FM97.5 / LIVE

'არ აანთოთ შუქი, არ გამოიყენოთ სახლის ტელეფონი' – სპეციალისტის რჩევები გაზის გაჟონვისას

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.01.2019
საქართველოში ბუნერივი აირით მოწამვლის შემთხვევები ყოველ წელს ფიქსირდება და მათი ნაწილი ფატალური შედეგით სრულდება. უსაფრთხოების ზომების მისაღებად, შპს „ინტერგაზის“ ტექნიკური ინჟინერი მოსახლეობას რჩევებს აძლევს.

'არ აანთოთ შუქი, არ გამოიყენოთ სახლის ტელეფონი' – სპეციალისტის რჩევები გაზის გაჟონვისას

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბუნებრივი აირით მოწამვლის შემთხვევები ხშირ შემთხვევაში უსაფრთხოების ზომების გაუთვალისწინებლობით ხდება.

ახალციხეში, შპს "ინტერგაზის" ტექნიკური ინჟინერი გიორგი ნასყიდაშვილი აბონენტებს ურჩევს, რომ გაზის სუნის შემჩნევის შემთხვევაში, პირველ რიგში აუცილებელია ფანჯრების გაღება და სახლში შემომავალი ბუნებრივი აირის ონკანი გადაკეტვა.

"ბინაში გაზის სუნის შემჩნევისას, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ გაზის ხელსაწყოების ხმარება. არ უნდა გამოიყენოთ სახლის ტელეფონი. არ უნდა აანთოთ ელექტრო ენერგია და თუ ჩართულია რაიმე, მისი გამორთვა არ უნდა ცადოთ. უმთავრესია, რომ კომპანიაში დარეკოთ და ჯგუფი გამოიძახოთ",– განმარტავს ნასყიდაშვილი.

მისივე თქმით, კარგი იქნება თუ ყველა ოჯახში, იქ სადაც გაზის გაყვანილობაა ან გამათბობელი დგას, ბუნებრივი და მხუთავი აირის მაღალსტაბილურ კომპლექსურ დეტექტორს დავაყენებთ. მისი საშუალებით ადვილად გავიგებთ ჟონავს თუ არა აირი.

კომპანიაში ასევე ამბობენ, რომ თავის დაზღვევის მიზნით, აუცილებელია გამათბობლის დაყენებიდან, დაახლოებით 4–5 სეზონის გასვლის შემდეგ, მოწყობილობა ლიცენზირებული სპეციალისტის მიერ გაიწმინდოს, დამუშავდეს და ახლად დაყენდეს.

"ყურადღება უნდა მიექცეს გაზის ხელსაწყოების, საკვამლე და სავენტილაციო არხების ნორმალურ მუშაობას. ზამთარში პერიოდულად უნდა შემოწმდეს სავენტილაციო და საკვამლე არხების სათავსები, რათა არ მოხდეს შემოყინვა და დაცობა".

გიორგი ნასყიდაშვილი აღნიშნავს, ხშირად მოქალაქეები გამათბობელს თვითნებურად ამონტაჟებენ, რაც დაუშვებელია – "გვაქვს ხოლმე გამოძახებები, როდესაც გამათბობელში გაზის მილის ნაცვლად რატომღაც წყლის მილია შეერთებული და ამ დროს გაზის სისტემაში ხვდება წყალი. ეს ნამდვილად დაუშვებელი პროცესია და მოქალაქემ თვითნებურად ან არალიცენზირებული ხელოსნის მიერ ბუნებრივი აირის ბინაში არ უნდა დაამონტაჟოს".

სამცხე–ჯავახეთში ბუნებრივი აირით 110 დასახლებაში სარგებლობენ. მათგან ექვსი მუნიციპალიტეტის ცენტრია, სადაც მოსახლეობა, როგორც კერძო, ასევე მრავალსართულიან ბინაში ცხოვრობს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


15.02.2019 სოფელი, რომელიც სკოლაზე ოცნებობს [Photo/Video]

14.02.2019 განათლების სამინისტრო ძირეული რეფორმისთვის ემზადება – გასვლითი სხდომა ბორჯომში

14.02.2019 სამცხე–ჯავახეთში მანდატურების ცენტრი აშენდება

13.02.2019 სოფელ ბენარაში 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.02.2019 მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს

15.02.2019 სოფელი, რომელიც სკოლაზე ოცნებობს [Photo/Video]

14.02.2019 ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მანქანა და მაღალი ძაბვის ბოძი დაზიანდა

14.02.2019 რამდენი ბავშვი დაიბადა 2018 წელს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ახალციხეს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
ასპინძის ორ სოფელს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა
ბორჯომში 3400-მდე აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება
სამცხე–ჯავახეთის სოფლებს ბუნებრივი აირის მიწოდება  შეეზღუდებათ
ხვალ დილამდე ახალციხეს ბუნებრივი აირი არ ექნება
20 დეკემბერს ბორჯომში ბუნებრივი აირის მიწოდება შეიზღუდება
ახალციხესა და ასპინძაში გაზის მიწოდება შეწყდება