FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის საფეხბურთო გუნდები წელსაც ლიგაში დარჩენას ეცდებიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.01.2019
ზრდასრულთა პროფესიული ფეხბურთის ოთხ ლიგაში სამცხე–ჯავახეთიდან სულ სამი საფეხბურთო გუნდი ასპარეზობს, ახალციხიდან „მესხეთი“, ბორჯომიდან კი „თორი“ და „ბორჯომი“. გუნდები ახალ საფეხბურთო სეზონს სპონსორების გარეშე იწყებენ.

სამცხე–ჯავახეთის საფეხბურთო გუნდები წელსაც ლიგაში დარჩენას ეცდებიან

რეგიონის მასშტაბით ყველაზე წარმატებული გუნდი ბორჯომის საფეხბურთო კლუბი „ბორჯომია“, რომელიც კაცთა ეროვნული ჩემპიონატის რანგით მესამე დივიზიონში (ლიგა 3) ასპარეზობს. გუნდმა 38 მატჩში 61 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილი დაიკავა.

„ბორჯომის“ მთავარი მწვრთნელი ამბობს, რომ შედეგით კმაყოფილია, რადგან მეშვიდე ადგილის დაკავებით გუნდი მომავალ წელსაც ლიგა 3–ში იასპარეზებს: „ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე სეზონს წარმატებულად ვაფასებ, ჩვენი მიზანი პირველ 10 გუნდში მოხვედრა იყო, მარტში ახალი სეზონი იწყება და 20 გუნდის ნაცვლად 10 გუნდი დარჩა, მათ შორის ჩვენც. ახალ სეზონში მიზანი ზედა ხუთეულში მოხვედრა იქნება“.

კლუბ „ბორჯომში“ საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან რვა მოწვეული ფეხბურთელი ირიცხება, როგორც გუნდის მთავარი მწვრთნელი კობა თედიაშვილი ამბობს, შარშან მცირე ფინანსებით ადგილობრივი ორგანიზაცია დაეხმარა: „ორგანიზაციამ ავტომობილი, ტელევიზორი და ვიდეოკამერა შეგვიძინა მატჩების გასარჩევად, ეს წარმატების მიღწევაში დაგვეხმარა“.

გარდა ამისა, გუნდი „ლიგა 3“–ში მონაწილეობისთვის ფეხბურთის ფედერაციის „ფეხბურთის განვითარების ფონდისგან“ 200 000 ლარს ფეხბურთელების ხელფასებისა და პრემიებისთვის ყოველი სეზონის დასაწყისში იღებს.

საფეხბურთო სეზონი სამცხე–ჯავახეთიდან კიდევ ორმა გუნდმა, ბორჯომის „თორმა“ და ახალციხის „მესხეთმა“ დაასრულეს, თუმცა ბორჯომის „ბორჯომისგან“ განსხვავებით, „თორი“ და „მესხეთი“ ეროვნული ჩემპიონატის უფრო დაბალ, რანგით უკანასკნელ ლიგაში ასპარეზობდნენ.

სამცხე–ჯავახეთის საფეხბურთო გუნდები წელსაც ლიგაში დარჩენას ეცდებიანორივე გუნდის მიზანი პროფესიული ფეხბურთის ბოლო, რეგიონალურ ლიგაში ადგილის შენარჩუნება იყო, რადგან გამოვარდნის შემთხვევაში გუნდები დაფინანსების ერთადერთ წყაროს, ტურნირში მონაწილეობისთვის „განვითარების ფონდის“ მიერ გამოყოფილ 50–50 ათას ლარსაც დაკარგავდნენ. ცამეტ გუნდიან ჩემპიონატში ახალციხის „მესხეთმა“ თორმეტ შეხვედრაში 11 ქულა მოიპოვა და 11–ე პოზიცია დაიკავა. ბორჯომის „თორმა“ კი 15 ქულით 10–ე ადგილი დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივე გუნდი ახალ სეზონსაც ამ რეგონალურ ლიგაში დაიწყებს.

„ამ ფინანსებით მეტ წარმატებას ვერ მივაღწევთ, 60 000 ლარი რომ მქონდეს, ზედა ლიგაში (ლიგა 3) აღვზევდებოდით და ფინანსური მდგომარეობაც გამოსწორდება“ – გვიყვება საფეხბურთო კლუბ „მესხეთის“ მწვრთნელი გელა მაისურაძე და ამატებს, რომ აღნიშნული თანხის გამოყოფა მუნიციპალიტეტის მერს ზაზა მელიქიძეს რამდენჯერმე თხოვა.

იგივე პრობლემის წინაშეა ბორჯომის გუნდიც. საფეხბურთო კლუბ „თორის“ მთავარი მწვრთნელის განმარტებით, გუნდის მიზანი მომავალ წელსაც რეგიონალურ ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება: „გვაქვს მოლაპარაკებები მუნიციპალიტეტის მერიასთან და იმედი გვაქვს, რომ ფეხბურთელებისთვის ხელფასს გამოგვიყოფენ, საკმარისი ხელფასის არქონის გამო, ფეხბურთელები სხვა ქალაქებიდან ვერ მოგვყავს და გუნდში მხოლოდ ადგილობრივი, ბორჯომელი ბიჭები თამაშობენ“.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე ამბობს, რომ მათ ბიუჯეტის ფულით დახმარება არ შეუძლიათ, თუმცა გუნდებს სპონსორის მოძებნაში ეხმარებიან: „არ შეგვიძლია, რომ ფეხბურთელებს ხელფასი გამოვუყოთ, ხელფასს მათთვის ფეხბურთის განვითარების ფონდი გამოყოფს. ამჟამად გუნდს სპონსორის ძებნაში ვეხმარებით და სავარაუდოდ მათი დამფინანსებელიც მალე გამოჩნდება“.

მერის მოადგილის თქმით, ფეხბურთის მოყვარულებისთვის დადებითი სიახლე ის არის, რომ ფედერაციასთან ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციის საკითხი განიხილება: „ფედერაციასთან მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია, თუ შეთანხმება შედგა, სტადიონის ინფრასტრუქტურა განახლდება და მოწესრიგდება“.

ახალციხის მერიის ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის ევა იველაშვილის განმარტებით, საფეხბურთო კლუბის დაფინანსებისთვის კლუბთან მემორანდუმი უნდა არსებობდეს: „თუ ბიუჯეტში შესაბამისი მემორანდუმის საშუალებით ან რაიმე სხვა შეთანხმების ფარგლებში, პროგრამული ბიუჯეტის თანხა არაა გათვალისწინებული, შეუძლებელია საფეხბურთო გუნდი დაფინანსდეს“.

საფეხბურთო კლუბ „მესხეთის“ მთავარი მწვრთნელის გელა მაისურაძის განმარტებით კი კლუბს მერიასთან მემორანდუმი გაფორმებული არ აქვს.

ლიგა 3 და რეგიონალურ ლიგაში მოასპარეზე გუნდები ახალ სეზონს, უცვლელი მიზნებით მარტის თვეში დაიწყებენ.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ზაკის სკოლის მასწავლებელი: სამინისტრო საქვაბის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას აჭიანურებს

20.10.2019 ბორჯომში ანსამბლ 'ადილეის' კონცერტი გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის საფეხბურთო გუნდებმა ჩემპიონატის პირველი მატჩები გამართეს
‘თორი-დინამო’ - ბორჯომში რეგიონული ლიგა განახლდება
საფეხბურთო კლუბ ‘მესხეთს’  დაშლა ემუქრება
30 000 ლარი ბორჯომელი ფეხბურთელების წასახალისებლად
'მესხეთის' პრეზიდენტი: ფინანსური პრობლემების გამო გუნდი არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა
‘თორმა’ და ‘აბულმა’ შინ გაიმარჯვეს, ‘მესხეთი’ კი თბილისში დამარცხდა
‘მესხეთმა ‘ რეგიონულ ლიგაში თამაში დაიწყო