FM97.5 / LIVE

თავშესაფრის აშენებამდე მიუსაფარ ძაღლებს სტერილიზაცია–კასტრაციას უტარებენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 22.01.2019
მიუსაფარი ძაღლების პრობლემა სამცხე–ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტში აქტუალურია. ვიდრე რეგიონში ცხოველების თავშესაფარი აშენდება, მუნიციპალიტეტების ნაწილში ძაღლებს სტერილიზაცია–კასტრაცია უტარდება.

თავშესაფრის აშენებამდე მიუსაფარ ძაღლებს სტერილიზაცია–კასტრაციას უტარებენ

ბორჯომის მერიამ უმეთვალყურეოდ დარჩენილი ოთხასამდე ძაღლის თავშესაფარში ტრანსპორტირებისთვის ტენდერი 25 000 ლარზე გამოაცხადა. ძაღლებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, ქვეყნის მასშტაბით არსებულ ერთ–ერთ თავშესაფარში სტერილიზაცია–კასტრაციას ჩაუტარებს და სპეციალური საყურით დანიშნულს ისევ ქუჩაში დააბრუნებს.

„ამ ტენდერს ყოველი წლის დასაწყისში ვაცხადებთ. მაგალითად, გასულ წელს ტენდერში ქუთაისის თავშესაფარმა გაიმარჯვა. ვიდრე რეგიონს საკუთარი თავშესაფარი ექნება, პრობლემის მოგვარებას ასე ვცდილობთ“, - ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გიორგი ყიფშიძე.

ძაღლებს სტერილიზაცია–კასტრაცია ახალციხის მუნიციპალიტეტში დეკემბერში ჩაუტარეს. ბორჯომისგან განსხვავებით, მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია ახალციხეში გასულ თვეში პირველად ჩატარდა. რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში კი მსგავსი ღონისძიებები ამ დრომდე არ გატარებულა.

„მიუსაფარი ძაღლების რაოდენობის აღწერის მიზნით, ახალქალაქის მერიაში სპეციალური კომისია შევქმენით, ერთი კვირის შემდეგ გვეცოდინება, თუ რამდენი მიუსაფარი ძაღლია ახალქალაქში, ამის მერე გადავწყვეტთ პრობლემის მოგვარებაზე როგორ ვიზრუნოთ“, – ამბობს აღნიშნული კომისიის ხელმძღვანელი ვაჩაგან ზორმუთიანი.

ნინოწმინდის მერიაში აცხადებენ, რომ მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით მითითებას გუბერნიიდან ელიან. „აქამდე სტერილიზაცია–კასტრაცია არ ჩაგვიტარებია, სამხარეო ადმინისტრაციის მითითებას ველოდებით, თავშესაფარი რომ აშენდება, შემდეგ ძაღლების რაოდენობის აღწერასაც დავიწყებთ“.

ცხოველების სტერილიზაცია–კასტრაციასთან დაკავშირებით ამ დრომდე არაფერია დაგეგმილი ადიგენსა და ასპინძაში.

„მიუსაფარი ძაღლების პრობლემა ასპინძაში ნაკლებად გვაქვს. არც მოსახლეობას მოუმართავს პრობლემის მოგვარების თხოვნით“, – გვითხრა ასპინძის მერის მოადგილემ ლევან ბერიძემ.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში მიუსაფარ ძაღლებს სტერილიზაცია-კასტრაციას უტარებენ
სამცხე-ჯავახეთში  მიუსაფარი ცხოველების თავშესაფარის აშენება იგეგმება
'ძაღლებს სცემენ და მეც მომიძულეს' - ქუჩის ძაღლების გულშემატკივარი
შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება – 27 დეკემბერი [Audio]
როგორ აპირებენ ქუჩის ძაღლების პრობლემის მოგვარებას ახალციხის მერობის კანდიდატები
ახალციხის მერია მაწანწალა ძაღლებისთვის თავშესაფრის მოწყობას გეგმავს
ქუჩის და სახლის – ჩვენი ქალაქის ძაღლები [ფოტო]