FM97.5 / LIVE

ამჯერად ოთხი

მთავარისიახლე, ბლოგები 20.01.2019
მატასის ბლოგი

ამჯერად ოთხი

ღამეა, სამზარეულოდან ვანილის სუნი გამოდის. ნამცხვარი ცხვება. ჩაიდანიც უსტვენს. დიდი მინიდან წინა კორპუსი ჩანს, რომელიც ახლოს წამოჭიმულა, თითქმის ხელის გაწვდენაზე. მოპირდაპირე აივანზე კაცმა, სათამაშოებგაცლილი ნაძვის ხე გამოიტანა, კედელზე მიაყუდა და გაისმა აფეთქების ხმა!

თუმცა, რა ხმაა ჯერ ვერც ხვდები, აფეთქებას მერე არქმევ. პირველი რასაც აკეთებ ბავშვების ოთახში შერბიხარ, ორივე ხელში აგყავს და კიბეებზე ჩარბიხარ. ყველა სახლის კარი იღება და ყველა დაბლა გარბის.

საცხოვრებელ კორპუსში, ერთ-ერთ ბინაში, ბუნებრივი აირის დაგროვებას აფეთქება მოყვა, არიან დაღუპულებიც.

ამ ინფორმაციას მერე სადღაც კითხულობ, ან ისმენ, ან საუბარს მოკარი ყური, თუმცა ვერ აანალიზებ. ისევ ჩაბღუჯული გყავს შვილები და არ გინდა გაიაზრო რომ ეს შეიძლება შენ გადაგხდენოდა.

არადა, ეს შეიძლება მართლაც შენ ყოფილიყავი, ან მე, ან ის. ყველა. უსაფრთხოდ უკვე არსად არ ხარ.

იმიტომ რომ, ვიღაცამ ბოლომდე ყურად არ იღო შენი პრობლემა. სუნი იდგა, გაზის სუნიო, შეამოწმესო, არაფერი აღმოჩნდაო, განაცხადა გამოძახებულმა "ყაზტრანსგაზის" ბრიგადამ.

17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა საქართველოში. დაუშვეს სახელმწიფო დროშები ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ყველა ადმინისტრაციულ შენობასა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე.

და მერე? მერე დააკავეს "ყაზტრანსგაზის" ბრიგადის ორი თანამშრომელი.

გაქვს უამრავი კითხვა, სვამ ამ კითხვებს, ყვირიხარ, მაგრამ...

ეს გლოვის დღე ჩემი, შენი, მისი უპასუხისმგებლობლობის ბრალია, თუმცა ეს უკვე გარდაცვლილებისთვის აღარაფერს აღარ ცვლის.

16 იანვარს, თბილისში, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, რვა კი დაშავდა
საქართველოში, ბოლო სამ წელიწადში CO-ს გაჟონვის შედეგად 86 ადამიანი დაიღუპა, 286 მოიწამლა.

[მატასი]



07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 4 409 036 ლარით ახალციხეში

13.11.2019 ახალციხის ციხეზე კონცერტი გაიმართება

13.11.2019 ივლიტაში მდინარეზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის პროექტს საჯაროდ განიხილავენ

12.11.2019 ადიგენში რეგფონდიდან გამოყოფილი თანხა გზების მოასფალტებას მოხმარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა
შსს–მ აფეთქების ფაქტზე ‘ყაზტრანსგაზის’ ორი თანამშრომელი დააკავა
დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 6 ბავშვიდან კლინიკაში 1 რჩება, დანარჩენები გაწერეს
დიღომში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა და 7 დაშავდა
საქართველოში დღეს გლოვის დღეა
ახალქალაქში, საცხოვრებელ კორპუსში გაზის ბალონი აფეთქდა
ახალქალაქში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა