FM97.5 / LIVE

ბორჯომში სეზონის ჩავარდნის ეშინიათ

მთავარიეკონომიკა 05.06.2012
წვიმიანი ამინდების გამო ბორჯომში საკურორტო სეზონი ჯერ არ დაწყებულა. ამინდებთან ერთად დისკომფორტს გადათხრილი ქუჩებიც ქმნის

ბორჯომში  სეზონის ჩავარდნის ეშინიათ

ბორჯომში დამსვენებლები ყოველწლიურად პირველი ივნისიდან ჩამოდიან. თუმცა, წვიმიანი ამინდების გამო, სახლებისა და სასტუმროების უმეტესობა ჯერ-ჯერობით თავისუფალია. ადგილობრივები შიშობენ, რომ რადგან ზაფხულის პირველ დღეებში წვიმები დაემთხვა, სავარაუდოდ ასე გაგრძელდება და შესაძლოა საკურორტო სეზონი ჩავარდეს.

ამ ეტაპზე დამსვენებლებს ბორჯოის ცენტრალურ პარკშიც იშვიათად შეხვდებით. ძირითადად ადგილობრივები და ექსკურსიაზე ჩამოსული მოსწავლეები გხვდებიან.

ბორჯომში  სეზონის ჩავარდნის ეშინიათ

თბილისელი ქეთევან ზამბახიძე ცხრა დღეა რაც ბორჯომში, ორ შვილთან ერთად ისვენებს. ამბობს, რომ უამინდობა დისკომფორტს უქმნის. თუმცა, კურორტში რამდენიმე დღე კიდევ დარჩება.

- ”ბავშვებს ბრონხები აწუხებთ და სუფთა ჰაერი სჭირდებათ. ბორჯომში დასასვენებლად მაისის თვე სპეციალურად შევარჩიე, ამ დროს დამტვერვა იწყება ხოლმე. თავიდან რამდენიმე დღე კარგი ამინდები იყო და ფიჭვის მტვერიც იგრძნობოდა, მერე წვიმები დაიწყო და მტვერიც აღარაა. მაგრამ ბავშვების ჯანმრთელობას უკეთესობა ნამდვილად ეტყობა”, - ამბობს იგი.

უამინდობის გარდა დამსვენებლები ბორჯომში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამოც იგვიანებენ. ბორჯომის პარკის შესასვლელში თითქმის ყველა სახლთან ან ხარაჩოები დგას ან დანგრეულია და თავიდან აშენებენ.

ის ოჯახები, ვისი სახლიც სამშენებლო სამუშაოებში მოხვდა, დროებით ნაქირავებ ბინებში ცხოვრობენ, რომელიც ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ უქირავა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება სანატორიუმ ”ფირუზას” პირველ კორპუსსაც. ის ოჯახებს, რომლების ოცი წლის წინ ამ სანატორიუმში შესახლდნენ, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ყოფილი პროფ-ტექნიკუმის საერთო საცხოვრებელში შეასახლა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სამშენებლო სამუშაოები 15 ივლისისთვის უნდა დასრულდეს. თუმცა, ეეჭვებათ, რომ ამ სეზონისთვის სახლების სტუმრების მიარებად მომზადება შეძლონ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გვარწმუნებენ, რომ კურორტი დამსვენებელს მომზადებული ხვდება. მათი პროგნოზით, წინა წლებთან შედარებით, წელს ბორჯომი მეტ უცხოელ ტურისტს უმასპინძლებს.

- „ბოლო ორი-სამი წლის ტენდენციას თუ გავითვალისწინებთ, შემოსული ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. შარშან ძალიან დიდი მატება გვქონდა, განსაკუთრებით უცხოელი ტურისტების. რაც შეეხება შიდა ტურიზმს, ბორჯომი სეზონზე 90 პროცენტით მაინც ყოველთვის იტვირთება“, - ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი ტურიზმის საკითხებში ქეთი ბეროზაშვილი და ამატებს, რომ საკურორტო სეზონის დაწყებისთვის გასათვალისწინებელია ამინდიც და წვიმიანი ამინდების დროს სეზონი ცოტა გადაიწევს.

ბორჯომში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების გამო ამ ეტაპზე დამსვენებელს ის ოჯახები მიიღებენ, ვის სახლსაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ არ უტარდება.

საკურორტო სეზონისთვის ბორჯომელი ტარიელ ხითარიშვილიც მოემზადა: „ორ ოთახს ვაქირავებთ, ოჯახში ორი პენსიონერი ვცხოვრობთ და ჩვენი შემოსავალიც ესაა. მნიშვნელობა არ აქვს სად ბინას რომელ ქუჩაზე აქირავებ, ფასი კლიენტზეა დამოკიდებული. ძირითადად 10-15 ლარიდან იწყება და საცხოვრებელი პირობების მიხედვით ემატება“ .

ადგილობრივების თქმით, ბორჯომში სასმელი წყლის პრობლემა კვლავ მოუგვარებელია. ონკანში ჭუჭყიანი წყალი მოდის, რაც წვიმიანი ამინდების დროს განსაკუთრებით შეიმჩნევა.

- „ისეთი ჭუჭყიანი წყალი მოდის, ხალხმა ეს რომ გაიგოს, სულ აღარ ჩამოვა“, - ამბობს 9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრები ქალბატონი, რომელიც პრესასთან ვინაობას არ ამხელს. მისი ოჯახისთვისაც ზაფხულში ბინის გაქირავებით აღებული თანხა ძირითადი შემოსავალია. იმის გამო, რომ ზაფხულში ბევრი დამსვენებელი არ ჰყავს, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ვერ ახერხებს, - დამსვენებელს ყველაფერი ახალი და კომფორტული უნდათ. მაგრამ მე საამისო პირობები არ მაქვს, ჩემთან ძირითადად მარტო ღამის გასათევად თუ მოდიან. ახლა გაქირავებული მაქვს და ღამეში ექვს ლარს მიხდიან“.

მოესწრება თუ არა საკურორტო სეზონს ყველა სახლისა თუ შენობის რეაბილიტაცია, უახლოეს მომავალში გაირკვევა. ისინი, ვისაც სარემონტო სამუშაოები არ ეხება, დამსვენებელს უკვე ელოდებიან.

ბორჯომში  სეზონის ჩავარდნის ეშინიათ

[თამარ თოთაძე, ბორჯომი]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომელებს საკურორტო სეზონმა იმედები გაუცრუა
ბორჯომში წელს ტურისტების დიდ რაოდენობას ელიან
აბასთუმანი დამსვენებელს ელოდება
საკურორტო სეზონის ამბები ბორჯომიდან [ფოტო]
სამშენებლო მტვერში გახვეული აბასთუმანი–როგორ ხვდება სეზონს კურორტი
წაღვერმა დამსვენებელი დაკარგა
ბორჯომი სამშენებლო მტვერში