FM97.5 / LIVE

გათავისუფლებული მუშები: „უნდოდათ დამატებითი სამუშაო ანაზღაურების გარეშე შეგვესრულებინა“

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 16.01.2019
შპს „კეთილმოწყობის“ ყოფილი თანამშრომლები, რომლებსაც ახალციხეში გარეგანათების ბოძების მოვლა–პატრონობა ევალებოდათ აცხადებენ, რომ სამსახურის უფროსმა ისინი ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურების მოთხოვნის გამო გაათავისუფლა. შპს–ს ხელმძღვანელი კი ირწმუნება, რომ თანამშრომლები დაკისრებულ მოვალეობას არაკეთილსინდისიერად ასრულებდნენ, ამიტომ ხელშეკრულებები აღარ გაუგრძელა.

გათავისუფლებული მუშები: „უნდოდათ დამატებითი სამუშაო ანაზღაურების გარეშე შეგვესრულებინა“

პავლე ათუნაშვილი და ივანე დავიდოვი შპს „კეთილმოწყობაში“ 2009 წლიდან მუშაობდნენ. 2018 წლის დეკემბრის ბოლოს მათ სამსახურში უთხრეს,რომ ხელშეკრულებებს ვადა ამოეწურა და აღარ გაუგრძელებდნენ. ყოფილი თანამშრომლები ფიქრობენ, რომ ისინი სამსახურის უფროსმა მათი პროტესტის გამო გაათავისუფლა.

„კობა კურტანიძემ გვითხრა 09:00–დან 18:00 საათამდე მუშაობთ,მაგრამ თუ ექვსი საათის მერე რამე გაფუჭდა, უნდა გამოხვიდეთ და გააკეთოთო, არასამუშაო დროს მუშაობას კი არ აგინაზღურებთო, ამაზე უარი ვუთხარით. კურტანიძემ კი გვიპასუხა ეს პირობები თუ არ მოგწონთ სამსახურიდან წადითო“, – ამბობს „კეთილმოწყობის“ ყოფილი თანმაშრომელი პავლე ათუნაშვილი.

გათავისუფლებული თანამშრომლები აცახდებენ, რომ ხელმძღვანელებთან ეს უთანხმოების პირველი შემთხვევა არაა.

„გასული წლის აგვისტოს ერთ–ერთ ობიექტზე კობა კურტანიძე სამუშაოების შესრულებას გვთხოვდა. გვითხრა, კომპანიასთან ხელშეკრულება გავაფორმეთ და საქმე ჩვენ უნდა გავაკეთოთო. ვუთხარით ჩვენთვის ხელშეკრულების პირობები გაეცნო, რაზეც უარი გვითხრა, თუ არ მოგწონთ წადითო“, – იხსენებს პავლე ათუნაშვილი და ამატებს, რომ ამ საუბრის შემდეგ მან საყვედური წერილობით მიიღო.

„კეთილმოწყობის“ ყოფილი მუშები აცხადებენ, რომ მათ არ იცოდნენ ხელშეკრულების მიხედვით კონკრეტულად რა საქმის კეთება ევალებოდათ.

„მთავარმა სპეციალისტმა გურამ ნებაძემ მითხრა, ერთ–ერთ ობიექტზე რკინის ბოძები შეღებეო, თუ არ შეღებავ ახსნა–განმარტებით ბარათს დავწერო, როგორც გაირკვა ეს საქმე ხელშეკრულებით ნამდვილად გვეკუთვნოდა, მაგრამ ეს ჩვენ არ ვიცოდით. ხელშეკრულების ნახვა რომ ვთხოვე, არ გვაჩვენეს, საბუთებში რას იჩხრიკებითო,“ – გვიყვება ათუნაშვილი.

შპს „კეთილმოწყობის სამსახურის“ უფროსი, კობა კურტანიძე ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ თანმაშრომლები სამსახურიდან არ გაუთავისუფლებია, კურტანიძე იმასაც უარყოფს, რომ თანამშრომლებს დამატებითი სამუშაოს შესრულებას თხოვდა.

„სამსახურში საქმეს ვინც უკეთესად აკეთებს იმას ვტოვებ, ვინც ვერ ასრულებს ვათავისუფლებ. არასდროს ყოფილა, რომ მეთქვას ზეგანაკვეთური იმუშავეთ–თქო, ხელშეკრულებით არსებულ საქმეებზეც კი უარს აცხადებდნენ. ჩვენ მარტო განათების ბოძები გვეხებაო, ეს საიდან მოიტანეს, არ ვიცი“, – ამბობს კურტანიძე.

რაც შეეხება ხელშეკრულების პირობების გაცნობას, კურტანიძე ასე გვპასუხობს: „ზოგადად კომპანიის დირექტორი ვალდებული არ არის სპეციალისტთან გაიაროს ხელშეკრულება“.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ქეთი ბებიაშვილი განმარტავს, რომ კანონის თანახმად აღნიშნული თანამშრომლების გათავისუფლება ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მიზეზით არაკანონიერია, რადგან პირი, რომელიც ერთიდაიგივე სამსახურში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მუშაობს, მას უვადო ხელშეკრულება უფორმდება.

„სამსახურის უფროსი ვალდებული იყო მუშისთვის ხელშეკრულება დეტალურად გაეცნო, ამას კანონი ითვალისწინებს“. – ამბობს ქეთი ბებიაშვილი.

„კეთილმოწყობის“ ყოფილი თანამშრომლები გეგმავენ, რომ სასამართლოს მიმართონ, მათი ადვოკატი „დემოკრატ მესხთა კავშირის“ იურისტი ეკა აბაშიძეა.

„მუშების პირად საქმეს ჯერ ბოლომდე არ გავცნობილვარ, ხელშეკრულებაში 40 საათიანი სამუშაო კვირაა მითითებული, თუმცა ელექტრიკოსების სამუშაო სპეციფიკურია. „კეთილმოწყობის“ ხელმძღვანელობამ აუცილებლად უნდა დაასაბუთოს, რომ ზეგანაკვეთურ შრომას უნაზღაურებდნენ, სხვა დეტალებზე კი მოგვიანებით შევძლებ საუბარს“, – გვითხრა აბაშიძემ.

„კეთილმოწყობის“ ყოფილ თანამშრომლებს შპს–ს ხელმძღვანელობასთან კიდევ ერთი პრეტენზია აქვთ, მათი განმარტებით, ქალაქის საახალწლო აქსესუარებით მორთვისთვის ანაზღაურება არ მიუღიათ.

„ქალაქს ყოველთვის ჩვენ გვართვევინებდნენ. შარშან 750–750 ლარი გადაგვიხადეს, მაგრამ წელს ანაზღაურების გარეშე ვიმუშავეთ“ – ამბობს ივანე დავიდოვი.

შეგახსენებთ, რომ შპს „კეთილმოწყობის“ სამსახურიდან 2018 წლის დეკემბერში ჯამში რვა თანამშრომელი გაათავისუფლეს, აქედან ექვსი მეეზოვეა, ორი კი ელექტრიკოსი.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

11.10.2019 ბორჯომში სკოლა 58–მა მასწავლებელმა დატოვა

07.10.2019 პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.10.2019 შეინარჩუნებს თუ არა ‘თორი’ რეგიონულ ლიგაში თამაშის უფლებას

15.10.2019 16 ოქტომბერს ასპინძაში C ჰეპატიტზე უფასოდ გამოიკვლევენ

15.10.2019 ‘მერიის თასი 2019’ - ასპინძაში ფეხბურთის ტურნირი იწყება

15.10.2019 მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

‘კეთილმოწყობას’ სასამართლო კიდევ ორმა თანამშრომელმა მოუგო
‘საახალწლოდ ქალაქის მორთვისას ანაზღაურება არ მიგვიღია’– ელექტრიკოსები მოსამართლეს
შპს 'კეთილმოწყობამ'  მეეზოვისა და ელექტრიკოსების საქმეზე განაჩენი გაასაჩივრა
მეეზოვის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს, 17 მაისს გამოცხადდება
ახალციხეში ‘კეთილმოწყობის’ სამსახურიდან  მეეზოვეები გაათავისუფლეს
მეეზოვემ და ელეტრიკოსებმა სასამართლოში საჩივარი შეიტანეს
‘ვინც ვყვიროდით გამოგვიშვეს' – მეეზოვეები ‘კეთილმოწყობაში’ აუდიტის შესვლას ითხოვენ