FM97.5 / LIVE

რატომ ვერ მიიღო მოგებული მანქანა ახალციხელმა რამაზ ნოზაძემ

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.01.2019
ახალციხელმა რამაზ ნოზაძემ, რომელმაც 15 დეკემბერს „კრისტალბეთის“ გათამაშებაში 2018 წლის „Toyota Prado“ მოიგო, ავტომობილს არ გადასცემენ. გამარჯვებულ ამბობს, რომ კომპანიიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მისი ტელეფონის ნომერი გათამაშების დოლურაში შემთხვევით აღმოჩნდა.

რატომ ვერ მიიღო მოგებული მანქანა ახალციხელმა რამაზ ნოზაძემ

კრისტალბეთის გათამაშება 15 დეკემბერს, ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში გაიმართა. წამყვანმა გათამაშების დოლურიდან ამოიღო ბარათი, რომელზეც რამაზ ნოზაძის მობილურის ტელეფონი ეწერა. გამარჯვებულს პირდაპირ ეთერში დაურეკეს და უთხრეს, რომ 2018 წლის „Toyota Prado“ მოიგო და, რომ ხუთ იანვრამდე შეეხმიანებოდნენ.

როგორც რამაზ ნოზაძე ამბობს, დეკემბრის ბოლოს, კომპანიიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი ტელეფონის ნომერი დოლურაში ტექნიკური ხარვეზის გამო მოხვდა და მანქანა სხვამ მოიგო.

„მითხრეს, რომ გათამაშების წესების მიხედვით ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ვინც ითამაშა, მხოლოდ მათი ბარათები იყო დოლურაში. მე კი დაახლოებით სამი წელია არ მითამაშია კრისტალბეთზე, თუმცა დამირეკეს“,–ამბობს ნოზაძე.

„კრისტალბეთის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „სამხრეთის კარიბჭეს“ აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურეს.

“ გათამაშება ვინც მოიგო პრიზიც იმას გადავეცით, სხვას ვერაფერს გეტყვით“,–გვითხრეს კომპანიაში.

მიუხედავად კომპანიის მიხრიდან ფაქტის უარყოფისა, რამაზ ნოზაძე ირწმუნება, რომ „კრისტალბეთის“ ხელმძღვანელობას თბილისში ორჯერ შეხვდა და შეთანხმდნენ, რომ მომხდარის გამო ის კონპენსაციას მიიღებდა.

„ამიხსნეს რომ დოლურადან ამოღებულ ბარათზე სხვისი საიდენტიფიკაციო კოდი ეწერა თუმცა შეცდომით ჩემი მობილურის ნომერი იყო მითითებული. მე კი ნამდვილად არ მითამაშია 2015 წლის შემდეგ. მორალური ზიანი ამინაზღაურეს და ამით დავასრულეთ“, – ამბობს რამაზ ნოზაძე.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


15.02.2019 სოფელი, რომელიც სკოლაზე ოცნებობს [Photo/Video]

14.02.2019 განათლების სამინისტრო ძირეული რეფორმისთვის ემზადება – გასვლითი სხდომა ბორჯომში

14.02.2019 სამცხე–ჯავახეთში მანდატურების ცენტრი აშენდება

13.02.2019 სოფელ ბენარაში 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.02.2019 მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს

15.02.2019 სოფელი, რომელიც სკოლაზე ოცნებობს [Photo/Video]

14.02.2019 ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მანქანა და მაღალი ძაბვის ბოძი დაზიანდა

14.02.2019 რამდენი ბავშვი დაიბადა 2018 წელს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

46.277 ლარი საახალწლო ღონისძიებებისთვის – ტენდერი ‘კეთილმოწყობის’ თანამშრომელმა მოიგო
psp-ს გათამაშებაში მანქანა ახალციხელმა ქალმა მოიგო
მესხეთის საფეხბურთო ფესტივალის ორგანიზატორს შესაძლოა სასამართლოში უჩივლონ
ახალციხელმა  ბადრი მურვანიძემ „შვიდიანის“ ჯეკპოტი 20 000 ლარი მოიგო
რამაზ მოდებაძე: ‘ინსულტის მერე პენსია მომიხსნეს და არც დახმარებას მაძლევენ’
ახალი ამბები 12:00 საათზე – 17 იანვარი [Audio]
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გელა ნოზაძე გახდა