FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი ძაღლების თავშესაფრის პროექტის ავტორს შეხვდება

მთავარისიახლე, პოლიტიკა 21.01.2019
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის პროექტის უკან გაწვევის საკითხთან დაკავშირებით პროექტის ავტორს შეხვდება. ავტორი აცხადებს, რომ თუ პროექტი პირვანდელი სახით არ განხორციელდება შეთახმება არ შედგება.

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი ძაღლების თავშესაფრის პროექტის ავტორს შეხვდება

მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის პროექტის ავტორმა სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს ბესიკ ამირანაშვილს ღია წერილით მიმართა და რეგიონისთვის ნაჩუქარი პროექტის უკან გაწვევასთან დაკავშირებთ შესაბამისი ზომების მიღება სთხოვა.

„ჩემი წერილის შემდეგ სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში სურვილი გამოთქვეს ჩემთან შეხვედრის. მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის პროექტის პარამეტრები თუ არ შეცვალეს ვერ შევთანხმდებით, ვნახოთ რას შემოგვთავაზებენ“, – ამბობს მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის პროექტის ერთ–ერთი ავტორი ლაშა გეგეჭკორი.

რას ფიქრობენ გუბერნიაში პროექტის უკან გაწვევასთან დაკავშირებით უცნობია. უწყებაში აცხადებენ, რომ პროექტის ავტორს უნდა შეხვდნენ და ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარს მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ. თუმცა ჯერ შეხვედრის თარიღი შეთანხმებული არაა.

„გვითხრეს ახალციხის მერი მივლინებაშია და 23 იანვრის შემდეგ იქნება შეხვედრაო, ველოდებით“, – გვითხრა გეგეჭკორმა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში, სოფელ ფარეხაში მიუსაფარ ცხოველთა თავშესფარი უნდა აშენდეს. „სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის“ წარმომადგენელმა ლაშა გეგეჭკორმა რეგიონს თავშესაფრის პროექტი უფასოდ გადასცა, თუმცა ტენდერის გამოცხადების შემდეგ მასში შეტანილმა ცვლილებებმა გეგეჭკორის უკმაყოფილება გამოიწვია, მისი თქმით, თავშესაფარში ვოლიერების გაზრდა თვითმმართველობამ შესაძლოა ცხოველების მუდმივად გამოკეტვისთვის გამოიყენოს, აღნიშნულ ბრალდებას კი თვითმმართველობაში კატეგორიულად უარყოფენ. აცხადებენ, რომ პროექტში ვოლიერების დამატება ცხოველთა სასტუმროს მოსაწყობად გადაწყვიტეს და მათ მუდმივად გამოკეტვას არ დაუშვებენ.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

09.12.2019 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინის ჩემპიონია

09.12.2019 ახალქალაქის 22 სოფელს ბუნებრივი აირი არ აქვს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

ძაღლების თავშესაფრის პროექტის საკითხი პირველ თებერვალს გადაწყდება
ძაღლების თავშესაფრის პროექტს ავტორი უკან აღარ გაითხოვს
მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი ახალციხეში, ფარეხაში აშენდება
ახალციხის მერიამ ცხოველთა თავშესაფრის პროექტი ავტორის გარეშე შეცვალა
სამცხე–ჯავახეთს ცხოველთა თავშესაფრის პროექტი საჩუქრად გადასცეს
ღია წერილი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს – თავშესაფრის ნაჩუქარ პროექტს ავტორი უკან იწვევს
რატომ ფერხდება ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა - პროექტის ავტორი