FM97.5 / LIVE

მოსწავლეზე შესაძლო ძალადობის გამო, N5 სკოლიდან მასწავლებელი გაათავისუფლეს

მთავარისიახლე, სამართალი 23.01.2019
ახალციხეში, მეხუთე სკოლაში, მეხუთე კლასის მოსწავლეზე შესაძლო ძალადობის გამო, მათემატიკის მასწავლებელი თემურ ხუციშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ხუციშვილი ამბობს, რომ უდანაშაულოა და სასამართლოში ჩივილს აპირებს.

მოსწავლეზე შესაძლო ძალადობის გამო, N5 სკოლიდან მასწავლებელი გაათავისუფლეს

37–წლიანი მუშაობის შემდეგ, თემურ ხუციშვილს სკოლა 28 დეკემბერს დაატოვებინეს. მიზეზი მეხუთე კლასთან ჩატარებული ერთ–ერთი გაკვეთილი გახდა. როგორც ამ კლასის მოსწავლეები „სამხრეთის კარიბჭესთან“ ყვებიან, მათემატიკის გაკვეთილზე მათ მასწავლებელს მობილური ტელეფონი დაფის უკან დაუმალეს, შემდეგ კი რამდენჯერმე დაურეკეს: „რომ ვერ აგნებდა საიდან რეკავდა ტელეფონი, ეძებდა და ამაზე ვიცინოდით. წყობილებიდან გამოვიდა. მერე ერთი ჩვენი კლასელი ბიჭი ოთახიდან გაიყვანა, ის ყველაზე მეტს იცინოდა და იმიტომ“.

მოსწავლის მამა, რომელსაც საკლასო ოთახი დაატოვებინეს, ამბობს, რომ მის შვილს მათემატიკის მასწავლებელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა: „ხელით გამოიყვანა კლასიდან და ანჯღრია“.

მათემატიკის მასწავლებელი ძალადობის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს, თუმცა, იმას რომ მოსწავლეს ოთახი დაატოვებინა ადასტურებს: „გაკვეთილის ჩატარებაში ხელს მიშლიდა და გარეთ გავაგდე, ეს მანდატურმა დაინახა და მერე ამ საქმის შესწავლა დისციპლინურმა კომიტეტმა დაიწყო“.

მანდატურის სამსახურში მომხდარზე არ საუბრობენ. დისციპლინურ კომიტეტში კი მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ბავშვზე შესაძლო ძალადობის ფაქტი შეისწავლეს. „გადაწყვეტილების შესახებ ზემდგომ ორგანოებს ჰკითხეთ“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში დისციპლინური კომიტეტის ერთ–ერთმა წევრმა სოფო მაისურაძემ.

დისციპლინური კომიტეტის სხდომას თემურ ხუციშვილი არ დასწრებია: „მაღალი წნევა მქონდა და არ ვიყავი. საქმის არსებითი განხილვის დროს მე მხარი კომიტეტის სამმა წევრმა დამიჭირა, ხუთმა კი ჩათვალა, რომ ჩემ ქმედებაში ძალადობის ფაქტი იკვეთებოდა“.

მეხუთე სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე თემურ ხუციშვილის სკოლიდან გათავისულფების მიზეზებზე არ საუბრობს. „სამხრეთის კარიბჭემ“ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო დისციპლინურმა კომიტეტმა და რა გახდა ხუციშვილის სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი, სკოლიდან წერილობით გამოითხოვა, თუმცა, ჯერ პასუხი არ მიგვიღია.

„სკოლიდან ჩემი გათავისუფლების მიზეზი შეკერილი და გამოგონილია. დირექტორმა მითხრა, ბავშვი ფიზიკურ შეურაცხყოფაში გდებს ბრალსო, მაგრამ ამ ბავშვმა თვითონ ვერ ახსნა, რა იგულისხმა ფიზიკურ შეურაცხყოფაში. რეალურად იმის გამო გამათავისუფლა დირექტორმა, რომ მასთან დაძაბული ურთიერთობა მქონდა, ჩემი კრიტიკა სულ აღიზიანდებდა“, – ამბობს თემურ ხუციშვილი.

მეხუთე კლასელი ბიჭის ნახვა, რომელსაც სავარაუდოდ, მასწავლებელმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, „სამხრეთის კარიბჭემ“ ვერ შეძლო. „ბავშვი ადიგენშია და ორი კვირა აქ არ იქნება“, – გვითხრა მამამ.

იურისტის ეკა აბაშიძის განცხადებით, თუ სკოლაში ბავშვზე ძალადობის ფაქტს ჰქონდა ადგილი, სკოლის ადმინისტრაცია კანონით ვალდებული იყო, რომ მომხდარის შესახებ სოციალური სამსახურისთვის და პოლიციისთვის შეეტყობინებინა. თუმცა, როგორც აღნიშნული უწყებებში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, მსგავსი ინფორმაცია არ შესულა.

„ყველა ძალადობის შემთხვევა უნდა ეცნობოს აუცილებლად სოციალური მომსახურეობის სააგენტოს. არ აქვს მნიშვნელობა ვის მიმართ იყო ძალადობა. სკოლას ჩვენთვისაც უნდა მოემართა და პოლიციისთვისაც“, – გვითხრა სოციალური მომსახურების სააგენტოს მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სამმართველოს უფორსის მოვალეობის შემსრულებელმა მარიკა მათიაშვილმა.

თემურ ხუციშვილი გადაწყვეტილებას სამსახურიდან მისი გათავისუფლების შესახებ სასამართლოში ასაჩივრებს. ამბობს, რომ საჩივარს ადვოკატთან ერთად უკვე ამზადებს.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


11.09.2019 ახალქალაქის ერთ სკოლაში 16 სექტემბერს სწავლა არ დაიწყება

10.09.2019 ახალციხეში წარჩინებულ სტუდენტებს წიგნები გადასცეს [ფოტო]

10.09.2019 ახალ სასწავლო წელს ანდის სკოლას მოსწავლეები არ ეყოლება

10.09.2019 ახალციხის მეორე სკოლაში სარემონტო სამუშაოები სწავლის დაწყებამდე ვერ დასრულდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.09.2019 ახალციხის ციხეზე, მუზეუმთან შენობის ჭერი დაზიანებულია

12.09.2019 თისელის სამონასტრო კომპლექსს რესტავრაციისთვის ამზადებენ

11.09.2019 დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს მოუწოდებს ბავშვები წითელაზე აცრან

11.09.2019 მორწმუნეები თავკვეთულას ტაძარში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

მსგავს თემაზე

N5 სკოლაში მოსწავლეზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო
ახალციხის მეხუთე სკოლიდან გათავისუფლებულმა მასწავლებელმა სასამართლოში იჩივლა
თემურ ხუციშვილის პროცესზე მოსწავლეები და მასწავლებლები დაიკითხნენ
ბორჯომის სკოლაში მოსწავლის შეურაცხყოფისთვის მასწავლებელმა სასტიკი საყვედური მიიღო
სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებლის პროცესზე მოწმეები არ მივიდნენ
მეხუთე სკოლის მასწავლებელმა, რომელსაც მოსწავლეების ცემაში ადანაშაულებენ, სკოლის დატოვება გადაწყვიტა
მასწავლებელმა ნინო ბლუაშვილმა N5 სკოლა დატოვა