FM97.5 / LIVE

ერთი გარდაცვლილი და ოთხი დაშავებული – ავარია ნინოწმინდაში

მთავარისიახლე, სამართალი 23.01.2019
დღეს, 23 იანვარს, ნინოწმინდაში, სოფელ სათხასთან ორი მანქანის შეჯახების შედეგად შაუხნის კაცი გარდაიცვალა და ოთხი მგზავრი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა.

ერთი გარდაცვლილი და ოთხი დაშავებული – ავარია ნინოწმინდაში

შემთხვევა, დაახლოებით, 11:30 საათზე სოფელ სათხასთან მოხდა. ერთმანეთს „ჟიგულისა“ და „ოპელის“ მარკის მანქანები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად 1950 წელს დაბადებული კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ოთხივე დაშავებული ნინოწმიდნის საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა შეიყვანა. თუმცა მათ შორის ერთი, რომელის მდგომარეობაც მძიმეა, ახალქალაქის საავადმყოფოში გადაჰყავთ.

„სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ერთი კი რომელიც მძიმედ იყო, ახალქალაქის საავადმყოფოში გავწერეთ“, – გვითხრა ნინოწმინდის საავადმყოფოში მორგე ექიმმა ლამარა დემეტრაძემ.

მომხდარს ნინოწმინდის რაიონული სამმართველო სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით იძიებს, რაც ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რომლის შედეგადაც ადამიანი გარდაიცვალა.

[მარიამ ბარძიმაძე, ნინოწმინდა]


25.02.2020 როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები

24.02.2020 ახალციხის სამხატვრო სკოლაში ერთი დღით სწავლა შეწყდება

22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.02.2020 ასპინძის მერიაში ექვსი ვაკანტური პოზიციაა

25.02.2020 ბაკურიანელი და–ძმა ტრამპლინიდან ხტომაში მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებს

25.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

25.02.2020 საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში ავტოსაგზაო შემთხვევას 55 წლის  მამაკაცი ემსხვერპლა
ერთი გარდაცვლილი , 10 დაშავებული – ახალციხე–რუსთავის ავტობუსი ტრაილერს შეეჯახა
აწყურთან ავარიის შედეგად დაშავებული სამი პაციენტი გვიან ღამით თბილისში გადაიყვანეს
ადიგენში ავარიის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაშავდა
აწყურთან ავარიის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა
ვალეში ავარიის შედეგად ოთხი წლის ბავშვი გარდაიცვალა