგვარებაში, მეორე – ადგილობრივი თვითმმართველობის უზრუნველყოფა შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსებით და მესამე – სანდო, ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და შედეგზე ორიენტირებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება.

2018 წლის აგვისტოდან, სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებაზე ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმისა და დეცენტრალიზაციის სამთავრობო კომისია მუშაობს. ამავე კომისიის გადაწყვეტილებით შეიქმნა სამი სამუშაო ჯგუფი. ასევე, სტრატეგიის პროექტის დამტკიცებამდე, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, საჯარო კონსულტაციებს მართავს მუნიციპალიტეტებთან. დოკუმენტში საჯარო თვითმმართველობების წარმომადგენლების შენიშვნები და პოზიციები ასახული იქნება. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა დღევანდელი შეხვედრა, რომელსაც რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

"დღეიდან აქტიურ კომუნიკაციაზე გადავდივართ. თვითმმართველობებისთვის უფლებამოსილების გადაცემამდე ყველა დეტალი უნდა იყოს სათანადოდ შესწავლილი“, – განაცხადა შეხვედრაზე ნიკოლოზ როსებაშვილმა.

მისი თქმით, წლების წინ მუნიციპალიტეტებზე გადაცემული დელეგირებული უფლებამოსილებები ხშირად ბუნდოვანი და გაურკვეველი იყო: "მაგალითად, როცა მუნიციპალიტეტებს გადაეცა სამხედრო გაწვევის სამსახური, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების საკითხი და ა.შ. გაურკვეველი იყო თუ რა პრინციპით ხდებოდა ფინანსთა სამინისტროდან ფინანსების გადმოცემა ამ უფლებამოსილებების განსახორციელებლად. ახალი სტრატეგიის განსაზღვრის სამოქმედო გეგმაში შემუშავეულია შესაბამისი წესი, ფორმულა და მექანიზმი იმისა თუ როგორ გადმოყვეს ამ უფლებამოსილების განხორციელებას შესაბამისი თანხები“.

დეცენტრალიზაციის ახალი დოკუმენტის მიხედვით მოქალაქეების სოციალური დახმარების საკითხები ადგილობრივ დონეზე გადაწყდება.

„როცა მოქალაქე დახმარების თხოვნით ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობას ერთდროულად მიმართავს, ეს ორი სამსახური ერთმანეთს ფარავს. ამის გამო ხშირად მუნიციპალიტეტშიც ქაოტურად იგეგმება სოციალური პროგრამები. ეს არის არგუმენტი იმისა, თუ რატომ შეიძლება ვიფიქროთ სოციალური შემწეობის გაცემის უფლებამოსილება გადავიდეს თვითმმართველობაზე“, – აცხადებს როსებაშვილი.

თვითმმართველობებისთვის იგეგმება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, თეატრებისა და მუზეუმების გადაცემაც.

„ეს ყველაფერი დღეს ცენტრალური ხელისუფლების და კონკრეტული უწყების მიერ იმართება, ამიტომ თვითმმართველობებს არ შეუძლიათ მათი შენობა–ნაგებობების მართვაზე გავლენის მოხდენა. ამ დროს კი ცენტრალური მართვა ოპერატიული არ არის“, – ამბობს როსებაშვილი.

მეორე სტრატეგიული მიზანი, რაზეც შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს, მუნიციპალიტეტების ფინანსური გაძლიერებაა. დოკუმენტის მომზადებისას აქტიურად განიხილება მუნიციპალიტეტებზე ლიცენზიების და ნებართვების გაცემის უფლების მინიჭება. როგორც როსებაშვილი ამბობს, საუბარია მოსაკრებლის საკითხზეც: „ხომ არ ვიფიქროთ იმაზე, რომ რაიმე მოსაკრებლის სახე იქნას დამატებული ადგილობრივ მოსაკრებელთა შესახებ კანონში მუნიციპალიტეტებისთვის. მაგალითისთვის გეტყვით, რომ იქ, სადაც ტურისტული დასახლებებია, მათთვის აქტუალური იყო თემა ტურისტული მოსაკრებლის შემოღებაზე“.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ცენტრალური ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტების დაფინანსების გაზრდის საკითხის მოწესრიგებაც: „წინა მოდელის შემთხვევაში თუ მუნიციპალიტეტი გაზრდიდა საკუთარ შემოსავლებს კონკრეტული ციფირით, ზუსტად იმ თანხის ოდენობით ნაკლებ ტრანსფერს აძლევდა ფინანსთა სამინისტრო. ეს ერთგვარ დემატივატორად ითვლებოდა, ახალი მოდელის მიხედვით,მიუხედავად იმისა თუ რა რაოდენობით გაზრდით თანხას, ფინანსთა სამინსიტროდან გასანაწილებელ თანხებში დაკლებული აღარ იქნება. 2019 წლიდან ახალი მოდელი ამოქმედდა, მანამდე იყო საკმაოდ კომპლექსური, რთული და გაუგებარი ფრომულა. მუნიციპალიტეტებზე გადანაწილდება ქვეყნის მთლიანი დღგ–ს 19%, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: მუნიციპალიტეტის ფართობი, მოსახლეობის რაოდენობა, ნულიდან ექვს წლამდე, ასევე, ექვსიდან 18 წლამდე ბავშვების და მაღალმთიანი დასახლებების რაოდენობა“.

2019 წლიდან მუნიციპალიტეტების დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და არ შემცირდება. ახალი მოდელის მიხედვით, 2021 წლამდე გასანაწილებელი თანხები მხოლოდ თბილისისთვის იქნება კლებადი.

თვითმმართველობებში დაგეგმილი ცვლილებები – რა წერია დეცენტრალიზაციის პროექტში

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს სტრატეგიის მესამე პრინციპზე, ეს არის სანდო, ანგარიშვალდებული, გამჭირვალე და შედეგზე ორიენტირებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება.

„ესაა მართვისა და ხარისხიანი მომსახურების მიწოდების, ასევე ინოვაციური სისტემების დანერგვა. აქ იგულისხმება მუნიციპალიტეტებში ერთიანი ელექტრონული სისტემების დანერგვა. ნებისმიერ მოქალაქეს უნდა შეეძლოს ელექტრონულად მიიღოს მომსახურება დაწყებული სოციალური სერვისიდან, დამთავრებული მშენებლობის ნებართვით. 2019 წლიდან იგეგმება მუნიციპალიტეტებთან ამ პროგრამის დანერგვა. 64–ვე მუნიციპალიტეტში არსებული პროგრამები უკვე შესწავლილია“, – ამბობს როსებაშვილი.

თვითმმართველობის ეფექტიანი მუშაობისთვის ასევე, იგეგმება ადგილობირივი სტატისტიკური მონაცემების მუნიციპალიტეტებში შეგროვება და დამუშავება. აღნიშნულ საკითხზე სტატისტიკის სამსახურთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტების მუშაობაში მოქალაქეების ჩართვის კუთხით კი ყურადღება მიექცევა პეტიციების გაკეთებას, მრჩეველთა საბჭოს მუშაობასა და საერთო კრებების ჩატარებას.

შეხვედრის ორგანიზატორების განმარტებით, სტრატეგიული დოკუმენტის მომზადების პროცესი შემოწმდება სპეციალური ინდიკატორებით, თუ რამდენად შესრულდა დასახული მიზნები და ამოცანები.

დეცენტრალიზაციის პროექტის საჯარო განხილვებში აქტიურად არიან ჩართული კოალიციის „ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის“ წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც ფისკალური და ქონებრივი დეცენტრალიზაციის შესახებ საკუთარი წინადადებები მთავრობას უკვე წარუდგინეს.

„ჩვენ არა მარტო შენიშვნები, არამედ ინიციატივები გვაქვს შეთავაზებული. ფინანსური გათვლებიდან დაწყებული ქონებამდე დამთავრებული, ყველაფერზე გავუგზავნეთ ძალიან კონკრეტული გადაწყვეტილებები, მაგრამ სტრატეგიაში ეს არის ასახული ზეპირსიტყვიერად. ნებისმიერ სტრატეგიას უნდა ახლდეს ძალიან მკაფიო, კონკრეტული ინდიკატორი, რაც ამას სამწუხაროდ არ აქვს. კონკრეტიკის გარეშე სტრატეგია გამოიყურება კეთილი სურვილების დეკლარაციად, ეს კი არ არის სტრატეგია. ნებისმიერ სახელმწიფოში სტრატეგიამ მოქალაქეს მკაფიოდ უნდა დაანახოს შვიდი წლის შემდეგ სად ვიქნებით“, – ამბობს კოალიცია „ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის“ წევრი ირაკლი მელაშვილი.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მიესალმებიან ინიციატივას და აცხადებენ, რომ მოსახლეობისთვის უკეთ მომსახურების მიზნით მთელი რიგი ცვლილებებია საჭირო, ამიტომ ისინი სტრატეგიის დოკუმენტის მომზადებაში აქტიურად ჩაერთვებიან.

შეგახსენებთ, რომ დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მოამზადა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.11.2019 ‘მე ვირჩევ თანასწორობას’ - საინფორმაციო კამპანია სამცხე-ჯავახეთში

20.11.2019 ბაღინაშვილის ქუჩის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს

20.11.2019 ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს ორი ახალი კოტეჯი დაემატა

20.11.2019 ახალციხის მერია საახალწლოდ ტკბილეულს შეიძენს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში დეცენტრალიზაციის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება
ახალციხეში დეცენტრალიზაციის პროექტს იხილავენ
'ვაგრძელებთ ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტების გაძლიერებას' – ცქიტიშვილი
ირაკლი კობახიძე: ‘დეცენტრალიზაცია მთავრობის მთავარი პრიორიტეტია’
სამცხე-ჯავახეთში რეგიონული განვითარების სტრატეგიული გეგმა განიხილეს
ახალციხეში თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელეს
სამცხე–ჯავახეთის საკონსულტაციო საბჭო სამუშაო შეხვედრებს მართავს