FM97.5 / LIVE

სად არის შესაძლებელი წითელას ვაქცინაცია

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.01.2019
სამცხე–ჯავახეთში არსებულ შვიდივე სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ წითელას ვაქცინაციისთვის მზად არიან. მოქალაქეებს აცრების ჩატარება სამედიცინო დაწესებულებებში უფასოდ შეუძლიათ.

სად არის შესაძლებელი წითელას ვაქცინაცია

18 იანვრიდან ინფექციურ–ვირუსულ დაავადება წითელაზე აცრები ყველასთვის უფასო გახდა. ახალციხის ორი სამედიცინო დაწესებულების, ასევე ადიგენის, ასპინძის, ბორჯომის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის საავადმყოფოების ინფორმაციით, მათ წითელას საწინააღმდეგო ვაქცინის საჭირო მარაგი აქვთ.

კლინიკების გარდა, აცრის გაკეთება შესაძლებელია სოფლის ექიმებსა და უბნის ექიმებთან.

სამედიცინო დაწესებულებებში განმარტავენ, რომ წითელას ვაქცინა ერთჯერადია და ერთხელ აცრის შემთხვევაში პაციენტს ამ დაავადებაზე იმუნიტეტი მთელი ცხოვრება გაჰყვება.

„კლინიკებში, სადაც მოქალაქეები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაზღვეული არიან, ვაქცინაციაზე მომსახურეობა უფასოა. ერთჯერ გაკეთებული ვაქცინა კი მთელი ცხოვრება დაგიცავთ“, – აცხადებს ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ფატი ხაბულიანი.

2019 წლის იანვრის მდგომარეობით, სამცხე–ჯავახეთში წითელაზე მიმართვიანობა გაზრდილი არ არის. ექვსი მუნიციპალიტეტიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბორჯომში დაფიქსირდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, იანვარში ბორჯომში სამედიცინო დაწესებულებას რვა ადამიანმა მიმართა.

წითელას მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა ასპინძაში.

ახალციხის, ადიგენისა და ახალქალაქის ჯანდაცვის ცენტრებში კი განმარტავენ, რომ მათთვის ამ დრომდე არავის მიუმართავს.
რაც შეეხება ნინოწმინდას, აქ მიმართვიანობა დაფიქსირდა, თუმცა ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ სტატისტიკური მონაცემი არ აქვთ, რადგან „რაოდენობა ჯერ დათვლილი არ არის“.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 18 იანვრის მდგომარეობით ქვეყანაში წითელას 335 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ეპიდაფეთქებაა, ამიტომ უწყება მოსახლეობას ურჩევს თუკი მათ არ ახსოვთ აქვთ თუ არა გაკეთებული წითელას აცრა, ვაქცინაცია კვლავ ჩაიტარონ, რადგან „მეორედ მისი გაკეთება, ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის“.

რა არის წითელა?

წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც ჰაერ–წვეთოვანი გზით გადაეცემა. მისი ტიპიური შემთხვევა იწყება მწვავედ -ტემპერატურის მომატებით, რომელსაც თან ახლავს - ხველა, ცხვირისა და თვალის ლორწოვანი გარსების ანთება. სიმპტომების დაწყებიდან დაახლოებით 2-3 დღის შემდეგ პირის ღრუში შეიძლება გაჩნდეს წვრილი, თეთრი გამონაყარი. 5-6 დღის შემდეგ კი გამონაყარი ავადმყოფის სხეულზე ჩნდება.

თავდაპირველად გამონაყარი ჩნდება სახეზე (შუბლზე), რომელიც შემდეგ ვრცელდება მთელ სხეულზე, ზევიდან ქვევით (კისერი, ტორსი, ხელები, ფეხები, ტერფები). რამოდენიმე დღეში ტემპერატურა იწევს დაბლა, იწყება გამონაყარის პიგმენტაცია და თანდათან ქრება.

წითელას ახასიათებს მაღალი გადამდებლობა - თითქმის 100%, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი პირი, რომელსაც არ აქვს იმუნიტეტი, დიდი ალბათობით დაავადდება. ინფიცირებულები გადამდებად ითვლებიან გამონაყარის დაწყებამდე 4 დღის და გამონაყარის დაწყებიდან 4 დღის განმავლობაში.

წითელა ვაქცინით მართვადი დაავადებაა.

პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალედრის მიხედვით, წითელას იმუნიზაცია ტარდება 2 დოზით - ვაქცინაცია 1 წლის ასაკში და რევაქცინაცია 5 წლის ასაკში.

ამავე თემაზე ნახეთ – გადაცემა "ექიმი გვირჩევს"

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

18.09.2019 ვალეში, დაზიანებული სარწყავი არხის რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება

18.09.2019 კანანელის ქუჩაზე დაზიანებულ მილს აკეთებენ

18.09.2019 ‘ეს პროექტი არ უნდა განხორციელდეს’– გარემოსდამცველები აბასთუმნის შემოვლით გზაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრი: საქართველოში წითელას ეპიდაფეთქებაა
ახალციხეში წითელას ვირუსზე 100-მდე ბავშვი აიცრება
ახალციხეში წითელას ვირუსზე აცრები გრძელდება
წითელას აცრის გაკეთება შაბათ–კვირასაც შესაძლებელია
ახალციხეში წითელას ორი შემთხვევა დაფიქსირდა
ბორჯომსა და ასპინძაში წითელას შემთხვევები დაფიქსირდა
ექიმი გვირჩევს: წითელას იმუნიზაცია [Video]