FM97.5 / LIVE

შემოსავლების სამსახური მინარეთის დემონტაჟს სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობით ხსნის

მთავარისაზოგადოება 26.08.2013
შემოსავლების სამსახური ადიგენის რაიონის სოფელ ჭელში მინარეთის დემონტაჟს სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობით ხსნის.

შემოსავლების სამსახური მინარეთის დემონტაჟს სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობით ხსნის
შემოსავლების სამსახურმა სოფელ ჭელაში მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მინარეთის ასაწყობი ლითონის კონსტრუქცია თურქეთის რეპუბლიკიდან საქართველოში ინდ/მეწარმე ჯამბულ აბულაძემ 14 ივლისს შემოიტანა.

"საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციის დამუშავების, გაცვლისა და რისკების მართვის სამმართველოს მიერ, ელექტრონული ბაზის ანალიზის შედეგად შეირჩა კონკრეტული სეს ესნ. კოდით ასახული სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია. აღნიშნული დოკუმენტაციის ანალიზის შემდგომ გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებული საქონლის არასწორად კლასიფიცირებამ შეიძლება გამოიწვიოს იმპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება. აღნიშნული ოდენობის შემცირების დადგენა ფიზიკური დათვალიერებისა და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის გარეშე შეუძლებელია.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ინსტრუქციის 113-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, 115-ე მუხლის შესაბამისად დაინიშნა ინდ/მეწ. „ჯამბულ აბულაძე“-ს (ს/ნ 03001016768) მიერ მიმდინარე წლის 14 ივლისს N11112/C-12971 სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი გასვლითი შემოწმება.

21 აგვისტოს, შემმოწმებელთა ჯგუფი მივლინებულ იქნა ინდ/მეწ. ,,ჯამბულ აბულაძე’’-ს იურიდიულ მისამართზე, რათა განეხორციელებიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობები. შემმოწმებელთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი N39828 ბრძანება - საქონლის გაშვების შემდგომი გასვლითი შემოწმების შესახებ ჩაბარდა ჯამბულ აბულაძის მეუღლეს. აღნიშნული ბრძანება ასევე გაგზავნილი იქნა საქართველოს ფოსტით და ატვირთა პირის ელექტრონულ მისამართზე.

ვინაიდან მინარეთის კონსტრუქცის წონა და სასაქონლო კოდი შესაძლოა არ შეესაბამებოდეს დეკლარირებულ მონაცემებს, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით 26 აგვისტოს, მოხდა მისი დემონტაჟი. ამასთან აღსანიშნავია, რომ მინარეთის კონსტრუქციის დემონტაჟს და შემდგომ მისი აღდგენით სამუშაოებს უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახური.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური თხოვნით მიმართავს ადგილობრივ მოსახლეობას, ყველა დაინტერესებულ პირს, არ დაუშვან აღნიშნული ფაქტის პოლიტიზირება და შესაბამის სამსახურებს მიეცეთ საშუალება სწრაფად და სრულყოფილად ჩაატარონ სასაქონლო ექსპერტიზა", - ნათქვამია განცხადებაში.

[sknews.ge]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.10.2020 როგორ შეიძლება გაზის მომსახურების საფასურის გადახდა ახალციხეში

19.10.2020 momxmarebeli.ge: 15 სარეცხ საშუალებაში ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა, ორში ტყვია

18.10.2020 წირვა–ლოცვის შემდეგ ტაძრებში უნდა ჩატარდეს დეზინფექცია – საპატრიარქო

18.10.2020 მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

შემოსავლების სამსახურმა ახალი განცხადება გაავრცელა
TI: 'შემოსავლების სამსახურს არ ჰქონდა მინარეთის დემონტაჟის უფლება'
შემოსავლების სამსახური:18,919 ლარის საქონელი პირს ელექტრონული ზედნადების გარეშე გადაჰქონდა
არასამთავრობოები ჭელის საქმის გამოძიებას ითხოვენ
[sknews.ge]შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საგადასახადო სამართალდარღვევის 399 ფაქტი გამოავლინეს
შემოსავლების სამსახური: 435 სამართალდარღვევა ერთ კვირაში
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საგადასახადო სამართალდარღვევის 330 ფაქტი გამოავლინეს